დამხმარე პროდუქტები არის პროდუქტები, რომლებსაც ადამიანები იყენებენ ამოცანების შესასრულებლად, რომელთა შესრულებას სხვაგვარად ვერ შეძლებენ კარგად ან საერთოდ ვერ შეძლებენ.
დამხმარე პროდუქტების გამოყენება შეუძლიათ ბავშვებს, ზრდასრულებს და ხანდაზმულებს.
Assistive products may also be called assistive devices or assistive aids.
დამხმარე პროდუქტები ბევრ რამეში ეხმარება ადამიანებს. სწორად შერჩეულ დამხმარე პროდუქტს შეუძლია დაეხმაროს ადამიანს:
- იმ საქმიანობაში ჩართვაში მონაწილეობაში, რომელიც მათ სურთ ან სჭირდებათ
- მეტი დამოუკიდებლობის მიღებასა და მომვლელის მხარდაჭერის ნაკლებ საჭიროებაში
- უკეთესი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მიღწევაში
უყურეთ ვიდეორგოლებს, რათა გაეცნოთ, თუ როგორ ეხმარება დამხმარე პროდუქტები ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
დაფიქრდით
- რა სახის დამხმარე პროდუქტებს იყენებდნენ ადამიანები ვიდეორგოლებში?
- რა განსხვავება შეაქვთ დამხმარე პროდუქტებს მათ ცხოვრებაში?
არსებობს მრავალი სხვადასხვა სახის დამხმარე პროდუქტი. TAP-ის თითოეული მოდულის საშუალებით შეგიძლიათ გაეცნოთ ზოგიერთ დამხმარე პროდუქტს, რომლებიც შედის WHO-ს პრიორიტეტული დამხმარე პროდუქტების სიაში.
ეს მოიცავს დამხმარე პროდუქტებს, რომლებიც დაგეხმარებათ შემდეგში:
- შემეცნება (აზროვნება) – როგორიცაა აბების სათავსო და დაფები დამახსოვრების გასაუმჯობესებლად


- Communication – such as communication boards, books, and cards

- სმენა – როგორიცაა დამხმარე საშუალებები სმენადაქვეითებულთათვის და განგაშის აპარატები, რომლებიც მოქმედებენ ვიზუალური, ხმოვანი და ვიბრაციული შეტყობინებით


- მობილობა (გადაადგილება) – როგორიცაა გადაადგილებისათვის დამხმარე საშუალებები, პორტატული პანდუსები და სახელურები




- თვითმოვლა - როგორიცაა უნიტაზის და შხაპის სკამები, შემწოვი ქსოვილები და კათეტერები




- მხედველობა (ხედვა) – როგორიცაა საკითხავი სათვალეები, გამადიდებლები, აუდიო პლეერები, საათი ხმოვანი ბრძანებით ან/და სენსორული ეკრანით და ხელჯოხი უსინათლოებისათვის




ხშირად არსებობს ერთი და იგივე დამხმარე პროდუქტის ასორტიმენტი (ერთზე მეტი ტიპი).
For example:
- გადასაადგილებელი დამხმარე საშუალებები მოიცავს იდაყვის ყავარჯნებს, იღლიის ყავარჯნებს, გადასაადგილებელ ჩარჩოებს და ხელჯოხებს.




- გამადიდებლები (ლუპები) მოიცავს ხელის გამადიდებლებს (როგორიცაა ჯიბის გამადიდებლები), სადგამ გამადიდებელ შუშებს და სათვალეს გამადიდებელი მინით.




დისკუსია
Do you have examples of how any of the assistive products introduced in this topic have helped you or people that you know?
სხვა დამხმარე პროდუქტები?
გაუზიარეთ ერთმანეთს მაგალითები, თუ ჯგუფში მუშაობთ.