ვინ იყენებს უნიტაზის და შხაპის სკამებს?

Topic Progress:

ბავშვები, მოზრდილები და ხანდაზმული ადამიანები სხვადასხვა ტიპის უნიტაზისა და შხაპის სკამებს განსხვავებული მიზეზების გამო იყენებენ.

ეს მიზეზები ხშირად განპირობებულია შემდეგით:

  • გარემოსთან დაკავშირებული ბარიერები
  • ფიზიკური შესაძლებლობები.

კითხვა

1. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე მიზეზი, რომელთა გამოც შესაძლოა, ადამიანისთვის გართულებული იყოს ტუალეტში გასვლა ან დამოუკიდებლად დაბანა.

შეარჩიეთ გარემოსთან დაკავშირებული ბარიერები.





გარემოსთან დაკავშირებული ბარიერებია:

  • ტუალეტის ან დასაბანი ადგილისკენ მიმავალი გზა ვიწრო, ჩახერგილი, უსწორმასწორო ან ციცაბოა
  • მანძილი ტუალეტამდე ან დასაბან ადგილამდე მეტისმეტად შორია
  • ტუალეტისკენ ან დასაბანი ადგილისკენ მიმავალ გზაზე საფეხურები მდებარეობს.

2. ქვემოთ მოცემულია სხვა მიზეზები, რომელთა გამოც შესაძლოა, ტუალეტში გასვლა ან დამოუკიდებლად დაბანა გართულებული იყოს.

შეარჩიეთ მიზეზები, რომლებიც ადამიანის ფიზიკური შესაძლებლობებით არის განპირობებული.





ფიზიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებული მიზეზებია:

  • პირს უჭირს დაჯდომა ან ჩაჯდომა.
  • პირი ფეხზე ვერ დგება ან უჭირს უსაფრთხოდ დგომა
  • პირი გასულ წელს რამდენჯერმე დაეცა ან დაცემის ეშინია.

ქვემოთ მოცემულია ადამიანების მიერ დამხმარე საშუალებების გამოყენების მაგალითები და შესაბამისი მიზეზები

პიტერი - მამაკაცი, რომელსაც სათვალეები უკეთია, ჩუსტები აცვია და წელზე პირსახოცი აქვს შემოკრული, ეტლიდან შხაპის სკამზე გადადის. ის ერთი ხელით ეტლის სამკლავურს ეყრდნობა, მეორეთი კი - შხაპის სკამის დასაჯდომს.

გაიცანით პიტერი

პიტერს ზურგის ტვინი აქვს დაზიანებული. ის ფეხებს ვერ ამოძრავებს და გადაადგილებისთვის ეტლს იყენებს.

პიტერი იყენებს შხაპის სკამს, რადგან დამოუკიდებლად დასაბანად ფეხზე დგომა არ შეუძლია. მისი სააბაზანო ოთახი ადვილად მისადგომია. პიტერს შეუძლია, იქ დახმარების გარეშე მოხვდეს და ეტლიდან შხაპის სკამზე გადაინაცვლოს.

აიდა მარჯვენა ხელით ხელჯოხს ეყრდნობა, მისი მარცხენა მკლავი კი სხეულისკენ არის მობრუნებული.

გაიცანით აიდა

აიდამ გადაიტანა ინსულტი, რომელმაც მარცხენა მხარის სისუსტე განაპირობა. იგი გადაადგილებისთვის ხელჯოხს იყენებს.

შეზღუდული მობილობიდან გამომდინარე, მას არ შეუძლია ისე სწრაფად მოძრაობა, რომ საჭიროების შემთხვევაში ტუალეტში დროულად მოხვდეს. მას ტუალეტზე დაჯდომა / ადგომაც უჭირს

უნიტაზის სკამი დასადგამ უნიტაზზეა განთავსებული. უნიტაზის სკამის დასაჯდომი შედარებით მაღალია, მის სამკლავურებს კი ხელის მოსაჭიდებელი ადგილი გააჩნია.

აიდა თვლის, რომ სამკლავურიანი უნიტაზის სკამი მისთვის გამოსადეგია. ის სამკლავურებს დაჯდომისა და ადგომის დროს დასაყრდენად იყენებს.

დღის განმავლობაში, უნიტაზის სკამი უნიტაზზეა განთავსებული და აიდას იქამდე მისვლაში მისი ქალიშვილი ეხმარება.

საწოლის გვერდით განთავსებულია კონტეინერიანი უნიტაზის სკამი, რომლის საწოლთან ახლოს მდებარე სამკლავურიც ქვემოთაა დაშვებული.

ღამით უნიტაზის სკამი აიდას საწოლთან დგას, რაც მას ტუალეტში დამოუკიდებლად გასვლას უადვილებს.

აიდა შხაპის სკამსაც იყენებს.

შემდეგ გაკვეთილზე თქვენ მიიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეარჩიოთ სათანადო უნიტაზის ან შხაპის სკამი ადამიანის საჭიროებიდან გამომდინარე.

თქვენ დაასრულეთ პირველი გაკვეთილი!

თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან კომენტარი, გამოაქვეყნეთ სადისკუსიო ფორუმზე.

სადისკუსიო ფორუმი