Skip to main content
თავის მოვლა

თავის მოვლის დამხმარე საშუალებები, რომლებსაც მოიცავს TAP

Lesson: 2 of 4
Topic: 1 of 2
0% Complete

TAP მოდულები მოიცავს ზოგიერთ ყველაზე ხშირად გამოყენებად თავის მოვლის დამხმარე საშუალებებს, მათ შორისაა:

  • შხაპის სკამები
  • ტუალეტის სკამები
  • სითხის შემწოვი საშუალებები
  • კათეტერები
  • ჩაცმა-გახდაში დამხმარე საშუალებები
  • საკვებისა და სასმელის მიღებაში დამხმარე საშუალებები.

განაგრძეთ კითხვა ამ საშუალებების შესახებ მოკლე გაცნობითი ინფორმაციისთვის.

შხაპის სკამები

შხაპის სკამები თავსდება საშხაპეში ან დასაბან ადგილას, რათა ადამიანი დაჯდეს დაბანისას.

პლასტიკის სკამი სამკლავურებით, საზურგეებითა და რეზინის ძირებიანი ლითონის ფეხებით.

წყლისადმი მდგრადი სკამი, აღჭურვილი სამკლავურებით და ლითონის ფეხებით, რომელთაგან თითოეულზე რეზინის ძირებია მიმაგრებული.

შხაპის სკამები გამოსადეგია მათთვის, ვისაც ბანაობისას არ შეუძლია უსაფრთხოდ დგომა ან/და წონასწორობის შენარჩუნება.

პიტერი ეტლიდან შხაპის სკამზე გადადის. მისი ეტლი შხაპის სკამთან ახლოს დგას. ერთი ხელი ეტლის სამკლავურზე უდევს, მეორე კი შხაპის სკამზე.

გახსოვთ პიტერი?

მას ზურგის ტვინის დაზიანება აქვს და პარალიზებულია წელს ქვემოთ. გადაადგილებისთვის სავარძელ - ეტლს იყენებს. პიტერს სააბაზანოში შხაპის სკამი აქვს. ის სააბაზანოში ეტლით შედის და შხაპის სკამზე გადადის. შემდეგ კი მოარიდებს სავარძელ - ეტლს წყალს და იღებს შხაპს.

წყალგაუმტარი სკამი დიდი უკანა ბორბლებითა და უფრო პატარა წინა ბორბლებით, სატერფულებითა და სამკლავურებით.

შხაპის გორგოლაჭებიანი სკამები გამოსადეგია მათთვის, ვისაც ბანაობისას ესაჭიროება ჯდომა და, ასევე, უჭირს საშხაპემდე ან დასაბან ადგილამდე მისვლა ან იქიდან წამოსვლა.

რონინი ეტლში ზის და მოტეხილი ფეხი წინ, ფეხის საყრდენზე აქვს დადებული. ის ეტლით მიჰყავს ასაკოვან მამაკაცს.

გახსოვთ რონინი?

სანამ ავარიის შედეგად მოტეხილი ფეხი და ხელი შეუხორცდება, შხაპის გორგოლაჭებიან სკამს იყენებს. სკამი საწოლის გვერდით თავსდება და მასზე გადასვლაში მშობლები ეხმარებიან. შემდეგ კი სკამით შეაგორებენ შხაპის მისაღებ ადგილას, სადაც ეხმარებიან შხაპის მიღებაში.

შხაპის სკამების და მათით უზრუნველყოფის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გაიარეთ TAP-ის შხაპისა და ტუალეტის სკამების მოდული.

ტუალეტის სკამები

ტუალეტის სკამებს ამოჭრილი სავარძელი, სახელურები და მოხსნადი რეზერვუარი, ზოგიერთს კი საზურგეც აქვს.

მათი გამოყენება შესაძლებელია ან:

  • უნიტაზის ზემოდან (მოხსნადი რეზერვუარის გარეშე) ან ტუალეტისგან განცალკევებით
  • ნებისმიერ იზოლირებულ ადგილას (მოხსნადი კონტეინერით).

ტუალეტის სკამები, ჩვეულებრივ, უნიტაზთან შედარებით, გთავაზობთ უფრო მეტ საყრდენს დაჯდომის, ჯდომისა და ადგომისთვის.

ტუალეტის ზოგიერთი სკამი ბორბლებით არის აღჭურვილი.

მეტალის ჩარჩო უნიტაზის დასაჯდომით, სახურავითა და ფიქსირებული სამკლავურებით. უნიტაზის დასაჯდომის ქვეშ მოხსნადი კონტეინერია. ჩარჩოს ფეხებს ბოლოში რეზინის ძირები აქვს.

