გადასვლა მთავარ კონტენტზე

დამხმარე ტექნოლოგია

მიიღეთ ცოდნა დამხმარე ტექნოლოგიისა და დამხმარე პროდუქტებით უზრუნველყოფის პროცესის შესახებ.

22 მოდული
დამხმარე ტექნოლოგია

დამხმარე პროდუქტები 2.5 მილიარდ ადამიანს სჭირდება

ზოგიერთ ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ 3%-ს აქვს წვდომა აუცილებელ დამხმარე პროდუქტებზე, როგორიცაა სმენის აპარატები, ხელჯოხები და ახლომხედველობის სათვალე. მრავალი დამხმარე პროდუქტის მიწოდება შესაძლებელია პირველადი ჯანდაცვის დონეზე. დამხმარე პროდუქტების მიწოდებას შეუძლია ჯანმრთელობის გართულებების თავიდან აცილება და დამოუკიდებლობის გაზრდა მათთვის, ვისაც ეს სჭირდება.

კურსი

TAP-ის დამხმარე ტექნოლოგიის კურსი გასწავლით ფართო სპექტრის დამხმარე პროდუქტების საჭიროების ამოცნობას, შესაბამის მომსახურებაში პირის გადამისამართებასა და დამხმარე პროდუქტით უზრუნველყოფას. დამხმარე პროდუქტის უსაფრთხო და ეფექტიანი უზრუნველყოფისთვის ოთხი საფეხური არსებობს:

1

არჩევა

ადამიანისთვის ყველაზე შესაფერისი პროდუქტი.

2

მორგება

ადამიანისათვის პროდუქტის მომზადება და მორგება.

3

გამოყენება

ადამიანისათვის პროდუქტის გამოყენებისა და მოვლის სწავლება.

4

გადაფასება

ადამიანის საჭიროებების გადახედვა, პროდუქტის მოვლა და შეკეთება.

მოდულები

TAP-ის დამხმარე ტექნოლოგიების კურსი მოიცავს მოდულებს შემეცნების, კომუნიკაციის, მხედველობის, სმენის, თვით-მოვლის, მობილობისა და საგანგებო სიტუაციების შესახებ. თითოეული მათგანი მოიცავს შესავალ მოდულს და მოდულებს სპეციფიკური პროდუქტების შესახებ.

დამხმარე პროდუქტების მოდულის სტრუქტურა

ორგანიზებული ტრენინგის მონაწილე ხართ?

თუ თქვენ ორგანიზებულ სასწავლო კურსს ესწრებით, შეიძლება კურსზე რეგისტრაციისა ან უკუკავშირის ფორმების შევსება გთხოვონ. მოძებნეთ თქვენი ქვეყნის შესაფერისი კურსის გამოკითხვის ფორმა.

როგორ მუშაობს ეს გვერდი

დაწყება მარტივია. უბრალოდ დარეგისტრირდით, შედით სისტემაში და ჩაერთეთ კურსში.

რეგისტრაცია

შექმენით თქვენი ანგარიში კურსებისა და რესურსების სრული სპექტრის გასახსნელად.

შექმენით თქვენი ანგარიში

შესვლა

შედით სისტემაში ნებისმიერ დროს, რათა წვრომა გქონდეთ თქვენს პერსონალურ სამუშაო პანელზე.

შესვლა

ონლაინ სწავლა

გაეცანით თქვენს პირად და პროფესიულ მიზნებზე მორგებულ სხვადასხვა კურსს.

კურსების დათვალიერება

პრაქტიკა

გამოიყენეთ თქვენ მიერ შეძენილი ცოდნა სუპერვიზიის პირობებში პრაქტიკით.

დაწყება

შეუერთდით

თუ გსურთ მეტი გაიგოთ WHO-ს დამხმარე ტექნოლოგიაზე მუშაობის პროცესის შესახებ ეწვიეთ WHO დამხმარე ტექნოლოგიის ელ.გვერდს, შემოუერთდით GATE-ის საზოგადოებას და გამოიწერეთ ეს გუნდი LinkedIn- ზე!

დაიწყეთ სწავლა TAP-ზე

დაწყება
Learning on TAP ხატულა