ესაუბრეთ ადამიანებს თავის მოვლის შესახებ

Topic Progress:

ბოლო გაკვეთილში გავიგეთ, რომ ყველა ასაკის ადამიანს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი თავის მოვლასთან დაკავშირებული სირთულეები, სხვადასხვა მიზეზის გამო.

კითხვა

ქვემოთ ჩამოთვლილი უნარებიდან რომელი გვეხმარება განსაკუთრებით თავის მოვლის აქტივობების მართვაში?










სწორი პასუხებია:

  • მობილობა
  • წონასწორობის შენარჩუნება
  • ძალა
  • კოორდინაცია
  • ნაწლავის ან შარდის ბუშტის კონტროლი
  • დაგეგმვა
  • დამახსოვრება

არასწორი პასუხებია:

  • ცურვა
  • კითხვა
  • სიმღერა

ყოველთვის არ არის აშკარა, რომ ადამიანს საკუთარი თავის მოვლასთან დაკავშირებული სირთულეები აქვს. ჯანდაცვის მუშაკებმა ხშირად უნდა გამოავლინონ ინიციატივა და ჰკითხონ ადამიანებს, თუ როგორ მართავენ საკუთარი თავის მოვლის პროცესს.

თუ ჯერ არ გაქვთ, ჩამოტვირთეთ ეს ილუსტრაციები იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც იყენებენ თავის მოვლის დამხმარე საშუალებებს.

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ილუსტრაციები, რათა დაეხმაროთ ადამიანებს იმაზე ფიქრში, თუ როგორი სასარგებლო შეიძლება იყოს მათთვის თავის მოვლა.

თუ ეს ინსტრუმენტი თქვენთვის სასარგებლოა, შესაძლებელია მისი ამობეჭდვა და ლამინირება.

ქვემოთ მოცემულია სამი კითხვა, რომელიც დაგეხმარებათ თავის მოვლის შესახებ გასაუბრებაში.

სანამ დაიწყებთ, ყოველთვის ჰკითხეთ ადამიანს, რამდენად მზად არის ის თქვენთან თავის მოვლის შესახებ სასაუბროდ. ასევე, ჰკითხეთ, ხომ არ ურჩევნია სხვა ადამიანთან გასაუბრება; და კიდევ, სურს თუ არა, რომ მისი ოჯახის წევრები ან მომვლელები მონაწილეობდნენ საუბარში.

1. გაქვთ თუ არა თავის მოვლასთან დაკავშირებული რაიმე პრობლემა?

მოუყვანეთ თავის მოვლის აქტივობების რამდენიმე მაგალითი, როგორიცაა ბანაობა, ტუალეტით სარგებლობა, ჩაცმა და საკვების მიღება.

2. თუ კი, შეგიძლიათ აღწეროთ ეს პრობლემა?

გაარკვიეთ მეტი დეტალი თავის მოვლის იმ აქტივობის ან აქტივობების შესახებ, რომლებიც მათ უჭირთ.

ჰკითხეთ აქტივობის რომელი ეტაპებია რთული და რატომ, რა უცდია აქამდე მის გასაიოლებლად.

გიცდიათ თუ არა დამხმარე საშუალებების გამოყენება და რამდენად დაგეხმარათ ?

3. როგორ ფიქრობთ, დამხმარე საშუალებები შესაძლებელია გამოგადგეთ?

შესაძლებელია დაგეხმაროთ დამხმარე საშუალებების რამდენიმე მაგალითის ჩვენება ან იმის ახსნა, თუ როგორ შეიძლება ისინი იყოს გამოსადეგი.

აქტივობა

გადაიკითხეთ დევიდის ისტორია, რომელიც მეუღლესთან, ლეიტენგისთან ერთად ცხოვრობს. შემდეგ უპასუხეთ ქვემოთ მოცემულ კითხვებს იმის შესახებ, თუ თავის მოვლის რომელი დამხმარე საშუალებები შეიძლება იყოს მისთვის გამოსადეგი.

დევიდი და ლეიტენგი გვერდიგვერდ სხედან სკამზე.
დევიდი ასაკოვანი, დაუძლურებული მამაკაცია. მას ჰქონდა სიარულთან დაკავშირებული პრობელემები, რის გამოც შეფასდა და მოხდა მისი სასიარულო ჩარჩოთი უზრუნველყოფა.

საკონტროლო ვიზიტზე ჰკითხეთ, შეიძლება თუ არა გაესაუბროთ იმის შესახებ, თუ როგორ მართავს საკუთარი თავის მოვლის პროცესს. დევიდი მოხარული იქნება გაგესაუბროთ ამის შესახებ მეუღლესთან ერთად.

თქვენ ეკითხებით: გიჭირთ თუ არა საკუთარი თავის მოვლა, მაგალითად ბანაობა, ჩაცმა, ტუალეტში სიარული ან საკვების მიღება?

დევიდი ამბობს: დიახ, მას პრობლემები აქვს ბანაობასთან, ჩაცმასთან და ტუალეტში სიარულთან დაკავშირებით. საკვების მიღების პრობლემა არ აქვს.

თქვენ ეკითხებით: შეგიძლიათ აღწეროთ, რა არის რთული თითოეული ამ აქტივობის შემთხვევაში და როგორ მართავთ ახლა?

