დამხმარე საშუალების შემოწმება და დარეგულირება
ამ თემის ფარგლებში თქვენ მიიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოახდინოთ დამხმარე საშუალების შემოწმება და მისი სიმაღლის დარეგულირება კონკრეტულ პირზე მორგების მიზნით.
დამხმარე საშუალების შემოწმება
მოცემული პირის მიერ გამოსაყენებლად უნიტაზის ან შხაპის სკამის დაყენებამდე შეამოწმეთ, მუშა მდგომარეობაშია თუ არა დამხმარე საშუალება. თუ იგი ბორბლებითაა აღჭურვილი, დარწმუნდით, რომ ეს უკანასკნელნი სათანადოდ ფუნქციონირებს.
მაქსიმალური წონა
შეამოწმეთ, შესაფერისია თუ არა მითითებული დასაშვები წონა მოცემული პირისთვის. თითოეული უნიტაზის ან შხაპის სკამისთვის განსაზღვრულია მაქსიმალური დასაშვები წონა, რომელსაც სკამი უსაფრთხოდ უძლებს.
ჩვეულებრივ, დასაშვები წონა სკამზე ან მის ყუთზეა მითითებული.
დარწმუნდით, რომ დასაშვები წონა პირის წონის ტოლია ან აღემატება მას.
დარეგულირება
უნიტაზისა და შხაპის სკამების უმეტესობას სიმაღლის მიხედვით რეგულირებადი ფეხები გააჩნია. მნიშვნელოვანია მათი დარეგულირება ადამიანისთვის შესაფერის სიმაღლეზე.
სათანადო სიმაღლე დამოკიდებულია შემდეგზე:
- სად მოხდება სკამის გამოყენება
- როგორ მოხდება პირის გადასვლა / გადმოსვლა (გადაყვანა) უნიტაზზე.
თუ უნიტაზის სკამის გამოყენება დასაჯდომ უნიტაზზე უნდა მოხდეს, მისი სიმაღლე საკმარისი უნდა იყოს უნიტაზის თასისებურ ნაწილზე მოსარგებად.
თუ ადამიანი უნიტაზის სკამზე მჯდომარე პოზიციიდან გადადის, სკამისა და იმ ზედაპირის სიმაღლე, საიდანაც გადასვლა ხდება, დაახლოებით თანაბარი უნდა იყოს.
გახსოვთ პიტერი?
პიტერი მჯდომარე პოზიციიდან გადადის. მისთვის აუცილებელია, რომ შხაპის სკამისა და ეტლის სიმაღლე ერთნაირი იყოს.
თუ პირს სკამიდან ადგომა / სკამზე დაჯდომა სჭირდება, დაარეგულირეთ სიმაღლე მისთვის მოსახერხებელ ნიშნულზე.
გახსოვთ კალი?
კალი იყენებს უნიტაზის სკამს, რომელიც უნიტაზზეა განთავსებული.
სიმაღლე ისეა მორგებული, რომ ის უნიტაზს არ ეხება და კალის უნიტაზის სკამზე დასაჯდომად ზედმეტად დაწევა არ სჭირდება
სკამის სიმაღლის მოსარგებად, თითოეული ფეხი ღილაკის ან ხრახნიანი მექანიზმის გამოყენებით დაარეგულირეთ. თითოეული ფეხი თანაბრად მოარგეთ ისე, რომ სკამი იატაკზე სწორად იდგეს. ის შეხებისას არ უნდა ქანაობდეს.
დამხმარე საშუალებიდან გამომდინარე, შეიძლება დარეგულირდეს სხვა პარამეტრებიც, როგორიცაა მაგალითად ეტლის საფეხურის სიმაღლე.
აქტივობა
შეამოწმეთ დასაშვები წონა და პრაქტიკულად ივარჯიშეთ თქვენს ხელთ არსებული უნიტაზისა და შხაპის სკამების სიმაღლის კორექტირებაში.