ბავშვს, ზრდასრულს ან ხანდაზმულ ადამიანს, რომელსაც აღენიშნება სირთულეები:
- ფიზიკურ უნარებთან ან/და
- სააზროვნო უნარებთან ან/და
- შარდის ბუშტისა და ნაწლავების კონტროლთან დაკავშირებით
შესაძლებელია ჰქონდეს სირთულეები თავის მოვლის ერთ ან რამდენიმე სფეროში.
მოდით გავეცნოთ რამდენიმე პერსონაჟს, რომლებსაც უჭირთ საკუთარი თავის მოვლა.
გაიცანით რონინი
რონინი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც ცოტა ხნის წინ ავარიაში მოჰყვა.
მას მარცხენა ხელი და მარცხენა ფეხი აქვს მოტეხილი. სანამ ძვლები არ შეუხორცდება,
ფეხზე დაყრდნობა ან ხელის გამოიყენება მისთვის არ შეიძლება.
სანამ ძვლები შეუხორცდება, მას ტუალეტში სიარულში, შხაპის მიღებასა და ჩაცმაში დახმარება ესაჭიროება.
კითხვა
რონინის თავის მოვლასთან დაკავშირებული სირთულეები მუდმივია თუ დროებითი?
დროებითი, რადგან მოტეხოლობის შეხორცების შემდეგ ის კვლავ შეძლებს თავისუფლად მოძრაობას.
გაიცანით სამუელი
სამუელი არის მოზარდი, რომელსაც დაუნის სინდრომი აქვს. მას უჭირს თითების მოძრაობის კოორდინაცია ისეთი ამოცანებისთვის, როგორიცაა ღილებისა და ფეხსაცმლის თასმების შეკვრა. მომდევნო გაკვეთილზე გაიგებთ თავის მოვლის რა დამხმარე საშუალებებს იყენებს სამუელი ამ ამოცანების შესასრულებლად.
სამუელს ყოველთვის არ ახსოვს, რომ შესასრულებელი აქვს თავის მოვლის აქტივობები. სახლში ის იყენებს დაფას და მობილური ტელეფონის აპლიკაციას, რათა დაიმახსოვროს ის, რაც გასაკეთებელი აქვს.
კითხვა
რისთვის იყენებს სამუელი თეთრ დაფას?
სამუელი თეთრ დაფას იყენებს თავის მოვლის აქტივობების გასახსენებლად, რომელიც უნდა შეასრულოს.
გაიცანით აიდა
აიდამ გადაიტანა ინსულტი. რასაც მოყვა მისი სხეულის მარცხენა მხარის სისუსტე.
მას უჭირს სიარული, წონასწორობის დაცვა და მარცხენა ხელის ხმარება. ის იყენებს ხელჯოხს გადასაადგილებლად.
აიდა გრძნობს, თუ როდის სჭირდება ტუალეტით სარგებლობა. თუმცა, ტუალეტამდე დროულად მისვლა უჭირს. დახმარება ესაჭიროება უნიტაზზე დაჯდომისას და შემდეგ ფეხზე წამოდგომისას. მას ასევე უჭირს შხაპის მიღება და ჩაცმა. საკუთარი თავის მოვლის უმეტეს ნაწილში მას ქალიშვილი ეხმარება.
კითხვა
რატომ უჭირს აიდას ტუალეტამდე მისვლა?
აიდას ტუალეტამდე მისვლა უჭირს, რადგან სიარული უძნელდება. მას მობილობასთან დაკავშირებული სირთულეები აქვს.
გახსოვთ ჯენსენი?
ჯენსენი 60 წლისაა და დიაბეტი აქვს. ჯენსენს ფეხებში მგრძნობელობა აქვს დაქვეითებული და იყენებს ხელჯოხს.
ის ვერ გრძნობს სხეულის სიგნალებს, ტუალეტით რომ ისარგებლოს, დაეწყო შარდის გაჟონვები, ზოგჯერ კი გრძნობს, რომ ნაწლავი მთლიანად არ ეცლება.
ჯენსენს ჩაცმისას ერთულება ელვა-შესაკრავებისა და ღილების შეკვრა. მომდევნო გაკვეთილში გაიგებთ თავის მოვლის დამხმარე საშუალებების შესახებ, რომლებიც შესაძლებელია დაეხმაროს მას.
კითხვა
რატომ ვერ ახერხებს ჯენსენი ტუალეტით წარმატებით სარგებლობას?