დარბილებული სკამი ამოჭრილი დასაჯდომითა და ქვეშ დამაგრებული მოხსნადი კონტეინერით, აკეცვადი სამკლავურებითა და ოთხი პატარა მუხრუჭიანი ბორბლით ფეხებზე.

ტუალეტის სკამები შესაძლებელია გამოსადეგი იყოს მათთვის, ვისაც:

  • უჭირთ ტუალეტამდე მისვლა და დაბრუნება ან/და
  • უჭირთ უნიტაზზე დაჯდომა-ადგომა
  • ესაჭიროებათ დახმარება ტუალეტის უნარ-ჩვევების დასწავლის ან ხელახლა დაუფლების დროს (უნიტაზის გამოყენების ტრენინგი) კომფორტულად დასაჯდომად.

ქალს მარჯვენა ხელში უჭირავს ხელჯოხი                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                               მარცხენა მხარი კი საკუთარი სხეულისკენ აქვს შებრუნებული.

გახსოვთ აიდა?

ინსულტის გადატანის შემდეგ აიდამ შენიშნა, რომ გაუძნელდა ტუალეტამდე მისვლა და უნიტაზზე დაჯდომა-ადგომა.

ახლა ის მოხსნადი რეზერვუარის მქონე ტუალეტის სკამს იყენებს.

დღის განმავლობაში რეზერვუარს ხსნიან და სკამს ათავსებენ უნიტაზის ზემოდან.

უნიტაზის სკამი, კონტეინერის გარეშე, მოთავსებულია დასადგამ უნიტაზზე. უნიტაზის სკამის დასაჯდომი უფრო მაღლა დგას, სამკლავურებზე კი შესაძლებელია ხელის ჩაჭიდება.

ასე აიდასთვის უნიტაზზე დაჯდომა-ადგომა უფრო იოლი ხდება, რადგან ტუალეტის სკამი უფრო მაღლა დგას და აქვს სახელურები, რომელზეც შესაძლებელია დაყრდნობა. ტუალეტამდე მისვლასა და უკან დაბრუნებაში ქალიშვილი ეხმარება.

ღამით ტუალეტის სკამი რეზერვუარით აიდას საწოლის გვერდით დგას .

საწოლის გვერდით მდგომი უნიტაზის სკამის მონიშვნები გვიჩვენებს, რომ საწოლისმხრივი სამკლავური დაშვებულია, კონტეინერი კი ადგილზეა.

მას თავისით, ქალიშვილის გაღვიძების გარეშე, შეუძლია ტუალეტის სკამზე გადასვლა. კონტეინერს დილით ცლიან.

ტუალეტის სკამებისა და მათი უზრუნველყოფის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაიარეთ TAP მოდული შხაპისა და ტუალეტის სკამების შესახებ.

სითხის შემწოვი საშუალებები

TAP მოიცავს ისეთ შემწოვ პროდუქტებს, რომლებსაც ადამიანი ატარებს. ისინი:

  • სხვადასხვა ფორმისა და ზომისაა
  • შესაძლებელია გამოყენება ბიჭების, გოგონების, მამაკაცებისა და ქალების მიერ
  • მოიცავს პროდუქტებს, რომლებიც მოსახერხებელია მსუბუქი, საშუალო სიმძიმის ან მძიმე გაჟონვის შემთხვევაში და
  • შესაძლებელია გაირეცხოს და ხელახლა მოხდეს მათი გამოყენება ან ერთჯერადად მოხდეს გამოყენება. შემდგომი გადაყრით (ერთჯერადი გამოყენების).

შემწოვი საფენი, რომლის ფორმაც ერგება საცვალს შიგნიდან.

ადამიანი, რომელსაც აცვია ტრუსი-საფენი.

შემწოვი პროდუქტები შესაძლებელია გამოსადეგი იყოს მათთვის, ვისაც აღენიშნება შეუკავებლობა. ის აგროვებს შარდის ან/და განავლის გამონაჟონს და ეხმარება ადამიანს კანისა და ტანსაცმლის დაცვაში, რაც საშუალებას აძლევს მას გააგრძელოს ყოველდღიური ცხოვრება.

ქალი დგას დაფასთან და უჭირავს ცარცი. დაფაზე სამი არითმეტიკული მოქმედებაა. იქვე, მაგიდასთან 4 ბავშვი ზის და წერს. მაგიდის მიმდებარედ დგას შებრუნებული მოძრავი საყრდენი.

გახსოვთ ელაიშა?

