გადასვლა მთავარ კონტენტზე

საქართველოს მენტორთათვის გამოკითხვის ფორმა რეგისტრაციისას

კეთილი იყოს თქვენი მონაწილეობა დამხმარე პროდუქტების ტრენინგ-კურსში (TAP). გთხოვთ, გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას და ტრენინგის დაწყებამდე შეავსოთ ამ ფორმის A და B ნაწილი.

მონაწილის საინფორმაციო ფურცელი

კეთილი იყოს თქვენი მონაწილეობა დამხმარე პროდუქტების ტრენინგზე (TAP). ეს ტრენინგი კენ ვოლკერის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ერთობლივი TAP Georgia პროექტის პირველი ეტაპია. პროექტი მიზნად ისახავს ისეთი დამხმარე პროდუქტების ხელმისაწვდომობის გაზრდას საქართველოში ჯანდაცვის ან სოციალური უზრუნველყოფის მომსახურებით მოსარგებლე ადამიანებისათვის, როგორიცაა სიარულისათვის დამხმარე საშუალებები და ტუალეტის სკამები.

გთხოვთ, ტრენინგის დაწყებამდე, წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული ინფორმაცია და შეავსეთ ნაწილი A (თანხმობა) და ნაწილი B (რეგისტრაციის კითხვარი).

ინფორმაცია TAP-ის შესახებ: TAP არის ონლაინ სასწავლო პროგრამა იმ პერსონალისთვის, ვინც უკვე არის ან გახდება:

  • დაკავებული დამხმარე პროდუქტების საჭიროების მქონე ადამიანების იდენტიფიცირებითა და მათი შესაბამის მომსახურებაში ან პირთან გადამისამართებით დაკავებულნი
  • მარტივი დამხმარე პროდუქტების მიმწოდებელი.

TAP-ზე წვდომა შესაძლებელია კომპიუტერის, პლანშეტის ან სმარტფონის გამოყენებით. TAP-ის მონაწილეებს აქვთ, ასევე მენტორების პირისპირ მხარდაჭერა. თქვენ გაივლით TAP მოდულებს, რათა მოემზადოთ მენტორობისათვის.

თუ გაგიჩნდათ შეკითხვა ახლა ან ტრენინგის გავლისას, ნებისმიერ დროს, შეგიძლიათ:

  • განიხილოთ საკითხი პროექტის კოორდინატორთან
  • დასვათ კითხვები მენტორთან ბრიფინგისას

თქვენი გამოხმაურება მნიშვნელოვანია: ტრენინგის ბოლოს, შესაძლოა, მოგეთხოვოთ 90 წუთამდე ხანგრძლივობის ჯგუფური დისკუსიის (ფოკუს ჯგუფის ) მეშვეობით გამოხმაურების მიცემა . ჯგუფურ დისკუსიაში თქვენი მონაწილეობა ნებაყოფლობითია და განხორციელდება სამუშაო საათებში, თქვენთვის და თქვენი მომსახურების მენეჯერისთვის მოსახერხებელ დროს. 

TAP-ის მონაცემთა შეგროვება: TAP აგროვებს ინფორმაციას კურსების მონაწილეებისა და მენტორების (თქვენი ჩათვლით) შესახებ რეგისტრაციისა (20 წუთამდე) და უკუკავშირის ფორმების (მხოლოდ მონაწილეებისათვის) მეშვეობით. ასევე, გროვდება ქვიზის ქულები და ინფორმაცია, რამდენ და რომელ მოდულებს ასრულებენ მონაწილეები და მენტორები. როდესაც მონაწილეები ან მენტორები უკუკავშირისთვის ერთვებიან სადისკუსიო ჯგუფებში, იქმნება დისკუსიების აუდიოჩანაწერი, რომელიც შემდეგ გარდაიქმნება წერილობით ჩანაწერად, ხოლო აუდიოჩანაწერი იშლება.

ინფორმაცია გამოყენებამდე გარდაიქმნება ანონიმურ მასალად, რაც ნიშნავს, რომ სახელები და პირადი დეტალები იშლება. ამ გზით, მკითხველი ვერ გაიგებს ვისზეა ინფორმაცია. ანონიმური ინფორმაცია გამოიყენება TAP ტრენინგის შესახებ ანგარიშების მოსამზადებლად და კვლევისთვის, რათა დაგვეხმაროს იმის გაგებაში:

  • რამდენად კარგად მუშაობს TAP მონაწილეებისა და მენტორებისათვის და როგორ შეიძლება მისი გაუმჯობესება
  • რა მოსაზრებები აქვთ მონაწილეებსა და მენტორებს დამხმარე პროდუქტების მიწოდებასთან დაკავშირებით
  • სხვა რა ქმედებების განხორციელებაა შესაძლებელი დამხმარე ტექნოლოგიაზე წვდომის გასაუმჯობესებლად.

ანონიმური ინფორმაცია დაცულად ინახება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. მისი გაერთიანება შესაძლებელია TAP-ის სხვა პროექტების მონაცემებთან, ხოლო გაზიარება - პროექტის პარტნიორებთან, დონორებთან, მკვლევრებთან და ფართო დაინტერესებულ საზოგადოებასთან პუბლიკაციებსა და ანგარიშებში.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა TAP-ის მონაცემთა შეგროვებასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ მიმართოთ პროექტის კოორდინატორს ან ელექტრონულ ფოსტას: [email protected] 

საქართველოს მენტორთათვის გამოკითხვის ფორმა რეგისტრაციისას
ნაწილი A: თანხმობა ინფორმაციის გამოყენების შესახებ

გთხოვთ, მონიშნოთ გვაძლევთ თუ არა ნებას, გამოვიყენოთ ამ ტრენინგისას, ზემოთ აღწერილი წესით შეგროვებული ინფორმაცია. ქვემოთ მოცემულ თითოეულ კითხვაზე მონიშნეთ პასუხი „დიახ“ ან „არა“. გაითვალისწინეთ, თქვენი პასუხი კონფიდენციალურია. თუ გადაწყვეტთ, რომ არ მიიღოთ მონაწილეობა კვლევაში, თქვენ როგორც მენტორს, მაინც შეგიძლიათ TAP პროექტში მონაწილეობის გაგრძელება. შეგიძლიათ შეწყვიტოთ კვლევაში მონაწილეობა ნებისმიერ ეტაპზე. ასეთ შემთხვევებში, თქვენი ინფორმაცია არ იქნება გამოყენებული.

