The time needed to provide assistive products
The time and support needed to provide an assistive product depends on a range of factors. These are outlined below.
How complex the assistive product is
A more complex assistive product often needs more time to carry out each of the service provision steps.
გახსოვთ ჯუ?
ჯუ იყენებს ეტლს, რათა შეძლოს ვერტიკალურად ჯდომა და გადაადგილება. მისი უსაფრთხო და კომფორტულ მდგომარეობაში მოთავსებისათვის, ეტლს აქვს სპეციალური საყრდენები. ჯუს ჩაუტარდა დეტალური შეფასებისა და მორგების სამი სესია საყრდენების სწორად განლაგებისთვის. მაგრამ ჯუ იზრდება და მას სჭირდება ხშირი შემდგომი ვიზიტები, რომ საყრდენები მის ცვალებად საჭიროებებს მოერგოს.
ჯუ ასევე იყენებს საკომუნიკაციო დაფას, რაც მას მეგობრებთან და ოჯახთან კომუნიკაციაში და სკოლაში სწავლაში ეხმარება. მისმა სერვისის პროვაიდერმა ორი სესია ჩაატარა ჯუსთან და მის ოჯახთან, ასწავლა საკომუნიკაციო დაფის გამოყენება. ის ასევე ჯუს სკოლას ეწვია, მასწავლებელსა და თანაკლასელებს აჩვენა, როგორ შეეძლოთ ჯუსთან საკომუნიკაციო დაფის გამოყენება. როდესაც ის იზრდება და მისი კომუნიკაციის საჭიროებები ფართოვდება, საჭროა საკომუნიკაციო დაფის მორგება, რომ მისი საჭიროებები დააკმაყოფილოს.
The needs and health of the person
ზოგიერთ ადამიანს აქვს სწრაფად ცვალებადი მოთხოვნილებები, რომლებიც საჭიროებს უფრო ხშირ დაკვირვებას და დამხმარე პროდუქტის შეცვლას, სხვებთან შედარებით.
მაგალითად, ბავშვს ზრდის პროცესში შეიძლება დასჭირდეს მისი პროდუქტის ზომის რეგულარული კორექტირება. ასევე, ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის დროთა განმავლობაში ცვალებადი პრობლემა, შეიძლება დასჭირდეს სხვადასხვა პროდუქტი, რადგან მათი საჭიროებები იცვლება.
გახსოვთ მერე?
მერემ პირველი სმენის აპარატი დაწყებით სკოლაში სწავლის დროს მიიღო. მას ყოველწლიურად რამდენჯერმე სჭირდება ახალი სხმული, რადგან ყურები ეზრდება.
The environment in which the person lives and works
თუ ადამიანი რთულ გარემოში ცხოვრობს ან მუშაობს, მისთვის სასარგებლო იქნება სწავლების მეტი სესია, თუ როგორ უნდა დაძლიოს სირთულეები.
მისთვის ასევე სასარგებლო იქნება გარემოს ცვლილებება, რათა მაქსიმალურად გამოიყენონ დამხმარე პროდუქტი.
Meet Asif.
ასიფს მუხლის ქვემოთ კიდურის ამპუტაცია ჩაუტარდა და გადასაადგილებლად იდაყვის ყავარჯნებს იყენებს. ასიფი ცხოვრობს ამაღლებულ ადგილას, სადაც ზედაპირი ძალიან უსწორმასწოროა, ხოლო სახლში კი კიბეები აქვს.
როდესაც ასიფმა პირველად დაიწყო იდაყვის ყავარჯნების გამოყენება, სერვისის პროვაიდერი რამდენჯერმე ესტუმრა მას სახლში და დაეხმარა ყავარჯნების გამოყენებით უსწორმასწორო ადგილზე და კიბეებზე ასვლა-ჩასვლაში პრაქტიკის გავლაში.
ასიფი ახლა თავს თავდაჯერებულად გრძნობს, იდაყვის ყავარჯნებით დამოუკიდებლად სარგებლობს, მიუხედავად იმისა, რომ მისი სახლის გარემო რთულია.
პირის გამოცდილება
ზოგიერთი ადამიანი დიდი ხანია იყენებს დამხმარე პროდუქტს. მათ კარგად იციან, რა დამხმარე პროდუქტი სჭირდებათ და როგორ გამოიყენონ ის. თუმცა, მათაც შეიძლება დასჭირდეთ სერვისის პროვაიდერისგან გარკვეული მხარდაჭერა, მაგალითად, სწორი პროდუქტის შერჩევაში, სწორად მორგების შემოწმებაში და კარგად მოვლაში.
გაიცანით პიტერი.
პიტერს ხერხემლის დაზიანება აქვს და მრავალი წელია ხმარობს ეტლს, კათეტერს და სხვა დამხმარე პროდუქტებს.
ის ძალიან გამოცდილი და თავდაჯერებულია კათეტერის მართვაში. თუმცა, პიტერს ჯერ კიდევ უტარდება დაკვირვება ადგილობრივ კლინიკაში, სადაც უმოწმებენ შარდის ბუშტს და კათეტერის გამართულ მუშაობას.
პიტერს ასევე უტარდება დაკვირვების ეტაპის შეხვედრები ეტლთან დაკავშირებით. სერვისის პროვაიდერი ამოწმებს, რომ ეტლი კვლავ აკმაყოფილებს მის საჭიროებებს და ეხმარება პიტერს ნებისმიერი საჭირო რემონტით.