გადასვლა მთავარ კონტენტზე
გადაადგილება

შესავალი

გაკვეთილი: 1 -ის 4
თემა: 1 -ის 3
0% დასრულებული

ბაზრობასთან ახლოს არის ავტობუსი გაჩერებული. მამაკაცი უღებს კარს ორ ქალს, რომელთაგან ერთი იყენებს ა ხელჯოხი .

მობილობა არის თავისუფლად და მარტივად გადაადგილების უნარი.

ეს გულისხმობს მწოლიარე ან მჯდომარე პოზიციიდან ადგომა-დაჯდომას, ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლას, სიარულს, სირბილს და სიმაღლეზე ასვლას.

მობილობის დამხმარე საშუალებებს იყენებენ ყველა ასაკის ადამიანები, რომლებსაც აქვთ სირთულეები გადადგილებისას.

Მათ შეუძლიათ:

  • მხარდაჭერის უზრუნველყოფა ადგომაში, გადაადგილდებაში, დგომაში, სიარულსა და სირბილში
  • გადაადგილების გარკვეული სხვა საშუალებით უზრუნველყოფა იმ პირის, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად სიარული

ინვალიდის ეტლში მჯდომი ქალბატონი თავს იკავებს და მამაკაცი მის გვერდით მიუყვება ბილიკს რამდენიმე ხეზე.

  • დახმარების გაწევა ჯანმრთელობის ისეთი პრობლემების მართვაში ან პრევენციაში, როგორიცაა: ნაწოლები, ტერფის ჭრილობები, დაცემით მიღებული დაზიანებები, სახსრების გამკვრივება, ტკივილი, სუნთქვისა და საჭმლის მონელების გაძნელება.

უყურეთ ამ მოკლე ვიდეოს, სადაც მარტინი სოლომონის კუნძულებიდან განმარტავს, თუ როგორ დაეხმარა კარგად მორგებული ინვალიდის ეტლი და სწორი ბალიში ნაწოლების მოშუშებაში.

დაფიქრდით

იცნობთ ვინმეს, ვინც იყენებს გადაადგილებისათვის ერთ ან მეტ დამხმარე საშუალებას?

თუ კი, რა დამხმარე საშუალებას იყენებენ? რა მხრივ ეხმარება მათ? დაფიქრდით, ეხმარება თუ არა ის პირს:

  • დაჯდომაში, გადასვლაში, ადგომაში, სიარულში ან/და მყარად დგომაში
  • სხვა ფორმით გადაადგილებაში
  • ჯანმრთელობის პრობლემების მართვაში ან პრევენციაში 

ხელმისაწვდომი გარემოს შექმნა ადამიანებს ეხმარება მაქსიმალური მობილობის მიღებაში.

გარემოს ფიზიკურად მეტად ხელმისაწვდომად ქცევის ზოგიერთი მნიშვნელოვანი ფორმა იმ პირებისთვის, ვინც მობილურ საშუალებებს იყენებს:

  • პანდუსებისა და სახელურების დამონტაჟება, სადაც საჭიროა
  • საკმარისად ფართო კარების დაყენება
  • ბილიკებისა და გარე სივრცეების გასწორება
  • დაბრკოლებების მოხსნა
  • სივრცის შექმნა პირებისა და მათი დამხმარე საშუალებების გადაადგილებისათვის.

კალი ზის სკამზე, გარშემორტყმული სკამებში მჯდომი სხვა ადამიანების ბრბოთ. მისი სასეირნო ჩარჩო ინახება მის გვერდით.

გაიცანით კალი

კალი სათემი დარბაზში შეხვედრას დაესწრო. ის ეტლით მივიდა, ხოლო დარბაზში გადასაადგილებლად ჩარჩო მიიტანა.

დარბაზის წინ, კართან მდებარე პანდუსმა გაადვილა კალის ეტლით დარბაზში შესვლა.

დარბაზში საკმარისი ადგილი იყო, რომ კალი მისი ჩარჩოთი გადაადგილებულიყო.

სველი წერტილზე წვდომა გამარტივებული იყო. ფართო კარი და საკმრისი სივრცე კალის მისი ჩარჩოთი გადაადგილებას უადვილებდა. სველი წერტილის სივრცე აღჭურვილი იყო სახელურებით, რაც კალის შესვლას და გამოსვლას უადგილებდა.

კალიმ შეხვედრაზე დასწრებით ისიამოვნა. იგი თავს მიღებულად გრძნობდა და სრულფასოვნად მონაწილეობდა შეხვედრაში საზოგადოების სხვა წევრებთან ერთად.

ხელმისაწვდომ გარემოზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ბმულები შეგიძლიათ მოიძოთ ამ მოდულის ბოლოს განყოფილებაში „რესურსები“.