დევიდი და მისი მეუღლე განმარტავენ:

  • ტუალეტით სარგებლობა უჭირს. როდესაც დევიდს ესაჭიროება ტუალეტში წასვლა, ის საკმარისად სწრაფად ვერ აღწევს ტუალეტამდე, ვინაიდან თავისი სასიარულო ჩარჩოთიც კი ნელა დადის.
  • მას უჭირს უნიტაზზე დაჯდომა და ადგომა. ზოგჯერ შეუკავებლობის შემთხვევებიც აქვს. მათ არასტანდარტულად ბევრი ტანსაცმლის რეცხვა უწევთ და დევიდი უხერხულად გრძნობს თავს.
  • შხაპის მიღება უჭირს. დევიდი დიდხანს ვერ დგება შხაპის ქვეშ და ნერვიულობს იმაზე, რომ შეიძლება დაეცეს.
  • ვინაიდან უჭირს წონასწორობის შენარჩუნება. დევიდი საწოლის კიდეზე ჯდება ჩასაცმელად. თავს ვერ გრძნობს უსაფრთხოდ წინ დახრის, წინდებისა და ფეხსაცმელების ჩაცმის დროს. ჩაცმას დიდი დრო მიაქვს.
  • დევიდი თავს ართმევს ლეიტენგის დახმარებით. ის ეხმარება მას ტუალეტამდე მისვლაში, შხაპის მიღებასა და ჩაცმაში. ეს მისთვის ძალიან დამღლელია.
  • სასიარულო ჩარჩოს მიღებამდე დევიდს არ გამოუყენებია სხვა დამხმარე საშუალებები.

როგორ ფიქრობთ, შეუძლია დევიდს სარგებელი მიიღოს თავის მოვლის საშუალებებისგან?



დიახ, დევიდს შეუძლია სარგებელი მიიღოს თავის მოვლის დამხმარე საშუალებებისგან.

თუ დევიდს შეუძლია სარგებელი მიიღოს თავის მოვლის საშუალებებისგან, ქვემოთ ჩამოთვლილი თავის მოვლის დამხმარე საშუალებებიდან რომელი შეიძლება იყოს გამოსადეგი?

დიახ

დევიდისთვის შესაძლებელია გამოსადეგი იყოს უნიტაზის სკამი, რომლითაც გაუადვილდება დაჯდომა-ადგომა.

უნიტაზის სკამი შესაძლებელია განთავსდეს იმ ადგილთან ახლოს, სადაც დევიდი დროს ატარებს ხოლმე, რათა მან უფრო ადვილად შეძლოს იქამდე მისვლა.

არა

დევიდი არ სარგებლობს ეტლით და ამიტომ, სავარაუდოდ, არ დასჭირდება ნაწოლების საწინააღმდეგო ბალიში.

დიახ

დევიდისთვის შხაპის სკამი შესაძლებელია გამოსადეგი იყოს, შხაპის მიღების დროს დასაჯდომად.

დიახ

დევიდს შესაძლებელია გამოადგეს შემწოვი პროდუქტები, თუ წუხს, რომ სახლიდან გარეთ გასვლისას დროულად ვერ აღწევს ტუალეტამდე.

არა

დევიდს არ უჭირს კვება. მას არ სჭირდება ადაპტირებული დანა-ჩანგალი.

ზემოთ მოყვანილი აქტივობიდან ხედავთ, რომ დევიდთან საუბარი თავის მოვლის შესახებ დაგვეხმარა წინა პლანზე წამოგვეწია მისი პრობლემები.

ასევე, შესაძლებელი გახდა ზოგიერთი დამხმარე საშუალების გამოვლენა, რომელიც შეიძლება გამოსადეგი იყოს მისთვის.

თუმცა, თავის მოვლაზე საუბარი ზოგიერთი ადამიანისთვის შესაძლებელია რთული იყოს.

დისკუსია

განიხილეთ ჯგუფში ან გამოაქვეყნეთ სადისკუსიო ფორუმზე, თუ რისი გაკეთება შეგიძლიათ თავის მოვლის შესახებ საუბრის გასაიოლებლად.

დაეყრდენით გამოცდილებას, რომელიც გქონდათ ოჯახის წევრთან თავის მოვლაზე საუბრისას ან როგორც სერვისის მიმწოდებელს. ეს მარტივი იყო თუ რთული? რა გააკეთეთ საუბრის ხელშესაწყობად?

რა შეგიძლიათ თქვენ/თქვენს ჯგუფს დაამატოთ ქვემოთ ჩამოთვლილ რეკომენდაციებს?

  • შესთავაზოთ განმარტოება თავის მოვლაზე სასაუბროდ
  • საშუალება მისცეთ ადამიანს ესაუბროს საკუთარი სქესის წარმომადგენელს
  • ჰკითხოთ სურს თუ არა ოჯახის წევრის ან მომვლელის დასწრება
  • ივარჯიშოთ თავის მოვლაზე საუბარში თქვენს კოლეგასთან ერთად, უფრო კომფორტულად რომ იგრძნოთ თავი ამ თემასთან დაკავშირებით
  • გამოიყენოთ ამ ადამიანისთვის კარგად ნაცნობი სიტყვები.

შარდი და ფეკალიები

შეკავების უნარზე ადამიანებთან საუბრისას, შესაძლებელია დაგვეხმაროს ისეთი სიტყვების გამოყენება, რომელიც ყველასთვის კომფორტულია.

სწორი სიტყვები განსხვავებული იქნება ქვეყნის, კულტურისა და, ხშირად, ასაკის მიხედვით.

დისკუსია

განიხილეთ ჯგუფში ან თქვენთვის დაფიქრდით იმ სიტყვებზე, რომლებსაც გამოიყენებდით შარდისა და ფეკალიების შესახებ საუბრისას შემდეგ ადამიანებთან. ტერმინები განსხვავდება?

  • ბავშვი
  • დედათქვენი
  • ასაკოვანი მეზობელი
  • ახლო მეგობარი.

სადისკუსიო ფორუმი