ელაიშას ცერებრული დამბლა აქვს და უჭირს საკუთარი მოძრაობების კოორდინაცია და კონტროლი. ის, როგორც წესი, გრძნობს, თუ როდის სჭირდება ტუალეტში წასვლა და დედა ეხმარება მას ტუალეტამდე მისვლასა და სარგებლობაში.

თუმცა, ზოგჯერ ის ვერ აკონტროლებს შარდის ბუშტსა და ნაწლავებს. როდესაც ელაიშა სკოლაშია, საფენებს ატარებს, რომელთა გაკეთება და მოხსნა მარტივია. ეს ხელს უწყობს შარდის ან განავლის ყველანაირი გაჟონვის მართვაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის შემწოვ პროდუქტებსა და მათ უზრუნველყოფაზე, გაიარეთ TAP მოდული შემწოვი პროდუქტების შესახებ.

კათეტერები

კათეტერი დრეკადი მილია, რომელსაც შარდი გამოაქვს შარდის ბუშტიდან.

კათეტერები შესაძლებელია გამოსადეგი იყოს მათთვის, ვისაც უჭირს შარდის ბუშტის დაცლა.

არსებობს კათეტერის ორი ძირითადი ტიპი:

  • ხანგამოშვებითი (ასევე უწოდებენ ნელატონის კათეტერებს)
  • ხანგრძლივი გამოყენების (ასევე უწოდებენ ფოლეის კათეტერებს)

ხანგამოშვებითი (ნელატონის) კათეტერები

ნელატონის კათეტერები შეჰყავთ შარდის ბუშტში შარდის გამოსადევნად, შემდეგ კი იღებენ მას.

ის კეთდება მთელი დღის მანძილზე, მაშინ, როდესაც ადამიანს ესაჭიროება შარდის ბუშტის დაცლა.

ჩვეულებრივი გრძელი მილი, რომელსაც ღიობი აქვს ორივე ბოლოში.

პიტერი ზის ეტლში და ხელები საბიძგებელ რგოლებზე უწყვია.

შარდის ბუშტის დასაცლელად პიტერი ხანგამოშვებით კათეტერს იყენებს. ყოველდღიურად ჩვეულ დროს, პიტერი კათეტერს იყენებს შარდის ბუშტიდან შარდის უნიტაზში ჩასაცლელად.

ხანგრძლივი გამოყენების (ფოლეის) კათეტერები

შეჰყავთ შარდის ბუშტში და ტოვებენ თორმეტ კვირამდე. კათეტერს შარდი გამოაქვს შარდმიმღებ ჩანთაში, რომელსაც ცლიან რეგულარულად.

ხანგრძლივი გამოყენების კათეტერები, ასევე, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებსაც აქვთ შარდის შეუკავებლობა, თუ შარდის შემაკავებელი სხვა დამხმარე საშუალებები არ არის მოსახერხებელი.

გრძელი მილი პატარა „ბუშტით“ ერთ ბოლოში და ორი ღიობით მეორე ბოლოში.

ფოლეის კათეტერი მიმაგრებულია შარდმიმღებ ჩანთაზე, რომელსაც პატარა ონკანი აქვს ბოლოში.

მარია, თავსაბურავიანი ქალი, ზის ეტლში. ახალგაზრდა ქალი, ასევე თავსაბურავით, უბიძგებს მას.

გაიცანით მარია

მარიას გაფანტული სკლეროზი აქვს, მდგომარეობა, რომელიც აზიანებს თავისა და ზურგის ტვინის ნერვებს. ის გადასაადგილებლად იყენებს სავარძელ - ეტლს და ხელებს შეზღუდულად იყენებს. მარიას მომვლელი ჰყავს, რომელიც მას თავის მოვლაში ეხმარება.

მარიას შარდის ბუშტის დასაცლელად კათეტერი ესაჭიროება და გადაწყვეტილი აქვს ხანგრძლივი გამოყენების კათეტერის მოხმარება.

გარეგანი კათეტერი (ურიდომი)

გარეგანი კათეტერი არის კიდევ ერთი ვარიანტი (შემწოვი პროდუქტების), რომელიც მამაკაცებს შეუძლიათ გამოიყენონ შარდის გაჟონვის შესაკავებლად. მისი მიმაგრება ხდება პენისზე, რომლის ბოლო დაკავშირებულია მოკლე, დრეკად მილთან. მილს მეორე ბოლოში კი ემაგრება შარდმიმღები ჩანთა.

კონდომის ფორმის რეზინის შალითა წებოვანი ნაწილით, რომელიც აკავებს მას ადგილზე.

მოკლე მილი, რომელიც შედის თხელ ჩანთაში, თასმებით ემაგრება პირის ფეხს და ონკანისმაგვარი ღიობი აქვს ბოლოში.

