შხაპის სკამები

Topic Progress:

შხაპის სკამები და ტაბურეტები საშუალებას აძლევს შეზღუდული მობილურობის, წონასწორობის შენარჩუნების უნარის, ძალის ან ფიზიკური კოორდინაციის მქონე პირებს, დამჯდარ მდგომარეობაში დაიბანონ.

მათი გამოყენება შესაძლებელია იმავე ადგილას, სადაც ადამიანები ჩვეულებრივ იბანენ (საშხაპეში).

სკამი, აღჭურვილი სამკლავურებით, საზურგით და ლითონის ფეხებით, რომელთაგან თითოეულზე რეზინის ძირებია მიმაგრებული.

შხაპის სკამი

წყლისადმი მდგრადი სკამი, აღჭურვილი სამკლავურებით და ლითონის ფეხებით, რომელთაგან თითოეულზე რეზინის ძირებია მიმაგრებული.

შხაპის ტაბურეტი

კითხვა

შეხედეთ შხაპის სკამისა და შხაპის ტაბურეტის ზემოთ მოცემულ სურათებს. რაში მდგომარეობს ძირითადი განსხვავება მათ შორის?

მთავარი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ შხაპის სკამს აქვს საზურგე, შხაპის ტაბურეტს კი - არა.

საზურგიანი შხაპის სკამი ჩვეულებრივ უფრო გამოსადეგია წონასწორობის შენარჩუნების ან კოორდინაციის პრობლემების მქონე პირებისთვის. ის ასევე სასარგებლოა მათთვის, ვინც ადვილად იღლება.

შხაპის სკამისა და ტაბურეტის მრავალი სახეობა არსებობს.

შხაპის სკამების არჩევისას, ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება ამ მნიშვნელოვან მახასიათებლებს:

მნიშვნელოვანი მახასიათებლები

ყველა შხაპის სკამი და ტაბურეტი უნდა იყოს:

  • ძლიერი და გამძლე
  • ჟანგისა და წყლისადმი მდგრადი
  • გლუვზედაპირიანი (დაზიანების თავიდან ასაცილებლად)
  • რეზინის ძირებიანი ფეხების მქონე (თუ ბორბლებით არაა აღჭურვილი)
  • მუხრუჭების მქონე (თუ ფეხების მაგიერ ბორბლებითაა აღჭურვილი)
  • სიმაღლის მიხედვით რეგულირებადი ფეხების მქონე
  • მომხმარებლის წონაზე გათვლილი.

სკამი, აღჭურვილი სამკლავურებით, საზურგით და ლითონის ფეხებით, რომელთაგან თითოეულზე რეზინის ძირებია მიმაგრებული.

სხვა მახასიათებლები

სხვა მახასიათებლები, რომლებიც განსაკუთრებით გამოსადეგია შეზღუდული მობილურობის ან დამატებითი დახმარების საჭიროების მქონე პირებისათვის, მოიცავს შემდეგს:

  • საზურგე
  • მუხრუჭებიანი გორგოლაჭები
  • ზევით / უკან აკეცვადი სამკლავურები
  • სიმაღლის მიხედვით რეგულირებადი და ზევით / უკან აკეცვადი სატერფულები
  • რბილ შუასადებიანი დასაჯდომი, სამკლავურები და საზურგე.

 მუხრუჭებიანი გორგოლაჭებით, ასაკეცი სამკლავურებით, სიმაღლის მიხედვით რეგულირებადი /ასაკეცი სატერფულებით და რბილ შუასადებიანი დასაჯდომით, სამკლავურებითა და საზურგით აღჭურვილი შხაპის სკამი.

აქტივობა

ყურადღებით გაეცანით ინფორმაციას იმ უნიტაზის სკამების ან/და ტაბურეტების შესახებ, რომლებიც თქვენს სამსახურში ან რაიონში არის ხელმისაწვდომი

  • რამდენი " მნიშვნელოვანი მახასიათებელი" გააჩნია თითოეულ შხაპის სკამს ან ტაბურეტს?
  • რამდენი " სხვა მახასიათებელი " გააჩნია თითოეულ შხაპის სკამს?
  • გააჩნიათ თუ არა შხაპის სკამებს ზემოთ ჩამოთვლილისაგან განსხვავებული მახასიათებლები?

შხაპის და უნიტაზის კომბინირებული სკამები

ზოგიერთი უნიტაზის სკამი შხაპის სკამის ფუნქციით გამოყენებისთვისაც არის განკუთვნილი.

ამგვარი სკამი გამოსადეგი იქნება ისეთი პირისთვის, რომელსაც სჭირდება მხოლოდ ერთი დამხმარე საშუალება, რომელსაც ის როგორც უნიტაზის, ასევე საშხაპე სკამის ფუნქციითაც გამოიყენებს.

 მუხრუჭებიანი გორგოლაჭებით, ასაკეცი სამკლავურებით, სიმაღლის მიხედვით რეგულირებადი /ასაკეცი სატერფულებით და რბილ ზედაპირიანი დასაჯდომით, სამკლავურებითა და საზურგით აღჭურვილი სკამი.

შხაპის და უნიტაზის სპეციალიზებული სკამები

შხაპისა და უნიტაზის ზოგიერთი სკამი დამატებითი პოსტურალური საყრდენებით არის აღჭურვილი (საჭიროა იმ ბავშვების ან მოზრდილებისთვის, რომლებსაც სწორად ჯდომა უჭირთ}.

საზურგით, კისრის საყრდენითა და გვერდითი საყრდენებით აღჭურვილი სკამი. დასაჯდომს ამოჭრილი აქვს ხვრელი, სკამს გააჩნია გორგოლაჭები და სატერფულები.

ამ მოდულში არ არის მოცემული მითითებები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა უზრუნველვყოთ სპეციალიზებული შხაპის და უნიტაზის კამები.

სადისკუსიო ფორუმი