უნიტაზის სკამები
მსოფლიოში სხვადასხვა ტიპის უნიტაზები გამოიყენება.
უნიტაზები ისეა მოწყობილი, რომ მათი გამოყენება ჩამჯდარ ან დამჯდარ მდგომარეობაში ხდება.

ჩაჯდომა

ჯდომა
დისკუსია

ორმო / ჩასაჯდომი უნიტაზი

ჩასარეცხი/დასაჯდომი უნიტაზი
თქვენს რაიონში როგორი უნიტაზებია უფრო გავრცელებული: ჩასაჯდომი თუ დასაჯდომი?
უნიტაზის სკამის განთავსება უნიტაზების სხვადასხვა სახეობათა უმეტესობაზეა შესაძლებელი, რაც ამ უკანასკნელთა უფრო მარტივად გამოყენებას უწყობს ხელს.

დასაჯდომ უნიტაზზე განთავსებული უნიტაზის სკამი
გარკვეულ სიტუაციებში შესაძლოა, უნიტაზის სკამის გამოყენება უფრო პრაქტიკულად მოსახერხებელი იყოს არა უნიტაზის თავზე, არამედ სხვა პრივატულ ადგილზე.
ამგვარ სიტუაციაში გამოიყენება მოსახსნელ კონტეინერიანი უნიტაზის სკამი. გამოყენების შემდეგ შესაძლებელია კონტეინერის უნიტაზში ჩაცლა.

კონტეინერიანი უნიტაზის სკამი
კითხვა
რა მიზეზების გამო შეიძლება იყოს უფრო პრაქტიკულად მოსახერხებელი კონტეინერიანი უნიტაზის სკამის გამოყენება?
Some possible reasons are:
- The person has difficulty getting to or into the toilet area
- A toilet chair cannot be safely placed over the toilet
- A lot of people share the same toilet.
უნიტაზის სკამების მრავალი სახეობა არსებობს.
უნიტაზის სკამის შერჩევისას, ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება ამ მნიშვნელოვან მახასიათებლებს:
მნიშვნელოვანი მახასიათებლები
უსაფრთხო და ეფექტური უნიტაზის სკამი უნდა იყოს:
- ძლიერი და გამძლე
- ჟანგისა და წყლისადმი მდგრადი
- გლუვზედაპირიანი (დაზიანების თავიდან ასაცილებლად)
- რეზინის ძირებიანი ფეხების მქონე (თუ ბორბლებით არაა აღჭურვილი)
- მუხრუჭების მქონე (თუ ფეხების მაგიერ ბორბლებითაა აღჭურვილი)
- სიმაღლის მიხედვით რეგულირებადი ფეხების მქონე
- მომხმარებლის წონაზე გათვლილი.
სხვა მახასიათებლები
სხვა მახასიათებლები, რომლებიც განსაკუთრებით გამოსადეგია შეზღუდული მობილურობის ან დამატებითი დახმარების საჭიროების მქონე პირებისათვის, მოიცავს შემდეგს:
- მოსახსნელი კონტეინერი
- გორგოლაჭები (ბორბლები, რომლებიც ბრუნავს / შემოტრიალდება)
- სიმაღლის მიხედვით რეგულირებადი სამკლავურები
- აკეცვადი სამკლავურები
- სიმაღლის მიხედვით რეგულირებადი, აკეცვადი სატერფულები
- რბილ შუასადებიანი დასაჯდომი და სამკლავურები
- რბილ შუასადებიანი საზურგე
აქტივობა
ყურადღებით გაეცანით ინფორმაციას იმ უნიტაზის სკამების შესახებ, რომლებიც თქვენს სამსახურში ან რაიონში არის ხელმისაწვდომი.
- ზემოთ ჩამოთვლილთაგან რამდენი "მნიშვნელოვანი მახასიათებელი" გააჩნია თითოეულ უნიტაზის სკამს?
- ზემოთ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რამდენი " სხვა მახასიათებელი" გააჩნია თითოეულ უნიტაზის სკამს?
- გააჩნიათ თუ არა უნიტაზის სკამებს სხვა მახასიათებლები, რომლებიც ზემოთ არაა ჩამოთვლილი?