შემდგომი დაკვირვება უნიტაზის ან შხაპის სკამზე
შემდგომი დაკვირვება
მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ უნიტაზის ან შხაპის სკამთან დაკავშირებული პრობლემის წარმოქმნისას შესაბამის სამსახურთან დაკავშირება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.
ზოგიერთი სამსახური დამხმარე საშუალებებზე განათავსებს სტიკერებს, სადაც მისი საკონტაქტო ინფორმაციაა მოცემული.
როგორც წესი, ადამიანი, რომელიც უნიტაზის ან შხაპის სკამით სარგებლობს, სხვა დამხმარე საშუალებებსაც იყენებს. ამ უკანასკნელთა შემდგომი დაკვირვების ვიზიტის განხორციელებისას, უნიტაზის ან შხაპის სკამიც შეამოწმეთ.
შემდგომი დაკვირვება დაგეხმარებათ შემდეგის დადგენაში:
- კვლავ აკმაყოფილებს თუ არა უნიტაზის ან შხაპის სკამი ადამიანის საჭიროებებს
- სჭირდება თუა არა შეკეთება ან შეცვლა უნიტაზის ან შხაპის სკამს.
დაუსვით ადამიანს შემდეგი კითხვები, რათა გაიგოთ, აკმაყოფილებს თუ არა უნიტაზის ან შხაპის სკამი მის საჭიროებებს:
- იყენებთ თქვენს უნიტაზის ან შხაპის სკამს?
- აწყდებით თუ არა რაიმე პრობლემებს უნიტაზის ან შხაპის სკამის გამოყენებისას?
- გაქვთ თუ არა რაიმე შეკითხვა თქვენი უნიტაზის ან შხაპის სკამთან დაკავშირებით?
თუ ადამიანი არ სარგებლობს უნიტაზის ან შხაპის სკამით, ან აქვს პრობლემები, გაარკვიეთ შესაბამისი მიზეზები. ამის შემდეგ შეძლებთ, ერთად იპოვოთ გამოსავალი.
გამოიყენეთ თქვენს მიერ მიღებული ინფორმაცია, რათა პირთან ერთად გადაწყვიტოთ, საჭიროა თუ არა რაიმე ზომების მიღება. ქმედებები, რომლებიც ხშირად ხორციელდება, ქვემოთ არის მოცემული.
სკამის შეკეთება ან ტექმომსახურება
მოშვებული ხრახნების ან მუხრუჭების მოჭერა შესაძლებელია მარტივი ხელსაწყოების მეშვეობით.
გახსოვთ დევიდი?
დევიდი დაუძლურებული ხანდაზმული მამაკაცია, რომელიც მეუღლესთან - ლეიტენგისთან ერთად ცხოვრობს. ის უნიტაზის და შხაპის სკამს იყენებს.
შემდგომი დაკვირვების ჩატარებისას დევიდი განმარტავს, რომ შხაპის სკამის გამოყენებისას გრძნობს, რომ ის მორყეულია. თქვენ ამოწმებთ სკამს და აღმოაჩენთ, რომ ერთ-ერთი რეგულირებადი ფეხი მოშვებულია. თქვენ მოუჭერთ ფეხს და აჩვენებთ დევიდს და მის მეუღლეს - ლეიტენგის, თუ როგორ უნდა გააკეთონ ეს, თუ მსგავსი რამ განმეორდება. სკამი ახლა უსაფრთხო და სტაბილურია.
ნაწილების შეცვლა
თუ უნიტაზის სკამის მოსახსნელი კონტეიერი დაზიანებულია, მისი შეიძლება მთელი სკამის გამოცვლის გარეშე არის შესაძლებელი.
იფიქრეთ იმაზე, თუ რომელი სათადარიგო ნაწილები უნდა ინახებოდეს მარაგში.
კითხვა
ვის შეუძლია თქვენი დახმარება ხშირად გამოყენებადი სათადარიგო ნაწილების განსაზღვრაში?
- Manufacturers will know which spare parts are commonly needed when you first start to purchase a new product.
- Keep a record of repairs carried out by your service. Over time this information will help identify which parts often need replacing.
