გადასვლა მთავარ კონტენტზე

საქართველო - ჩარიცხვის კითხვარი მონაწილეთათვის

კეთილი იყოს თქვენი მონაწილეობა დამხმარე პროდუქტების ტრენინგ-კურსში (TAP). გთხოვთ, გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას და ტრენინგის დაწყებამდე შეავსოთ ამ ფორმის A და B ნაწილი.

მონაწილის საინფორმაციო ფურცელი

მოგესალმებით დამხმარე საშუალებების სასწავლო კურსზე (TAP). ეს სწავლება პირველი ეტაპია საქართველოს TAP პროექტისა, რომელსაც კენ უოკერის სამედიცინო სარეაბილიტაციო საუნივერსიტეტო კლინიკა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ახორციელებენ. ამ პროექტის მიზანია დამხმარე საშუალებების (როგორიცაა სიარულის დამხმარე საშუალებები და უნიტაზის სკამები) ხელმისაწვდომობის ამაღლება იმ პირებისათვის, რომლებიც საქართველოში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სერვისებით სარგებლობენ.

გთხოვთ, ტრენინგის დაწყებამდე, წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული ინფორმაცია და შეავსეთ ნაწილი A (თანხმობა) და ნაწილი B (რეგისტრაციის კითხვარი).

ინფორმაცია TAP-ის შესახებ: TAP არის ონლაინ სასწავლო პროგრამა იმ პერსონალისთვის, ვინც უკვე არის ან გახდება:

  • დაკავებული დამხმარე პროდუქტების საჭიროების მქონე ადამიანების იდენტიფიცირებითა და მათი შესაბამის მომსახურებაში ან პირთან გადამისამართებით დაკავებულნი
  • მარტივი დამხმარე პროდუქტების მიმწოდებელი.

TAP მოდულების გასავლელად თქვენ შეგიძლიათ კომპიუტერის, პლანშეტის ან სმარტფონის გამოყენება. TAP-ის ფარგლებში სწავლისას თქვენ ასევე გექნებათ მენტორების პირისპირ მხარდაჭერა.

თუ გაგიჩნდათ შეკითხვა ახლა ან ტრენინგის გავლისას, ნებისმიერ დროს, შეგიძლიათ:

  • განიხილოთ თქვენს მენტორთან ან პროექტის კოორდინატორთან
  • განიხილოთ თქვენს კოლეგებთან
  • განათავსოთ თქვენი შეკითხვა საკომუნიკაციო ჯგუფში, რომელსაც თქვენი მენტორი შექმნის (გადაამოწმეთ თქვენს მენტორთან)

თქვენი გამოხმაურება მნიშვნელოვანია: ტრენინგის ბოლოს თქვენ გთხოვენ მოკლე (20 წუთიანი) უკუკავშირის ონლაინ კითხვარის შევსებას. ასევე, შეიძლება გთხოვონ უკუკავშირის მიცემა სხვა გზებით, მაგალითად, ჯგუფური დისკუსიის (90 წუთამდე) მეშვეობით. ამ აქტივობებში თქვენი მონაწილეობა ნებაყოფლობითია, ჩატარდება სამუშაო საათებში თქვენთვისა და თქვენი მომსახურების ხელმძღვანელისათვის მოსახერხებელ დროს.

TAP-ის მონაცემთა შეგროვება:TAP აგროვებს ინფორმაციას კურსების მონაწილეების (თქვენი ჩათვლით) შესახებ რეგისტრაციისა (20 წუთამდე) და უკუკავშირის (20 წუთამდე) ფორმების მეშვეობით. ამ უკანასკნელის შევსებას მოგვიანებით გთხოვთ. ასევე, გროვდება ქვიზის ქულები და ინფორმაცია, რამდენ და რომელ მოდულებს ასრულებთ. როდესაც მონაწილეები უკუკავშირისთვის ერთვებიან სადისკუსიო ჯგუფებში, იქმნება დისკუსიების აუდიოჩანაწერი, რომელიც შემდეგ გარდაიქმნება წერილობით ჩანაწერად, ხოლო აუდიოჩანაწერი იშლება.

ინფორმაცია გამოყენებამდე გარდაიქმნება ანონიმურ მასალად, რაც ნიშნავს, რომ სახელები და პირადი დეტალები იშლება. ამ გზით, მკითხველი ვერ გაიგებს ვისზეა ინფორმაცია.

ანონიმური ინფორმაცია გამოიყენება TAP ტრენინგის შესახებ ანგარიშების მოსამზადებლად და კვლევისთვის, რათა დაგვეხმაროს იმის გაგებაში:

  • რამდენად კარგად მუშაობს TAP მონაწილეებისთვის და როგორ შეიძლება მისი გაუმჯობესება
  • როგორია მონაწილეთა მოსაზრებები დამხმარე პროდუქტებისუზრუნველყოფის შესახებ მათ ახლანდელ ან მომავალ სამუშაო ადგილზე
  • სხვა რა ქმედებების განხორციელებაა შესაძლებელი დამხმარე ტექნოლოგიაზე წვდომის გასაუმჯობესებლად.

