შეკავების უნარი
შეკავების უნარი ნიშნავს სოციალურად მისაღებ ადგილას შარდის ბუშტისა და ნაწლავის
დაცლის ნებით გაკონტროლების უნარს. ასევე, შესაძლებელია აღვწეროთ, როგორც ტუალეტით წარმატებით სარგებლობა.
შეუკავებლობის დროს ადამიანს არ შეუძლია აკონტროლოს შარდის ბუშტი ან ნაწლავები. ის, ასევე, შესაძლებელია აღიწეროს, როგორც გაჟონვა, ჟონვა ან "შეუკავებლობის შემთხვევა".
კითხვა
შეამოწმეთ თქვენი ცოდნა შეკავების უნარისა და შეუკავებლობის შესახებ ამ მოკლე ქვიზის საშუალებით.
1. დღეში რამდენჯერ ცლიან ადამიანები შარდის ბუშტს?
საშუალოდ 6-8-ჯერ დღეში.
2. დღეში რამდენჯერ ცლიან ადამიანები ნაწლავებს?
ადამიანების უმეტესობა ნაწლავებს ცლის დღის ერთსა და იმავე დროს და ჩვეული სიხშირით. ეს შეიძლება იყო დღეში 3-ჯერ დაცლიდან
კვირაში 3-ჯერ დაცლამდე შუალედში.
3. დიდი ალბათობით ბევრი ადამიანი გამოცდის შეუკავებლობას ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე.
მართალია: შეუკავებლობა ხშირია. შარდის შეუკავებლობა აღენიშნება ქალების დაახლოებით 20%-ს და მამაკაცების 10%-ს.
4. შეუკავებლობა მხოლოდ ბავშვების ან ხანდაზმულების პრობლემაა.
მცდარია: ქალებმა, მამაკაცებმა, გოგონებმა და ბიჭებმა შესაძლებელია გამოსცადონ შეუკავებლობა ნებისმიერ ასაკში.
5. შარდის შეუკავებლობა (შარდის გაჟონვა) უფრო ხშირია, ვიდრე ნაწლავის შეუკავებლობა (განავლის გაჟონვა).
მართალია: შარდის შეუკავებლობა უფრო ხშირია, ვიდრე ნაწლავის შეუკავებლობა.
6. ჩამოთვლილთაგან რომელს შეუძლია გამოიწვიოს შეუკავებლობა?
თუ მონიშნეთ ზემოთ მოცემული ყველა ველი, მართალი ხართ.
არსებობს მრავალი განსხვავებული მიზეზი, რის გამოც ადამიანებს შეიძლება განუვითარდეთ შეუკავებლობა. ზემოთ მოცემული ჩამონათვალი გვიჩვენებს მხოლოდ რამდენიმე მიზეზს.
ტუალეტით წარმატებით სარგებლობა (შეკავების უნარი) მოიცავს სამ ძირითად ეტაპს:
- პირველი ეტაპი: გააზრება (სხეულის სიგნალებიდან გამომდინარე) იმის, თუ როდის არის ტუალეტში წასვლის დრო
- მეორე ეტაპი: შეკავება, სანამ არ დადგება დაცლის დრო
- მესამე ეტაპი: შარდის ბუშტის ან ნაწლავის სრულად დაცლა, სწორ ადგილას და მზად ყოფნის დროს.
კითხვა
1. რომელი „სხეულის სიგნალები“ გეუბნებათ, რომ დროა წახვიდეთ ტუალეტში?
- შარდის ბუშტზე ან ნაწლავებზე ზეწოლის შეგრძნება, რომელიც ძლიერდება, თუ ტუალეტში წასვლა გვიანდება.
- მუცელში ტკივილის შეგრძნება შეიძლება იყოს ნაწლავების დაცლის საჭიროების ნიშანი.
2. რამ შეიძლება შეაფერხოს ვინმეს დროულად მისვლა ტუალეტში?
- სხეულის სიგნალების ვერ ამოცნობა ან უგულებელყოფა
- სხვა რამეზე კონცენტრირება და მისი "ძალიან გვიან"
დატოვება ტუალეტში მისასვლელად - ტუალეტში გადაადგილების ფიზიკური
სირთულე - ბარიერები, რომლებიც ბლოკავს გზას ტუალეტისკენ.
