როგორ მოვიქცეთ, თუ ადამიანებს თავის მოვლასთან დაკავშირებული სირთულეები აქვთ?
თავის მოვლის მართვაში ადამიანების დახმარებას შეუძლია მკვეთრად შეცვალოს ადამიანის ცხოვრების ხარისხი. მაგალითად, ადამიანებს შეუძლიათ:
- ნაკლები დრო დახარჯონ თავის მოვლაზე
- იყვნენ უფრო დამოუკიდებლები
- მონაწილეობა მიიღონ სასკოლო, სამსახურეობრივ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ყოველთვის გახსოვდეთ, რომ უნდა ესაუბროთ ადამიანებს იმის შესახებ, თუ როგორ მართავენ თავის მოვლის პროცესს. ერთად შესაძლებელია მიაგნოთ პრობლემების გადაჭრის გზებს, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ადამიანის ცხოვრება!
თავის მოვლასთან დაკავშირებული სირთულეების მქონე პირმა შესაძლებელია სარგებელი მიიღოს ამ მოდულში წარმოდგენილი ზოგიერთი დამხმარე საშუალებისგან.
გახსოვდეთ, რომ დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფისთვის, ყოველთვის უნდა მიჰყვეთ ოთხ ეტაპს (არჩევა, მორგება, გამოყენება, შემდგომი დაკვირვება).
დამატებითი ინფორმაცია ზოგიერთი თავის მოვლის დამხმარე საშუალების შესახებ და თუ როგორ უნდა განახორციელოთ ოთხი ეტაპი, მოცემულია TAP მოდულებში დამხმარე საშუალებების შესახებ.
სხვა დამხმარე საშუალებებისთვის კი, მოიძიეთ არის თუ არა სერვისი თქვენს რეგიონში, სადაც შეგიძლიათ გადაამისამართოთ ადამიანი.
ადამიანისთვის თავის მოვლის გაიოლების გზაზე დამხმარე საშუალებები შესაძლებელია მხოლოდ გადაწყვეტის ნაწილს წარმოადგენდეს.
კითხვა
ქვემოთ მონიშნეთ თითოეული მეთოდი, რომლითაც შესაძლებელია საკუთარი თავის მოვლის გაიოლება.
შესაძლებელია ზემოაღნიშნული სამივე გზა გახდეს საჭირო ადამიანისთვის თავის მოვლის გასაიოლებლად
თქვენი როლიდან და თქვენ მიერ მიწოდებული სერვისიდან გამომდინარე, შეიძლება დაეხმაროთ ადამიანებს გარემოს ადაპტირებაში ან შეუცვალოთ თავის მოვლის მეთოდი.
ასევე შეგიძლიათ გადაამისამართოთ ადამიანები სხვა სერვისის მისაღებად, როგორიცაა, მაგალითად, სარეაბილიტაციო სერვისი.
დისკუსია
რა რესურსები ან სერვისები არსებობს თქვენს რეგიონში, რომელსაც შეუძლია:
- თავის მოვლის იმ დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა, რომელსაც არ მოიცავს TAP (მაგალითად, ნაწოლების საწინააღმდეგო ბალიშები და მატრასები, ადაპტირებული დანა-ჩანგალი)?
- ადამიანების დახმარება თავიანთი სახლის გარემოს ადაპტირებაში (მაგალითად, პანდუსის განთავსება, სახელურების დამატება, წყლისა და დაბანვის სივრცეებზე მისადგომობის გაზრდა)?
- ადამიანების დახმარება თავის მოვლის სხვადასხვა მეთოდის ათვისებაში?
თქვენ უკვე დაასრულეთ მესამე გაკვეთილი!
თუ გაქვთ შეკითხვები ან კომენტარი, გამოაქვეყნეთ ისინი სადისკუსიო ფორუმზე .