სკამის გამოცვლა
ჟანგის ან ბზარების აღმოჩენის შემთხვევაში, სკამი უნდა შეიცვალოს.
სკამის ჩარჩოზე ან დასაჯდომზე ჟანგის ან ბზარების არსებობა შეიძლება სახიფათო იყოს.
შემდგომი სწავლება
ადამიანს და მის მომვლელს შეიძლება დასჭირდეთ დამატებითი სწავლება იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს სკამის გამოყენება ან მასზე გადასვლა/გადმოსვლა.
გახსოვთ აიდა?
დღის განმავლობაში, აიდა იყენებს უნიტაზზე მოთავსებულ უნიტაზის სკამს, რომელზე გადასვლაშიც მას ქალიშვილი ეხმარება.
ღამით უნიტაზის სკამი აიდას საწოლთან დგას.
შემდგომი დაკვირვების დროს ეკითხებით აიდას: „გაწუხებთ თუ არათქვენს უნიტაზის ან შხაპის სკამთან დაკავშირებული რაიმე პრობლემა?"
აიდა აცხადებს, რომ ზოგჯერ საკმარისად ვერ ახერხებს იმდენად სწრაფად მოძრაობას, რომ ტუალეტში დროულად მოხვდეს, რამაც რამდენჯერმე გამოიწვია შეუკავებლობით განპირობებული უხერხული მდგომარეობა.
თქვენ უხსნით მას, რომ ტუალეტში რუტინულად, რეგულარული ინტერვალებით გასვლის ჩვევის შემუშავება (დღის განმავლობაში) შეიძლება მისთვის სასარგებლო აღმოჩნდეს.
აიდა და მისი ქალიშვილი გეთანხმებიან, რომ უნდა სცადონ ყოველ 2 საათში ამგვარი ქმედების განხორციელება. თქვენ ასევე უდასტურებთ, რომ ცვლილებების არარსებობის შემთხვევაში ადამ უნდა მიმართოს ჯანდაცვის სპეციალისტს, რათა დარწმუნდეს, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემა არ აღენშნება.
ხელახალი შეფასება
თუ ადამიანის საჭიროებები შეიცვლება, მას შეიძლება დასჭირდეს სხვა ტიპის უნიტაზის სკამის, შხაპის სკამის ან სხვა დამხმარე საშუალების ახალი შეფასება.
გადამისამართება
გადაამისამართეთ ჯანდაცვის სპეციალისტთან იმ შემთხვევაში, თუ:
- გაგაჩნიათ წუხილები ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით
- მისი მობილურობა ან ტუალეტში გასვლასთან დაკავშირებული საჭიროებები ბოლო დროს ძალიან შეიცვალა.
გადაამისამართეთ სხვა სამსახურთან, თუ ადამიანს შეუძლია ისარგებლოს დამხმარე საშუალებებით, რომლებსაც თქვენ ვერ უზრუნველყოფთ.
გადაამისამართეთ სარეაბილიტაციო სამსახურებთან, თუ ადამიანისთვის სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს რეაბილიტაცია, რაც მას თავის დამოუკიდებლად მოვლის საჭიროებების მართვაში დაეხმარება.
კითხვა
გახსოვთ კალი?
შემდგომი დაკვირვების ვიზიტის დროს კალი გეუბნებათ, რომ მისი ჯანმრთელობა გაუარესდა და ახლა შხაპის სკამის გამოყენებისას თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს. მას უჭირს საყრდენის სწორად ჯდომა და ეშინია, რომ შეიძლება სკამიდან ჩამოვარდეს.
რა ქმედებებს განიხილავთ კალისთან და მის ქალიშვილთან?
- As Cali’s health has become worse, you should ask her if she has seen a healthcare professional recently. If not, refer her.
- Cali’s needs have changed so she should have a new assessment for her toilet and shower chair
- During the assessment, find out if there are other activities Cali finds difficult. She may also benefit from other assistive products.
თქვენ დაასრულეთ მეხუთე გაკვეთილი!
თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან კომენტარი, გამოაქვეყნეთ სადისკუსიო ფორუმზე.