გეგმა (გადამისამართების ჩათვლით)
შემაჯამებელი სამოქმედო გეგმა
შეფასების შემდეგ, პირთან ერთობლივად შეადგინეთ გეგმა. ერთად გადაწყვიტეთ:
- სჭირდება თუ არა მას უნიტაზის სკამი და/ან შხაპის სკამი
- რა მახასიათებლებია მნიშვნელოვანი (დასაშვები წონის ჩათვლით)
- იქნება თუ არა მისთვის სარგებლის მომტანი სხვა დამხმარე საშუალების გამოყენება და/ან სხვა სერვისში გადამისამართება.
გეგმის შემუშავების მიზნით, გამოიყენეთ შეფასების ფორმის უკანა მხარეს განთავსებული შერჩევის ცხრილი.
მასში მითითებულია შხაპის ან უნიტაზის სკამის ის მახასიათებლები, რომლებიც პირის საჭიროებებიდან გამომდინარე, გათვალისწინებული უნდა იყოს.
ახლა პრაქტიკულად განვახორციელოთ ისეთი ქმედებები, როგორიცაა თითოეული პირის ინდივიდუალური საჭიროებების გააზრება და მისთვის სწორი გეგმის შემუშავება.
წაიკითხეთ დაისა და ლოლასთან დაკავშირებული ინფორმაცია და შეასრულეთ ქვემოთ მოცემული აქტივობები.
აქტივობა
გაიცანით დაი
დაი 65 წლისაა, მცირე ხნის წინ, ის ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა, მენჯის დაზიანება მიიღო და მუხლის ქვემოთ ამპუტაციის ოპერაცია გადაიტანა. დაის ფეხის პროთეზი ჯერ არ აქვს, იგი გადაადგილებისთვის იღლიის ყავარჯნებს იყენებს.
შეფასებითი გასაუბრების დროს დაი გეუბნებათ, რომ მის სახლში მდებარე საოჯახო სააბაზანოში შესვლას ახერხებს. თუმცა, ტუალეტი ჩასაჯდომი ტიპისაა, მას კი ჩაჯდომა არ შეუძლია. ამასთანავე, დაისთვის დგომა გართულებული და მტკივნეულია.
დაის ნაწოლის არავითარი სიმპტომები არ აღენიშნება, იგი ამ დაზიანების ჩამოყალიბების რისკის ქვეშ არ დგას.
1. გამოსადეგი იქნება თუ არა დაისთვის უნიტაზის სკამი?
დიახ, უნიტაზის თავზე განთავსებული უნიტაზის სკამი მას ბევრად გაუადვილებს უნიტაზზე დაჯდომას, ადგომას და წონასწორობის დაცვას.
2. გამოსადეგი იქნება თუ არა დაისთვის შხაპის სკამი?
Yes, because Dai would be safer and have less pain sitting down to wash.
3. მონიშნეთ უნიტაზისა და შხაპის სკამის ის მახასიათებლები, რომლებიც თქვენი აზრით დაისთვის გამოსადეგი იქნება.
სწორია: საზურგე და სამკლავურები.
დაი ამბობს, რომ მას შეუძლია ოჯახის აბაზანაში მოხვედრა. ამიტომ, მას არ სჭირდება მოსახსნელ კონტეინერიანი უნიტაზის სკამი. ამასთანავე, მისი არცერთი სკამი არ საჭიროებს ბორბლებს ან სატერფულებს.
დაი არ დგას ნაწოლის ჩამოყალიბების რისკის ქვეშ, ამიტომ ის დარბილებულ ზედაპირებს არ საჭიროებს.
აქტივობა
გაიცანით ლოლა
ლოლა 30 წლისაა, მას ტუალეტში გასვლის პრობლემა აქვს. ის ვერ გრძნობს, როდის სჭირდება გასვლა და შარდის ბუშტისა და ნაწლავების დაცლას უნებლიედ ახდენს. ეს პრობლემები ერთი კვირის წინ დაეწყო. მანამდე ის სრულიად ჯანმრთელი იყო და ამგვარი სირთულეების წინაშე არ დამდგარა.
რა ქმედება უნდა განახორციელოთ?
დაუყოვნებლივ გადაამისამართეთ ლოლა ჯანდაცვის სპეციალისტთან, რადგან მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდეს.
თქვენ დაასრულეთ მეორე გაკვეთილი!
თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან კომენტარი, გამოაქვეყნეთ სადისკუსიო ფორუმზე.