დამატებითი ინფორმაციისთვის სხვადასხვა ტიპის კათეტერებზე და მათით უზრუნველყოფაზე, გაიარეთ TAP მოდული კათეტერების შესახებ.

თავის მოვლის დამხმარე საშუალებები, რომლებიც ჩაცმა-გახდაში გვეხმარება

დამხმარე ჯოხი ჩაცმა-გახდისას

ჩაცმა-გახდისას დამხმარე ჯოხს ერთ ბოლოზე აქვს "c" ფორმის, ხოლო მეორეზე "s" ფორმის კაუჭი.

გამოიყენება ტანსაცმლის ჩაცმის ან გახდის ხელშესაწყობად.

გრძელი ჯოხი ერთ ბოლოში "s" ფორმის კაუჭით, ხოლო მეორეზე "c" ფორმის კაუჭით.

ქალი მარჯვენა ხელით იყენებს ჩაცმა-გახდისას დამხმარე ჯოხს მარცხენა მხარზე ჯემპრის შემოსაცმელად.

ჩაცმა-გახდისას დამხმარე ჯოხები შესაძლებელია გამოსადეგი იყოს მათთვის, ვისაც არ შეუძლია წინ ადვილად დახრა, ან შეზღუდული აქვს მოძრაობა ერთ ან ორივე ხელში.

ფეხსაცმლის გრძელტარიანი მაშველი

ეს არის ფეხსაცმლის მაშველი არასტანდარტულად გრძელი ტარით, რომელიც ეხმარება ადამიანს ფეხსაცმელში ფეხის ჩადგმაში.

გრძელი გლუვი პლასტიკი ცალ ბოლოში სახელურით.

ადამიანი იყენებს ფეხსაცმლის გრძელტარიან მაშველს ქუსლის ფეხსაცმელში ჩასასრიალებლად.

შესაძლებელია გამოსადეგი იყოს მათთვის, ვისაც არ შეუძლია წინ ადვილად დახრა ან მათთვის, ვისაც შეზღუდული აქვს ხელის ან ფეხის მოძრაობა.

წინდის ჩასაცმელი დამხმარე საშუალება

წინდის ჩასაცმელი დამხმარე საშუალება არის დრეკადი პლასტმასის ნაჭერი, ბოლოებზე დამაგრებული ორი ზონრით. წინდა ან გეტრი ეცმევა პლასტიკის ბოლოზე, შემდეგ კი ადამიანი ფეხს ათავსებს წინდაში და იყენებს მოწყობილობას წინდის მაღლა ასაწევად ორი ზონრის საშუალებით.

მოქნილი პლასტმასის ნაჭერი ორი ზონრით ცალ ბოლოზე.

ადამიანს წინდის ჩასაცმელი დამხმარე საშუალება წამოცმული აქვს ფეხზე, ქაჩავს ორ ზონარს წინდის ამოსაცმელად.

წინდის ჩასაცმელი დამხმარე საშუალება შესაძლებელია გამოსადეგი იყოს მათთვის, ვისაც უჭირს წინდების ან გეტრების ჩაცმა, თუ ისინი ადვილად ვერ იხრებიან წინ ან/და აღენიშნებათ ხელის შეზღუდული მოძრაობა.

აიდა ზის სკამზე და ფეხსაცმლის ჩასაცმელად იყენებს გრძელტარიან მაშველს.

გახსოვთ აიდა?

აიდას ჩაცმა გაუჭირდა ინსულტის გადატანის შემდეგ. თუმცა, დაიწყო ჩაცმა-გახდისას დამხმარე ჯოხის, წინდის ჩასაცმელი დამხმარე საშუალებისა და ფეხსაცმლის გრძელტარიანი მაშველის გამოყენება. ამ საშუალებების ქონა ნიშნავს, რომ მას ახლა დამოუკიდებლად შეუძლია ჩაცმა.

ღილისა და ელვის შესაკრავი კაუჭი

ღილისა და ელვის შესაკრავს ერთ ბოლოზე აქვს "c" ფორმის კაუჭი ელვის გასაქაჩად, ხოლო მეორე ბოლოზე - ალმასის ფორმის კაუჭი ღილების ღილის ხვრელებში გამოსაყვანად.

A short stick with a ‘c’ shaped hook at one end, and a diamond shaped hook at the other.

ადამიანი იყენებს ღილისა და ელვის შესაკრავ კაუჭს პერანგზე ღილების შესაკრავად.

შესაძლებელია გამოსადეგი იყოს მათთვის, ვისაც აქვს ხელის ნატიფ მოძრაობასთან დაკავშირებული სირთულეები.

