TAP-ის დამხმარე საშუალებების შესახებ. მოდულები თავის მოვლის დამხმარე ზოგიერთ საშუალებას არ მოიცავს. ეს იმიტომ, რომ მათი უზრუნველყოფისთვის მეტი სწავლებაა საჭირო.
განაგრძეთ კითხვა, რომ გაეცნოთ ამ ტიპის თავის მოვლის დამხმარე საშუალებების ერთ მაგალითს.
თავის მოვლის დამხმარე საშუალებები ნაწოლების თავიდან ასაცილებლად
ნაწოლი არის კანის მთლიანობის დარღვევა, რომელიც გამოწვეულია ზეწოლით. ის ძირითადად აღინიშნება ძვლიან უბანზე და გავრცელებული პრობლემაა მათთან, ვისაც შეგრძნებასთან (მგრძნობელობასთან) ან გადაადგილებასა და პოზიციის შეცვლასთან დაკავშირებული პრობლემები აღენიშნება.
ნაწოლები გავრცელებული პრობლემაა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ დაქვეითებული მგრძნობელობა ან შეზღუდული მოძრაობა და რომლებიც სარგებლობენ სავარძელ - ეტლით ან დიდ დროს ატარებენ წოლით მდგომარეობაში.
ნაწოლების თავიდან ასაცილებლად შესაძლებელია თავის მოვლის სხვადასხვა დამხმარე საშუალების გამოყენება.
პირები, რომლებიც იყენებენ სავარძელ - ეტლს და იმყოფებიან ნაწოლების განვითარების რისკის ქვეშ, ეტლში ყოველთვის უნდა გამოიყენონ მათთვის გამოწერილი ზეწოლის შემამსუბუქებელი ბალიში.
ადამიანებმა, რომელთაც აქვთ ნაწოლების განვითარების რისკი, ასევე საწოლში უნდა გამოიყენონ მათთვის გამოწერილი ზეწოლის შემამსუბუქებელი მატრასი.
ნაწოლები, რომელიც არ ხორცდება, ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია ადრეული მართვა ნაწოლების პროგრესირების თავიდან ასაცილებლად.
ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც აქვს ნაწოლები, სამედიცინო თვალსაზრისით საყურადღებოა.
ნაწოლების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ TAP-ის მობილობაში დამხმარე საშუალებების მოდული.
თქვენ დაასრულეთ მეორე გაკვეთილი!
შეკითხვების ან კომენტარის არსებობის შემთხვევაში, განათავსეთ ისინი სადისკუსიო ფორუმზე .