კეთილი იყოს თქვენი მონაწილეობა დამხმარე პროდუქტების ტრენინგ-კურსში (TAP). გთხოვთ, გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას და ტრენინგის დაწყებამდე შეავსოთ ამ ფორმის A და B ნაწილი.
ნეპალის მოსწავლეთა ჩარიცხვის გამოკითხვა
მონაწილის საინფორმაციო ფურცელი
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დამხმარე პროდუქტების ტრენინგზე (TAP). ეს ტრენინგი ნეპალის ჯანდაცვისა და მოსახლეობის სამინისტროსთან ერთად ნეპალის TAP პროექტის პირველი ნაბიჯია, რომელსაც Mobility India და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ხელმძღვანელობენ . ეს პროექტი მიზნად ისახავს ისეთი დამხმარე პროდუქტების დამზადებას, როგორიცაა სიარულისათვის დამხმარე საშუალებები , საკითხავი სათვალეები და ტუალეტის სკამები ნეპალში ჯანდაცვის ან სოციალური უზრუნველყოფის სერვისებით სარგებლობის მქონე ადამიანებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდა.
გთხოვთ, ტრენინგის დაწყებამდე, წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული ინფორმაცია და შეავსეთ ნაწილი A (თანხმობა) და ნაწილი B (რეგისტრაციის კითხვარი).
ინფორმაცია TAP-ის შესახებ: TAP არის ონლაინ სასწავლო პროგრამა იმ პერსონალისთვის, ვინც უკვე არის ან გახდება:
- დაკავებული დამხმარე პროდუქტების საჭიროების მქონე ადამიანების იდენტიფიცირებითა და მათი შესაბამის მომსახურებაში ან პირთან გადამისამართებით დაკავებულნი
- მარტივი დამხმარე პროდუქტების მიმწოდებელი.
TAP მოდულების გასავლელად თქვენ შეგიძლიათ კომპიუტერის, პლანშეტის ან სმარტფონის გამოყენება. TAP-ის ფარგლებში სწავლისას თქვენ ასევე გექნებათ მენტორების პირისპირ მხარდაჭერა.
თუ გაგიჩნდათ შეკითხვა ახლა ან ტრენინგის გავლისას, ნებისმიერ დროს, შეგიძლიათ:
- განიხილოთ თქვენს მენტორთან ან პროექტის კოორდინატორთან
- განიხილოთ თქვენს კოლეგებთან
- განათავსოთ თქვენი შეკითხვა საკომუნიკაციო ჯგუფში, რომელსაც თქვენი მენტორი შექმნის (გადაამოწმეთ თქვენს მენტორთან)
თქვენი გამოხმაურება მნიშვნელოვანია: ტრენინგის ბოლოს თქვენ გთხოვენ მოკლე (20 წუთიანი) უკუკავშირის ონლაინ კითხვარის შევსებას. ასევე, შეიძლება გთხოვონ უკუკავშირის მიცემა სხვა გზებით, მაგალითად, ჯგუფური დისკუსიის (90 წუთამდე) მეშვეობით. ამ აქტივობებში თქვენი მონაწილეობა ნებაყოფლობითია, ჩატარდება სამუშაო საათებში თქვენთვისა და თქვენი მომსახურების ხელმძღვანელისათვის მოსახერხებელ დროს.
TAP-ის მონაცემთა შეგროვება:TAP აგროვებს ინფორმაციას კურსების მონაწილეების (თქვენი ჩათვლით) შესახებ რეგისტრაციისა (20 წუთამდე) და უკუკავშირის (20 წუთამდე) ფორმების მეშვეობით. ამ უკანასკნელის შევსებას მოგვიანებით გთხოვთ. ასევე, გროვდება ქვიზის ქულები და ინფორმაცია, რამდენ და რომელ მოდულებს ასრულებთ. როდესაც მონაწილეები უკუკავშირისთვის ერთვებიან სადისკუსიო ჯგუფებში, იქმნება დისკუსიების აუდიოჩანაწერი, რომელიც შემდეგ გარდაიქმნება წერილობით ჩანაწერად, ხოლო აუდიოჩანაწერი იშლება.
ინფორმაცია გამოყენებამდე გარდაიქმნება ანონიმურ მასალად, რაც ნიშნავს, რომ სახელები და პირადი დეტალები იშლება. ამ გზით, მკითხველი ვერ გაიგებს ვისზეა ინფორმაცია.
ანონიმური ინფორმაცია გამოიყენება TAP ტრენინგის შესახებ ანგარიშების მოსამზადებლად და კვლევისთვის, რათა დაგვეხმაროს იმის გაგებაში:
- რამდენად კარგად მუშაობს TAP მონაწილეებისთვის და როგორ შეიძლება მისი გაუმჯობესება
- როგორია მონაწილეთა მოსაზრებები დამხმარე პროდუქტებისუზრუნველყოფის შესახებ მათ ახლანდელ ან მომავალ სამუშაო ადგილზე
- სხვა რა ქმედებების განხორციელებაა შესაძლებელი დამხმარე ტექნოლოგიაზე წვდომის გასაუმჯობესებლად.
ანონიმური ინფორმაცია დაცულად ინახება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. მისი გაერთიანება შესაძლებელია TAP-ის სხვა პროექტების მონაცემებთან, ხოლო გაზიარება - პროექტის პარტნიორებთან, დონორებთან, მკვლევრებთან და ფართო დაინტერესებულ საზოგადოებასთან პუბლიკაციებსა და ანგარიშებში.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა TAP-ის მონაცემთა შეგროვებასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ მიმართოთ პროექტის კოორდინატორს ან ელექტრონულ ფოსტას: [email protected]