სამუელი პერანგის ღილების შესაკრავად იყენებს ღილის შესაკრავ კუჭს.

გახსოვთ სამუელი?

სამუელს უჭირს ისეთი ნატიფი მოძრაობების შესრულება, როგორიცაა ღილებისა და ფეხსაცმლის თასმების შეკვრა. ჩაცმის გასაადვილებლად ის იყენებს ღილისა და ელვის შესაკრავ კაუჭს.

ასევე იცვამს ფეხსაცმელს, რომელსაც თასმების მაგივრად ფხრიწიანი შესაკრავი აქვს, რასთან თავის გართმევა მისთვის უფრო მარტივია.

თავის მოვლის დამხმარე საშუალებები საკვებისა და სასმელის მიღების ხელშესაწყობად

ადაპტირებული დანა-ჩანგალი

სამზარეულოს ნივთები, როგორიცაა დანები, ჩანგლები, კოვზები და ჩხირები, შესაძლებელია ადაპტირდეს, რათა უფრო მარტივი გახდეს მათი დაჭერა.

სქელი ტარი შესაძლებელია უფრო მარტივი დასაჭერი იყოს მათთვის, ვისაც ხელის მოძრაობა და ძალა აქვს შეზღუდული.

ჩანგალი, დანა და სამი კოვზი ჩარიგებული, ყველა არასტანდარტულად სქელი სახელურებით.

შესაძლებელია დაემატოს რბილი ან მყარი მარყუჟი, დანა-ჩანგლის ხელზე დასაფიქსირებლად. ეს გამოსადეგია მათთვის, ვისაც არ შეუძლია სამზარეულოს ნივთების ჭერა, მაგრამ შეუძლია ხელი მოძრაობა და კონტროლი.

ხელი, რომელსაც უჭირავს ხელზე მარყუჟით მიმაგრებული კოვზი.

თეფშის დამცავი კანტები და ადაპტირებული თეფშები/ჯამები

თეფშის დამცავი კანტი ნახევრად წრიული პლასტიკია, რომელიც ემაგრება თეფშის გვერდს.
ადაპტირებულ თეფშებს ან ჯამებს აქვს "ჩაშენებული" დამცავი კანტი - თეფშის ან ჯამის ერთი მხარე ამაღლებულია.

თეთრი თეფში პლასტმასის ნახევარწრიული ნაჭერით, რომელიც მიმაგრებულია მის კიდეზე, თეფშის ერთი მხარის ასამაღლებლად.

თეფშის დამცავი კანტი და ადაპტირებული თეფშები გამოსადეგია მათთვის, ვისაც ჭამისას მხოლოდ ერთი ხელის გამოყენება შეუძლია, ვინაიდან ისინი ეხმარება საკვების აღებაში ან ჩანგალზე, კოვზზე ან სამზარეულოს სხვა ნივთებზე გადატანაში.

ადაპტირებული ჭიქები

ადაპტირებულ ჭიქებს შესაძლებელია ჰქონდეს სახელურები, უფრო ადვილად მოსაჭიდებლად, ან/და თავსახური პატარა ხვრელით, რაც ადვილად, დაღვრის გარეშე, დალევის საშუალებას იძლევა.

ორი გამჭვირვალე პლასტმასის ჭიქა, ერთი თავსახურით, მეორე კი თავსახურითა და ორი სახელურით.

ორი გვერდამოჭრილი პლასტმასის ჭიქა.

ადაპტირებული ჭიქები შესაძლებელია გამოსადეგი იყოს მათთვის, ვისაც შეზღუდული აქვს ხელის მოძრაობა ან ძალა, ან დარღვეული აქვს კოორდინაცია.

ელაიშა მაგიდასთანაა, ხელში კოვზი უჭირავს, ხელზე წამოცმული მარყუჟის საშუალებით. საკვები ამოღებული აქვს ჯამიდან, რომელიც ორსახელურიანი ადაპტირებული ჭიქის გვერდით დგას.

გახსოვთ ელაიშა?

ელაიშას უჭირს საკუთარი მოძრაობების კოორდინაცია და კონტროლი.
ის იყენებს ადაპტირებულ ჭიქას ორი სახელურითა და თავსახურით, რომლის დაჭერა მისთვის უფრო იოლია და დაღვრის პრევენციას ახდენს.

ის ასევე იყენებს სქელტარიან კოვზს და მარყუჟს, რომელიც ეხმარება მის დაჭერაში.

0%
თავის მოვლის დამხმარე საშუალებები, რომლებსაც მოიცავს TAP
Lesson: 2 of 4
Topic: 1 of 2