3. არის თუ არა პრობლემა, თუ ვინმე ვერ ახერხებს შარდის ბუშტის მთლიანად დაცლას ყოველ ჯერზე, როცა ტუალეტში მიდის?
დიახ, არასრული დაცლა შარდის ბუშტისთვის პრობლემას წარმოადგენს. ის ხელს უწყობს ბაქტერიების (მიკრობების) გამრავლებას, რაც იწვევს საშარდე გზების ინფექციას და, ასევე, შეუძლია გაზარდოს შარდის ბუშტის ქვების (მინერალების მცირე მასების) განვითარების რისკი. შარდის ბუშტში ქვებმა შესაძლებელია დაბლოკოს შარდის დინება, რაც სახიფათოა.
4. პრობლემას წარმოადგენს, თუ ვინმე რეგულარულად არ ცლის ნაწლავებს?
დიახ, ნაწლავის რეგულარულად არდაცლას ან ჭინთვას მაგარი, მშრალი განავლის გამოყოფით ყაბზობა ეწოდება. ეს პრობლემას წარმოადგენს, ვინაიდან არასასიამოვნოა და შეიძლება გამოიწვიოს განავლის შეუკავებლობა. ყაბზობამ ასევე შესაძლებელია გააღიზიანოს შარდის ბუშტი; და გამოიწვიოს შარდის შეუკავებლობა.
შეუკავებლობა შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ზემოთ აღწერილ ერთ ან ყველა ეტაპთან.
კითხვა
რომელ ეტაპთან დაკავშირებული სირთულეები აქვს თითოეულ ქვემოთ ჩამოთვლილ ადამიანს?
გაიცანით ლუსიანა
ლუსიანა მეუღლესთან, ხოსესთან ერთად ცხოვრობს. ლუსიანას უჭირს აქტივობების დამახსოვრება და დაგეგმვა. ის ვერ ცნობს სხეულის სიგნალებს, რომლებიც ეუბნებიან მას, რომ დროა წავიდეს ტუალეტში და ხშირად აქვს განავლის და შარდის შეუკავებლობის შემთხვევები.
რომელ ეტაპთან/ეტაპებთან დაკავშირებული სირთულე აქვს ლუსიანას?
ლუსიანას აქვს პირველ ეტაპთან დაკავშირებული სირთულეები.
გახსოვთ დევიდი?
დევიდი ხანდაზმული, დაუძლურებული მამაკაცია, რომელიც სასიარულო ჩარჩოთი გადაადგილდება. დევიდმა იცის თუ როდის სჭირდება ტუალეტით სარგებლობა, თუმცა იქ მისვლამდე შეკავება უჭირს. საქმეს ართულებს მისი ფიზიკური პრობლემებიც, ვინაიდან უფრო მეტი დრო სჭირდება ტუალეტამდე მისასვლელად. მას შარდის შეუკავებლობის რამდენიმე შემთხვევა ჰქონდა და ახლა ნერვიულობს გარეთ გასვლისას.
რომელი ეტაპთან/ეტაპებთან დაკავშირებული სირთულეები აქვს დევიდს?
დევიდს მეორე ეტაპთან დაკავშირებული სირთულეები აქვს.
გახსოვთ პიტერი?
პიტერს ზურგის ტვინის დაზიანება აქვს. ის ვერ გრძნობს და ვერ ამოძრავებს ფეხებს წელს ქვემოთ. მას, ასევე, არ შეუძლია შარდის ბუშტისა და ნაწლავების კონტროლი.
რომელ ეტაპთან/ეტაპებთან დაკავშირებული სირთულეები აქვს პიტერს?
პიტერს პირველ, მეორე და მესამე ეტაპებთან დაკავშირებული სირთულეები აქვს. ზურგის ტვინის დაზიანება ნიშნავს, რომ ის ვერ გრძნობს სხეულის სიგნალებს ან არ შეუძლია შარდის ბუშტის ან ნაწლავის ნებითი კონტროლი ან დაცლა.
