უნიტაზის ან შხაპის სკამის დასუფთავება და მოვლა
საჭიროების შემთხვევაში ასწავლეთ ადამიანს და მის მომვლელს ან ოჯახს უნიტაზის ან შხაპის სკამის მოვლა, რაც სკამის სამუშაო მდგომარეობაში მაქსიმალურად დიდხანს შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.
როგორ უნდა მოხდეს უნიტაზის ან შხაპის სკამის გაწმენდა:
- უნიტაზის სკამის მოსახსნელი კონტეინერი ყოველი გამოყენების შემდეგ უნდა დაიცალოს და საპნით გაირეცხოს.
- შხაპის და უნიტაზის სკამები რეგულარულად უნდა გაიწმინდოს რბილი საწმენდი საშუალებებით. აუცილებელია ეტაპობრივად მოქმედება. მოსახსნელი ნაწილები გასაწმენდად უნდა მოიხსნას, შემდეგ კი თავიდან დამაგრდეს. არ გამოგრჩეთ ქვედა მხარე, განსაკუთრებით დასაჯდომი.
- სკამი მშრალ ადგილას უნდა ინახებოდეს.
არასოდეს დატოვოთ უნიტაზის ან შხაპის სკამი გარეთ წვიმაში!
გაწმენდის გარდა, მნიშვნელოვანია უნიტაზის ან შხაპის სკამის რეგულარულად შემოწმება შემდეგი ნიშნების არსებობაზე:
- ჟანგი
- ჩარჩოს ბზარები
- მოშვებული ხრახნები
- მოშვებული მუხრუჭები
- დასაჯდომზე არსებული ბზარები ან განახევები
- მოსახსნელი კონტეინერის ბზარები.
გაეცანით დამატებით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ შემდგომი დაკვირვების დროს ამ ნიშნების გამოვლენისას.
თქვენ დაასრულეთ გაკვეთილი 4!
თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან კომენტარი, გამოაქვეყნეთ სადისკუსიო ფორუმზე.