ანონიმური ინფორმაცია დაცულად ინახება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. მისი გაერთიანება შესაძლებელია TAP-ის სხვა პროექტების მონაცემებთან, ხოლო გაზიარება - პროექტის პარტნიორებთან, დონორებთან, მკვლევრებთან და ფართო დაინტერესებულ საზოგადოებასთან პუბლიკაციებსა და ანგარიშებში.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა TAP-ის მონაცემთა შეგროვებასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ მიმართოთ პროექტის კოორდინატორს ან ელექტრონულ ფოსტას: [email protected]

საქართველო - ჩარიცხვის კითხვარი მონაწილეთათვის
ნაწილი A: თანხმობა ინფორმაციის გამოყენების შესახებ

გთხოვთ, მონიშნოთ გვაძლევთ თუ არა ნებას, გამოვიყენოთ ამ ტრენინგისას, ზემოთ აღწერილი წესით შეგროვებული ინფორმაცია. ქვემოთ მოცემულ თითოეულ კითხვაზე მონიშნეთ პასუხი „დიახ“ ან „არა“. გაითვალისწინეთ, თქვენი პასუხი კონფიდენციალურია.თუ გადაწყვეტთ, რომ არ მიიღოთ მონაწილეობა კვლევაში, თქვენ მაინც შეძლებთ TAP ტრენინგის გავლას. შეგიძლიათ შეწყვიტოთ კვლევაში მონაწილეობა ნებისმიერ ეტაპზე. ასეთ შემთხვევებში, თქვენი ინფორმაცია არ იქნება გამოყენებული.

1. მე წავიკითხე ზემოთ მოცემული ინფორმაცია და მქონდა შესაძლებლობა დამესვა კითხვები როგორც ტრენინგთან, ასევე TAP-ის ინფორმაციის შეგროვებასთან დაკავშირებით.
2. მე მესმის, რომ ამ ტრენინგის დროს შეგროვებული ანონიმური ინფორმაცია (მათ შორის, ეს გამოკითხვა, უკუკავშირის ონლაინ ფორმა, ქვიზის შედეგები და ფოკუს ჯგუფები) გამოყენებული იქნება ანგარიშებსა და კვლევებში TAP-ის მასალისა და დამხმარე ტექნოლოგიებზე წვდომის გასაუმჯობესებლად და მე ვიძლევი ამაზე ჩემს თანხმობას.

ნაწილი B: გამოკითხვა რეგისტრაციისას

1. თქვენი ვინაობა
1. თქვენი ვინაობა
სახელი
გვარი
2. თქვენი მომსახურება/ ორგანიზაცია
4. თქვენი ასაკი
5. იყენებთ თუ არა რაიმე დამხმარე პროდუქტს?
6. რა არის თქვენი როლი ან თანამდებობა?
7. რამდენი წლის გამოცდილება გაქვთ თქვენს პროფესიაში?
8. რა არის თქვენი ფორმალური განათლების უმაღლესი დონე?
9. იყენებთ სმარტფონს და გაქვთ მასზე ყოველდღიური წვდომა?
10. იყენებთ პლანშეტს და გაქვთ მასზე წვდომა კვირაში სულ მცირე 2-3-ჯერ?
11. იყენებთ კომპიუტერს კვირაში სულ მცირე 2-3-ჯერ და გაქვთ მასზე წვდომა?
12. გაქვთ ინტერნეტზე ყოველდღიური წვდომა (დაფინანსებული და საიმედო)?
13. გაგივლიათ რაიმე ონლაინ კურსი აქამდე?
14. გაგივლიათ რაიმე ტრენინგი დამხმარე პროდუქტების ან ტექნოლოგიის მომსახურების შესახებ აქამდე?
15. თქვენი სამსახური (მომსახურება) მონაწილეობს დამხმარე პროდუქტების საჭიროების მქონე პირთა იდენტიფიცირებაში?
16. თქვენი სამსახური პირდაპირ ამარაგებს ადამიანებს რაიმე დამხმარე საშუალებით?
თუ კი, რომელი ტიპის პროდუქტებს:
17. გაქვთ რაიმე როლი დამხმარე ტექნოლოგიის სფეროში თქვენს ამჟამინდელ სამუშაო ადგილზე? მაგალითად: სკრინინგი და იდენტიფიკაცია, გადამისამართება/რეფერალი, პროდუქტების მიწოდება, ტექნიკური მომსახურება და შეკეთება, მენეჯმენტი, პერსონალის ტრენინგი.