გაიცანით გაბრიელი
გაბრიელი შვიდი წლისაა და დედასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობს. საათობით თამაშობს თავისი სათამაშო მანქანებით და არ უყვარს როცა აწყვეტინებენ. გაბრიელს ლაპარაკი უჭირს. როცა გაბრიელს ტუალეტში წასვლა უნდა, ის მოუსვენრად იქცევა და იქაჩავს ტანსაცმელს. დედამისი ცნობს ამ ნიშნებს და იცის, რომ მას ტუალეტში უნდა წასვლა. თუმცა, უჭირს მისი უნიტაზზე დასმა ნაწლავების დასაცლელად საკმარისი დროის მანძილზე. მას საკმაოდ ხშირად აქვს განავლის შეუკავებლობის შემთხვევები.
რომელ ეტაპთან/ეტაპებთან დაკავშირებული სირთულეები აქვს გაბრიელს?
მიუხედავად იმისა, რომ გაბრიელი ცნობს სხეულის სიგნალებს (პირველი ეტაპი), მას უჭირს ეტაპი 3: საჭირო დროს სწორ ადგილას ყოფნა და ნაწლავების დასაცლელად მზადყოფნა.
ადამიანებს შეუკავებლობა სხვადასხვა სახით აღენიშნებათ.
კითხვა
წაიკითხეთ მარინას, საკურას და დემბეს შეუკავებლობის გამოცდილების შესახებ ქვემოთ. შემდეგ უპასუხეთ კითხვებს.
გაიცანით მარინა
მარინა 52 წლისაა. მას შემდეგ, რაც 25 წლის წინ მეორე შვილი შეეძინა, ზოგჯერ, ხველების ან ვარჯიშის დროს, აღენიშნება შარდის გაჟონვა.
ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მარინამ შეამჩნია, რომ ტუალეტში მისწრება სჭირდება. მას რეგულარულად აღენიშნება შარდის გაჟონვა, რადგან არ შეუძლია შეკავება.
მარინა ღამით ტუალეტში გასასვლელად იღვიძებს და ყოველთვის ვერ ახერხებს შეკავებას სანამ იქამდე მივა.
1. რა ტიპის გაჟონვა აღენიშნება მარინას?
მხოლოდ შარდი არის სწორი.
2. რა სიხშირით აღენიშნება გაჟონვები?
სწორი პასუხია რეგულარულად. მარინას რეგულარულად აქვს გაჟონვა, როდესაც ვერ ასწრებს ტუალეტში მისვლას. მას გაჟონვა, ასევე, ხველების ან ვარჯიშის დროს აღენიშნება.
3. როდის აღენიშნება გაჟონვები?
სწორი პასუხია ორივე. მარინას შარდის გაჟონვა დღისითაც და ღამითაც აქვს
გაიცანით საკურა
საკურა 11 წლისაა და ოჯახთან ერთად ცხოვრობს. საკურას ცერებრული დამბლა აქვს და უჭირს მოძრაობების კონტროლი და კომუნიკაცია. საკურას ხშირად აღენიშნება შარდის, ზოგჯერ კი, ნასაუზმევს, განავლის გაჟონვა.
1. რა ტიპის გაჟონვა აღენიშნება საკურას?
სწორი პასუხია ორივე.
2. რა სიხშირით აღენიშნება გაჟონვები?
ხანდახან და რეგულარულად ორივე სწორია. საკურას რეგულარულად აღენიშნება შარდის, ხანდახან კი განავლის გაჟონვა.
3. როდის აღენიშნება გაჟონვები?
სწორი შესაძლებელია იყოს მხოლოდ დღისით ან ორივე. საკურას შარდის გაჟონვა შესაძლებელია ღამით აღენიშნოს. განავლის გაჟონვა კი დღის განმავლობაში აქვს. გამორკვევაში მეტი კითხვის დასმა დაგეხმარებოდათ.
