უნიტაზის ან შხაპის სკამის წარმატებით გამოყენება
შესაძლოა, უნიტაზის სკამის გამომყენებელ ზოგიერთ ადამიანს შარდის ბუშტის ან ნაწლავების დაცლის კონტროლი უჭირდეს.
თუ ასეთი ადამიანი ტუალეტში საკმარისად სწრაფად ვერ მოხვდება, შეიძლება შეუკავებლობით განპირობებული გაჟონვის შემთხვევა მოხდეს.
გახსოვთ აიდა?
ღამით მისი საწოლის გვერდით დგას უნიტაზის სკამი, რათა შესაძლებელი იყოს ამ დამხმარე საშუალებამდე სწრაფად მიღწევა. ეს აიდას შეუკავებლობით განპირობებული გაჟონვის თავიდან აცილებაში ეხმარება.
ქვემოთ მოცემულია რამდენიმე მეთოდი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს ტუალეტის სკამამდე მიღწევისა და შეუკავებლობით განპირობებული გაჟონვის თავიდან ასაცილებლად.
- უზრუნველყავით ტუალეტის ახლო მდებარეობა და ადვილად მისადგომობა
- გააუმჯობესეთ მობილურობა სათანადო დამხმარე საშუალებების გამოყენებით
- უზრუნველყავით ოჯახის წევრებისა და მომვლელებისაგან დახმარების მიღება ტუალეტში დროულად მოხვედრის მიზნით
- შეარჩიეთ ადვილად ჩასაცმელი/გასახდელი ტანსაცმელი
- თუ ადამიანს უჭირს ტუალეტის მიგნება, ტუალეტის კარზე მიამაგრეთ შესაბამის სურათიანი აბრა
- გამოიყენეთ ტუალეტი დალევისა და ჭამის შემდეგ და/ან დაინიშნეთ დრო, რათა ტუალეტში გასვლა რეგულარულად მოხდეს
- ნაწლავების წარმატებით დაცლის ხელშესაწყობად, გამოყავით საკმარისი დრო ტუალეტში მშვიდად გასატარებლად
- გამოიყენეთ შემწოვი ქსოვილები, როგორც სარეზერვო საშუალება.
კითხვა
გახსოვთ მათიასი?
მათიასს დიაბეტი აქვს, ის დაუძლურებულია. იგი მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ზოგჯერ ის ტუალეტამდე მიდის, მაგრამ ტანსაცმლის დროულად გახსნას ვერ ახერხებს, რასაც შარდის გაჟონვა მოჰყვება. მათიასი ამ მდგომარეობის გამო ნერვიულობს. მას ეს მდგომარეობა აღელვებს.
რა შეიძლება დაეხმაროს მათიასს შეუკავებლობით განპირობებული გაჟონვის თავიდან აცილებაში?
- Mathias could wear trousers that are easy and quick for him to pull down
- Mathias could go to the toilet sooner, for example soon after he has had a drink
- Mathias may benefit from wearing absorbent cloths when he is out, as a back up.
გაიცანით ლუსიანა და მისი მეუღლე ხოსე
ლუსიანა 73 წლისაა, იგი ქმართან - ხოსესთან ერთად ცხოვრობს. ლუსიანას უჭირს მოქმედებების დამახსოვრება და დაგეგმვა. ამასთანავე, მას ართრიტი აწუხებს, რის გამოც როლატორით გადაადგილდება. დაჯდომა / ადგომის გაადვილების მიზნით, ის უნიტაზზე განთავსებულ სკამს იყენებს.
ზოგჯერ ლუსიანას ტუალეტში გასვლა ავიწყდება. როცა ახსენდება, საკმარისად სწრაფად ვერ ახერხებს მისვლას. ეს მდგომრეობა ლუსიანასა და ხოსეს ძალიან აწუხებს.
რა შეიძლება დაეხმაროს ლუსიანას შეუკავებლობით განპირობებული გაჟონვის თავიდან აცილებაში?
- Depending on how far away Luciana’s toilet is, move the toilet chair to a private place closer to where Luciana spends her time. The toilet chair would then need a removable bucket.
- Jose could remind Luciana to go to the toilet, for example every two hours.
მას შემდეგ, რაც ადამიანს უნიტაზისა და შხაპის სკამით სარგებლობას ასწავლით, აუცილებელია ამ დამხმარე საშუალებების მოვლის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაც. უნიტაზის ან შხაპის სკამის დასუფთავებასა და მოვლასთან დაკავშირებული ინფორმაცია მომდევნო თემაშია გადმოცემული.