1. მე წავიკითხე ზემოთ მოცემული ინფორმაცია და მქონდა შესაძლებლობა დამესვა კითხვები როგორც ტრენინგთან, ასევე TAP-ის ინფორმაციის შეგროვებასთან დაკავშირებით.
2. მე მესმის, რომ ამ ტრენინგის დროს შეგროვებული ანონიმური ინფორმაცია (მათ შორის, ეს გამოკითხვა, ქვიზის შედეგები და ფოკუს ჯგუფები) გამოყენებული იქნება ანგარიშებსა და კვლევებში TAP-ის მასალისა და დამხმარე ტექნოლოგიებზე წვდომის გასაუმჯობესებლად და მე ვიძლევი ამაზე ჩემს თანხმობას.
ნაწილი B: გამოკითხვა რეგისტრაციისას
1. თქვენი ვინაობა
1. თქვენი ვინაობა
სახელი
გვარი
2. თქვენი მომსახურება/ ორგანიზაცია
4. თქვენი ასაკი
5. იყენებთ თუ არა რაიმე დამხმარე პროდუქტს?
6. რა არის თქვენი როლი ან თანამდებობა?
7. რამდენი წლის გამოცდილება გაქვთ თქვენს პროფესიაში?
8. რა არის თქვენი ფორმალური განათლების უმაღლესი დონე?
9. იყენებთ სმარტფონს და გაქვთ მასზე ყოველდღიური წვდომა?
10. იყენებთ პლანშეტს და გაქვთ მასზე წვდომა კვირაში სულ მცირე 2-3-ჯერ?
11. იყენებთ კომპიუტერს კვირაში სულ მცირე 2-3-ჯერ და გაქვთ მასზე წვდომა?
12. გაქვთ ინტერნეტზე ყოველდღიური წვდომა (დაფინანსებული და საიმედო)?
13. გაგივლიათ რაიმე ონლაინ კურსი აქამდე?
14. გაგივლიათ რაიმე ტრენინგი დამხმარე პროდუქტების ან ტექნოლოგიის მომსახურების შესახებ აქამდე?
15. უშუალოდ თქვენ გასცემთ დამხმარე პროდუქტებს მომხმარებლებზე?
თუ კი, რომელი ტიპის პროდუქტებს:
16. ამჟამად ტრენერის ან სუპერვიზორის როლი გაქვთ?
თუ კი, მოიცავს თქვენი როლი სხვების ტრენინგს ან ზედამხედველობას დამხმარე პროდუქტებთან დაკავშირებით?
17.რომელი მოდულის ნაკადს/ებს უწევთ მენტორობას  ამ TAP ტრენინგისთვის?
18. რამდენად ხართ მზად ამ TAP ტრენინგის მონაწილეებისათვის მენტორობის გასაწევად?
19. თქვენი აზრით, პირველადი დონის სამსახურებსა და მათ პერსონალს უნდა ჰქონდეთ რაიმე როლი დამხმარე ტექნოლოგიის სფეროში?
20. თუ კი, თქვენი აზრით, რა უნდა იყოს ეს როლი? (შეგიძლიათ აირჩიოთ ერთზე მეტი პასუხი)

21. პირველადი დონის მომსახურებისა და პერსონალის მიერ დამხმარე ტექნოლოგიის სფეროში წვლილის შესატანად, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ქვემოთ ჩამოთვლილი ფაქტორი:

ინფორმირებულობა: ვისაც ეს სჭირდება და სხვებმაც იციან, რომ მომსახურება გასცემს დამხმარე პროდუქტებს
პოლიტიკა და დაფინანსება: არსებული პოლიტიკა მხარს უჭერს პირველადი ჯანდაცვის მომსახურებებს, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს დამხმარე ტექნოლოგიაში
პოლიტიკა და დაფინანსება: არსებობს დაფინანსების სისტემა და ფინანსები, რაც მხარს უჭერს დამხმარე ტექნოლოგიების სფეროში პირველადი ჯანდაცვის სერვისების წვლილს
პროდუქტები და სხვა რესურსები: მომსახურებას აქვს დამხმარე საშუალებები, რომლებსაც უზრუნველყოფს ხელმისაწვდომ ფასად
პროდუქტები და სხვა რესურსები: სერვისს აქვს ხელსაწყოები, აღჭურვილობა და სივრცე დამხმარე საშუალებათა უზრუნველსაყოფად
უზრუნველყოფის სისტემა: არსებობს და ყველასათვის ნათელია გადამისამართების/მიმართვიანობის/რეფერალის გზები
უზრუნველყოფის სისტემა: არსებობს მომსახურების სისტემები (მაგალითად: შეფასების ფორმები, შესყიდვის პროცედურები)
უზრუნველყოფის სისტემები: მენეჯერები განსაზღვრავენ ამ როლის შესასრულებლად შესაბამის პერსონალს და მხარს უჭერენ მათ ამ საქმეში
პერსონალი: პერსონალი უზრუნველყოფილია მენტორობით/ზედამხედველობით