უნიტაზის ან შხაპის სკამზე უსაფრთხოდ გადასვლა / გადმოსვლა (გადაყვანა)
უნიტაზის ან შხაპის სკამზე გადასვლა / გადმოსვლას გადაყვანა ეწოდება.
ადამიანების გადაყვანა სხვადასხვა გზებითაა შესაძლებელი, რაც დამოკიდებულია მათ შესაძლებლობებზე, საჭიროებებზე და გაწეულ დახმარებაზე.
ამ თემის ფარგლებში გადმოცემულია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რამდენიმე მოსაზრება და ადამიანების გადაყვანის სხვადასხვა გზების მაგალითები.
გადაყვანასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის მისაღებად:
- იხილეთ TAP სიარულის დამხმარე საშუალებების მოდულები (იმ პირებისთვის, რომლებიც სიარულის დამხმარე საშუალებებს იყენებენ)
- ნახეთ ეს ვიდეო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ეტლის მომსახურების სასწავლო პაკეტიდან - საბაზისო დონე (ეტლით მოსარგებლე პირებისთვის)
- გაიარეთ კონსულტაცია რეაბილიტაციის სფეროს თანამშრომელთან.
უსაფრთხოდ გადასვლის უზრუნველსაყოფად, ყოველთვის:
- გადასვლის დაწყებამდე დარწმუნდით, რომ მუხრუჭები დაბლოკილია
- დარწმუნდით, რომ ადამიანისა და მისი მომვლელის უსაფრთხოდ გადაადგილებისათვის საკმარისი ადგილი არსებობს
- სველი იატაკი გაამშრალეთ, სრიალა იატაკის შემთხვევაში კი გამოიყენეთ მოცურების საწინააღმდეგო ხალიჩები.
ადამიანის დახმარება ადგომისას და დაჯდომისას
წაახალისეთ პირი, რომ მისი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად დამოუკიდებლად იქმოქმედოს, მათ შორის გამოიყენოს სამკლავურები (როცა ისინი ხელმისაწვდომია).
ასევე შეიძლება საჭირო გახდეს პირის მომვლელისათვის ან ოჯახის წევრისათვის იმის სწავლება, თუ ადამიანს სახლში უსაფრთხოდ როგორ დაეხმარონ.
თუ ადამიანი სატერფულებითა და მუხრუჭიანი გორგოლაჭებით აღჭურვილ უნიტაზის ან შხაპის სკამს იყენებს, გადაადგილებისთვის მას მომვლელის დახმარება დასჭირდება. აუცილელებელია სატერფულების სიმაღლის დარეგულირება მოცემული პირის ტერფებისა და ბარძაყებისათვის საყრდენის უზრუნველყოფის მიზნით.
ასწავლეთ მომვლელს, როგორ განბლოკოს და დაბლოკოს მუხრუჭები გადაყვანის წინ.
თუ მომვლელი ადამიანს გადაყვანაში ეხმარება, მან ყოველთვის უნდა მოხაროს მუხლები და "დაჭიმოს" სხეული მანამდე, სანამ ადამიანის წონას აწევს. ამგვარი ქმედება ტრავმის თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს.
თუ ადამიანის რომელიმე მხარე შედარებით სუსტია, მომვლელი დახმარების გაწევისას ამ მხარეს უნდა დადგეს.
გადაყვანისას დახმარების გაწევასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია იხილეთ სიარულის დამხმარე საშუალებების საშუალებების" ნაწილში (გაკვეთილი 4) .
ქვემოთ მოცემულია გადაყვანის ორი მაგალითი.
საწოლთან განთავსებული უნიტაზის სკამი: გადაყვანა მჯდომარე პოზიციაში
გაიცანით ვერნა
ვერნა 89 წლისაა, იგი მეუღლესთან - ლეიფთან ერთად ცხოვრობს. ვერნა დასუსტებულია, მას ღამით ტუალეტში დროულად გასვლა უჭირს. ამ სურათზე ვხედავთ ვერნას, რომელიც უნიტაზის სკამიდან საწოლზე გადადის. ლეიფი მას ეხმარება.
გაითვალისწინეთ, რომ:
- მოქმედების გაადვილების მიზნით, ვერნა გადასაყვან დაფას იყენებს
- უნიტაზის სკამი საწოლთან მიმართებაში გარკვეული კუთხით არის განთავსებული
- უნიტაზის სკამი საწოლის სიმაღლისაა.
საწოლთან უახლოესი სამკლავური ქვემოთაა ჩამოშვებული, რაც ვერნას ჩამოცურებით გადაადგილებას უადვილებს.
ეტლიდან გადაყვანა ჩასაჯდომი უნიტაზის თავზე განთავსებულ უნიტაზის სკამზე
ვიწრო სათავსებში, ზოგიერთი ადამიანი გადასვლას პირდაპირ უნიტაზის ან შხაპის სკამის წინ მდებარე ეტლიდან ახერხებს.
აქტივობა
ეჯაზი 24 წლისაა. მას ზურგის ტვინის დაზიანება აქვს. ის ეტლიდან უნიტაზის სკამზე გადადის.
იქიდან გამომდინარე, რომ მის ტუალეტში არსებული სივრცე დიდი არ არის, მნიშვნელოვანია გადაყვანის სწორი მეთოდის გამოყენება.
შეხედეთ ეჯაზის სურათს და განსაზღვრეთ გადაყვანის მნიშვნელოვანი მახასიათებლები.
როგორ არის ეტლი განთავსებული?
The wheelchair is positioned in front of the toilet chair and at a slight angle.
უნიტაზის სკამის რა მახასიათებლები უწყობს ხელს გადაყვანას?
- Adjustable height legs: The toilet chair can be adjusted to be at the same height as Ejaz’s wheelchair.
- Arm rests lift up: This keeps them out of the way while Ejaz transfers. They can then be pulled down for her to use to balance as she adjusts her clothing.
- It is important for Ejaz to hold on to a stable object for support during the transfer. A grab bar can help.
შხაპის სკამის გამოყენება აბაზანაში
ზოგიერთ დასაბან ადგილს მხოლოდ აბაზანააქვს. აბაზანაში საშხაპე სკამის გამოყენება მოითხოვს შემდეგს:
- აბაზანის ფსკერი საკმარისად ფართო უნდა იყოს შხაპის სკამის დასატევად
- ადამიანს უნდა შეეძლოს აბაზანის კიდეზე უსაფრთხოდ გადაბიჯება.
ისეთი პირის შემთხვევაში, რომელიც აბაზანაში შხაპის სკამის გამოყენებას საჭიროებს, მიმართეთ სარეაბილიტაციო სამსახურს, რათა უზრუნველყოფილი იყოს სახლის პირობების შეფასება და უსაფრთხო გადაყვანის მეთოდებთან დაკავშირებული ტრენინგის ჩატარება.
გადაყვანა საწეველას მეშვეობით
თუ ადამიანი გადაადგილებისას მნიშვნელოვან დახმარებას საჭიროებს, შეიძლება მისი გადაყვანისთვის საწეველას გამოყენება გახდეს აუცილებელი. საწეველა წარმოადგენს მოწყობილობას, რომელიც ადამიანს ღვედის მეშვეობით მაღლა სწევს.
საწეველას უსაფრთხო გამოყენებისათვის აუცილებელია ტრენინგის გავლა.
საწეველას ყველა მომხმარებელს მის გამოყენებამდე ტრენინგი უნდა ჰქონდეს გავლილი.
როგორც წესი, თერაპევტი ან მომწოდებელი გვაწვდის ინფორმაციას საწეველას გამოყენების შესახებ.