ქვემოთ განმარტებულია ამ მოდულში გამოყენებული ზოგიერთი საკვანძო სიტყვა. თქვენ შეგიძლიათ ამობეჭდოთ ისინი სწრაფად გასახსენებლად:
შემწოვი ქსოვილი - ქსოვილი, რომელსაც შეუძლია შეიწოვოს და შეაკავოს სითხე მარტივად.
ყაბზობა – ნაწლავის არარეგულარულად დაცლას ან ჭინთვას მაგარი კონსისტენციის, მშრალ განავალზე გასვლით ყაბზობა ეწოდება.
შარდის ან/და განავლის გამონაჟონის შეკავება – შარდის ან განავლის ტანსაცმელზე ან უფრო შორს (მაგალითად, საწოლზე ან სკამზე) გაჟონვის პრევენცია, როდესაც ადამიანს აღენიშნება შეუკავებლობა.
შეკავების უნარი - შარდის ბუშტის ან ნაწლავის დაცლის ნებითი კონტროლის უნარი სოციალურად მისაღებ ადგილას. შესაძლებელია აღიწეროს, როგორც ტუალეტით წარმატებით სარგებლობა.
შეკავების უნარის მართვა - შეუკავებლობის მქონე ადამიანის ტუალეტში სიარულის დაგეგმილი პროცესი, რომელიც არის უსაფრთო, ეფექტური და საკუთარი ღირსების შეგრძნებაზე ორიენტირებული.
დიარეა - თხიერ განავალზე ხშირი გასვლა.
შეუკავებლობა - როდესაც ადამიანს უჭირს ან არ შეუძლია შარდის ბუშტის (შარდის შეუკავებლობა) ან ნაწლავის (განავლის შეუკავებლობა) დაცლის ნებითი კონტროლი.
მენოპაუზა - ქალის ცხოვრების პერიოდი (როგორც წესი, 45-დან 50 წლამდე შუალედში), როდესაც სისხლდენა, როგორც თვიური ციკლის შემადგენელი ნაწილი, წყდება.
ნერვები - ნერვები წარმოადგენს იმ სისტემის ნაწილს, რომელიც პასუხისმგებელია სხეულის სხვადასხვა ნაწილებს შორის ინფორმაციის გაგზავნასა და მიღებაზე.
ნაწოლი - ნაწოლი წარმოადგენს კანის მთლიანობის დარღვევას. ის ძირითადად აღინიშნება ძვლიან უბანზე და გავრცელებული პრობლემაა შეგრძნებასთან (მგრძნობელობასთან) ან გადაადგილებასა და პოზიციის შეცვლასთან დაკავშირებული პრობლემების დროს.
პროსტატის ჯირჯვალი - მამაკაცებში პროსტატის ჯირკვალი მდებარეობს უშუალოდ შარდის ბუშტის ქვეშ. ის გარს არტყავს შარდსადენს და მამაკაცის ასაკის მატებასთან ერთად იზრდება ზომაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შეუკავებლობა.
გამონაყარი - რეაქცია კანის გამღიზიანებელზე, რომელიც ვლინდება მუქი (მუქი ფერის კანზე) ან წითელი (ღია ფერის კანზე) ლაქების ან ამობურცულობების სახით.
Self care - თავის მოვლა გულისხმობს საკუთარ თავზე ზრუნვას. თავის მოვლის აქტივობები მოიცავს ისეთ აქტივობებს, რომელთაც ადამიანი ახორციელებს ყოველდღე, საკუთარი ძირითადი პირადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად: მაგალითად, დაბანა, ტუალეტით სარგებლობა, ჩაცმა, საკვებისა და სასმელის მიღება.
ერთჯერადი- შექმნილი იმისთვის, რომ გადაიყაროს ერთი გამოყენების შემდეგ.
განავალი - ტერმინი, რომელიც გამოიყენება ნაწლავში დაგროვილი მონელების ნარჩენების აღსაწერად. გავრცელებული სახელწოდებებია poo, poop, caca.
შარდსადენი- შარდსადენი წარმოადგენს ჩვენი საშარდე სისტემის ნაწილს. შარდი შარდის ბუშტიდან გარეთ გამოიყოფა შარდსადენის გავლით.
შარდი - ტერმინი, რომელიც აღწერს შარდის ბუშტში დაგროვილ სითხეს. გავრცელებულ სახელწოდებებს შორისაა: pee, wee, piss.
საშარდე სისტემა - ტერმინი, რომელიც აღწერს სხეულის სხვადასხვა ნაწილს, რომლებიც ერთად მუშაობენ იმისთვის, რომ გაფილტრონ და შარდის სახით გამოდევნონ ცხოველქმედების პროდუქტები და ჭარბი წყალი ჩვენი სისხლიდან.

If you find other words that you are not familiar with, ask a colleague, your supervisor, or post a question.