გაიცანით დემბე
დემბე 13 წლისაა და მეგობრებთან ერთად ფეხბურთის თამაში უყვარს. მისი გუნდი ადგილობრივი ლიგის ფინალშია, მაგრამ მატჩის თამაშამდე გრძელი გზაა და მათ ღამით დარჩენა მოუწევთ. დემბე ძალიან მოწყენილია, რადგან გადაწყვიტა არ ითამაშოს. მას არ სურს მისმა მეგობრებმა გაიგონ, რომ არასდროს დაუძინია არსად, საკუთარი სახლის გარდა, რადგან ზოგჯერ საწოლში ისველებს და არასოდეს იცის, როდის მოხდება ეს.
1. რა სახის გაჟონვა აღენიშნება დემბეს?
მხოლოდ შარდი არის სწორი.
2. რა სიხშირით აღენიშნება გაჟონვები?
სწორია ხანდახან. დემბეს ყოველკვირეულად აღენიშნება პერიოდული გაჟონვა.
3. როდის აღენიშნება გაჟონვები?
სწორია მხოლოდ ღამით.
თითოეულმა ადამიანმა, რომელსაც აქვს შეუკავებლობა, უნდა მიმართოს ჯანდაცვის პროფესიონალს, რომელიც შეძლებს მიზეზის შეფასებას და დახმარებას მკურნალობის დაგეგმვაში ან/და შეუკავებლობის მართვაში.
არსებობს მრავალი გზა, რომლითაც ჯანდაცვის პროფესიონალს შეუძლია ყველა ასაკის ადამიანის დახმარება შარდის ბუშტის ან ნაწლავის კონტროლის აღდგენაში. რეფერალი ყოველთვის კარგი იდეაა.
დაფიქრდით
ჯანდაცვის რომელ პროფესიონალთან გადაამისამართებდით შეუკავებლობის მქონე პირს თქვენს რეგიონში?
მარინა შეშფოთებულია გაჟონვების გამო. ის წუხს, რომ გარეთ ყოფნისას ტუალეტში შესვლას დროულად ვერ ასწრებს და ვარჯიშზე სიარული შეწყვიტა. ის გადაამისამართეს შეკავების უნარის შესაფასებლად.
ჯანდაცვის პროფესიონალი მარინას ამშვიდებს, რომ ქალებს ხშირად აქვთ ეს პრობლემა, მაგრამ მისი მკურნალობა და განკურნება შესაძლებელია.
ისინი ასწავლიან იმ კუნთების გაძლიერებას, რომლებიც მისი შარდის ბუშტის საყრდენს წარმოადგენენ და გაავარჯიშებენ მის შარდის ბუშტს, რათა თავიდან აიცილოს ტუალეტში მისწრების საჭიროება.
ისინი შეთამხმდნენ, რომ დროებით ზოგიერთი შემწოვი პროდუქტის გამოყენება სარგებლის მომტანი იქნება მანამ, სანამ რჩევა და მკურნალობა შედეგს გამოიღებს, რათა ქალმა შეძლოს გაჟონვის შიშის გარეშე გასვლა.
მარინა ძალიან ბედნიერია.
კითხვა
გაიცანით ლოლა
ლოლა 30 წლისაა და ტუალეტით სარგებლობის პრობლემა აქვს. ის ვერ გრძნობს, როდის სჭირდება შესვლა. მას შარდის ბუშტისა და ნაწლავების შემთხვევითი დაცლა დაეწყო. ეს პრობლემები ერთი კვირის წინ დაიწყო. მანამდე მას არანაირი პრობლემა არ ჰქონია და ჯანმრთელი იყო.
რა ქმედება უნდა განახორციელოთ?
ლოლას ნებართვით დაუყოვნებლივ უნდა გადაამისამართოთ ის ჯანდაცვის პროფესიონალთან სრული შეფასებისთვის. მას შესაძლებელია ჰქონდეს ჯანმრთელობის ფარული პრობლემა.
ჯანდაცვის პროფესიონალთან რეფერალი გადაუდებელია ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც ჰქონდა უეცარი ცვლილება შარდის ბუშტის ან ნაწლავების გათავისუფლების ან დაცლის კონტროლის უნარში.
განაგრძეთ კითხვა, რომ გაიგოთ სხვადასხვა გზის შესახებ, რომლითაც ადამიანებს შეუძლიათ მიიღონ დახმარება საკუთარი თავის მოვლის აქტივობების მართვაში.