ჯენსენს უჭირს სხეულის სიგნალების შეგრძნება, ტუალეტში რომ წავიდეს. მას ასევე, აღენიშნება ნაწლავების სრულად დაცლის სირთულეები.
თავის მოვლის პრობლემებმა შესაძლებელია სირთულეები შეუქმნას ადამიანებს სხვადასხვა კუთხით.
დისკუსია
განიხილეთ კოლეგებთან ერთად ან დადეთ პოსტისადისკუსიო ფორუმზე იმის შესახებ, თუ როგორ ახდენს გავლენას თავის მოვლასთან დაკავშირებული სირთლეები ადამიანის ცხოვრებაზე.
ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი საყოველთაოდ ცნობილი გავლენა, თუმცა, შესაძლებელია არსებობდეს სხვებიც, მათ შორის თქვენი საზოგადოებისთვის განსაკუთრებულად დამახასიათებელი.
თავის მოვლასთან დაკავშირებული სირთულეების გავლენა:
- ზოგიერთი ადამიანი გრძნობს სირცხვილს დახმარების საჭიროების გამო.
- საქმის შესრულება მოითხოვს მეტ დროს იმ ადამიანისთვის ან ოჯახის წევრებისთვის, რომლებიც დახმარებას უწევენ, შედეგად სხვა რაღაცებისთვის ნაკლები დრო რჩებათ.
- ზოგიერთი ადამიანი გრძნობს სირცხვილსა და უხერხულობას ნაწლავთან ან შარდის ბუშტთან დაკავშირებული შემთხვევების დროს.
- ზოგიერთი ადამიანი საბოლოოდ იზოლირებული ან გარიყული ხდება. მათ არ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ სკოლაში, სამსახურში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
- ამ პირებისა და მათი ოჯახებისთვის არსებობს ხარჯები დამატებითი პროდუქტების შეძენის აუცილებლობის ან შემოსავლის დაკარგვის გამო, ვინაიდან მათ არ შეუძლიათ მუშაობა ან ოჯახის წევრს უწევს ნაკლები მუშაობა მათ დასახმარებლად.
თავის მოვლის შეძლებისდაგვარად გაიოლება მნიშვნელოვანია ადამიანების ცხოვრების ხარისხისთვის..
განაგრძეთ კითხვა, რათა გაიგოთ სამი ძირითადი ხერხის შესახებ, რაც აადვილებს საკუთარი თავის მოვლას.
1. გამოიყენეთ თავის მოვლის დამხმარე საშუალებები
თავის მოვლის დამხმარე საშუალებები ადამიანს, ოჯახის წევრებსა ან მომვლელებს უადვილებს თავის მოვლის პროცესს.
შემდეგ გაკვეთილში თქვენ ისწავლით რამდენიმე განსხვავებული ტიპის თავის მოვლის დამხმარე საშუალებების შესახებ.
2. გარემოს მორგება
გახსოვთ პიტერი?
პიტერს ზურგის ტვინის დაზიანება აქვს და პარალიზებულია (არ შეუძლია გადაადგილება) წელს ქვემოთ. მას აქვს ძლიერი მკლავები და ზედა ტანის კარგი წონასწორობა. მას შეუძლია სავარძელ -ეტლით დამოუკიდებლად გადაადგილება.
პიტერს აქვს გლუვი ბილიკი და თავის აბაზანასთან პანდუსი, რის გამოც დამოუკიდებლად იყენებს აბაზანას.
კარი საკმარისად ფართოა იმისთვის, რომ მისი ეტლი შეეტიოს და შიგნით საკმარისი სივრცეა შემოსაბრუნებლად.
3. შეცვალეთ თავის მოვლის შესრულების მეთოდი
გაიცანით ელაიშა
ელაიშას ცერებრული დამბლა აქვს და უჭირს საკუთარი მოძრაობებისა და კოორდინაციის მართვა. ის იყენებს სასიარულო ჩარჩოს (ზურგის მხრიდან მისადგომი) გადასაადგილებლად.
ელაიშა შეძლებისდაგვარად უვლის საკუთარ თავს. საჭიროებისას დედა ეხმარება.
ის ჩაცმისას სკამზე ზის, მეორე სკამს კი იყენებს ტანსაცმლის დასადებად, ადვილად მისაწვდომ მანძილზე. ასევე, იცვამს ისეთ ტანსაცმელს, რომლის ამოცმა და ჩაწევა იოლია.
თქვენ დაასრულეთ პირველი გაკვეთილი!
თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან კომენტარი, გამოაქვეყნეთ სადისკუსიო ფორუმზე.