ადამიანების მიერ საზოგადოებაში დამხმარე პროდუქტების გამოყენების მხარდაჭერა

Topic Progress:

ბევრი ადამიანისთვის დამხმარე პროდუქტებზე წვდომა მათთვის სასურველ ან საჭირო აქტივობაში მონაწილეობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

თუმცა, სწორი დამხმარე პროდუქტითაც კი, ადამიანებს შეიძლება შეექმნათ ბარიერები, რომლებიც კვლავაც ზღუდავს მათ მონაწილეობას.

These barriers may include:

  • გარემოს, რომელიც მიუწვდომელია
  • სოციალურ სტიგმას და დისკრიმინაციას
  • ხელმისაწვდომი ინფორმაციის ნაკლებობას
  • მხარდამჭერი სერვისების ან პოლიტიკის ნაკლებობას.

ყველას აქვს თავისი როლი იმის უზრუნველყოფაში, რომ დამხმარე პროდუქტებით მოსარგებლე ადამიანებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ მათთვის სასურველ ან საჭირო აქტივობებში სხვებთან თანაბარ საფუძველზე.

Lei is standing, wearing a purple t-shirt. She has one arm by her side and the other is curled towards her body.

Meet Lei.

ლეიმ ინსულტი გადაიტანა და ქალიშვილთან ერთად სახლში ცხოვრობს. ლეის სხეულის მარჯვენა მხარის დაზიანება აქვს და ზოგჯერ მისი მეტყველება გაუგებარია. გადაადგილებისას ის ჯოხს იყენებს.

ინსულტამდე ლეი თემის ცხოვრებაში აქტიურად იყო ჩართული და ხშირად ყიდდა ბოსტნეულს ადგილობრივ ბაზარზე. თუმცა, ინსულტის შემდეგ მას უჭირს ავტობუსში ასვლა ბაზარში წასასვლელად. მან ასევე შენიშნა, რომ ბაზარში მომუშავე ზოგიერთი ქალი ერიდება მის საუბრებსა და საქმიანობაში ჩართვას.

A bus is parked nearby the marketplace. A man opens the door for two women, one who is using a walking stick.

ლეი თავს იზოლირებულად გრძნობდა და ისე ხშირად აღარ დადიოდა ბაზარში. თუმცა, ერთ დღეს ავტობუსის მძღოლმა ლეის დაახვედრა მის მიერ დამზადებული ფეხის დასადგმელი დაბალი გადასატანი სკამი, რამაც მას გაცილებით გაუადვილა ავტობუსში ასვლა და ჩამოსვლა.

ლეი და მისი მეგობარი გვერდიგვერდ დგანან თავიანთი დახლის უკან და ყიდიან ბოსტნეულს.

ლეის მეგობარმა ბაზარში ასევე მხარი დაუჭირა მას სხვა ქალებთან საუბარში და განმარტა, რომ ლეის შეეძლო საუბრის სრულად გაგება და მასში მონაწილეობა, თუმცა გარკვევით საუბრისთვის მეტი დრო სჭირდებოდა. სხვა ქალებმა გაიგეს მისი მდგომარეობა და ლეი კვლავ ჩართეს საქმიანობასა და საუბრებში, მეტ დროს უთმობდნენ პასუხისთვის.

ლეი კვლავ რეგულარულად ყიდის ბოსტნეულს ბაზარში და სიამოვნებს სხვა ქალებთან ურთიერთობა.

კითხვა

1. რა ბარიერებს წააწყდა ლეი თემის ცხოვრებაში მონაწილეობისას?

1. ლეის შეექმნა:

  • ფიზიკური ბარიერები (მას უჭირდა ავტობუსში ასვლა)
  • ბარიერები სხვების მხრიდან დამოკიდებულებაში (ბაზარში მყოფმა ქალებმა გარიყეს ლეი საუბრებიდან და აქტივობებიდან).

2. How were they overcome? What role did different people play?

2. ბარიერების დაძლევა მოხდა მისი თემის წევრების მხარდაჭერით:

  • ავტობუსის მძღოლი დაეხმარა ლეის ფიზიკური ბარიერის გადალახვაში გადასატანი სკამის დამზადებით, რაც მას ავტობუსში ასვლასა და ჩადმოსვლას უადვილებდა.
  • ლეის მეგობარმა მხარი დაუჭირა მას სხვა ქალებთან საუბრით, რის შედეგად ისინი მიხვდნენ, რომ ლეის შეეძლო მათ საუბრებსა და საქმიანობაში მონაწილეობის მიღება.

თქვენ დაასრულეთ მე-4 გაკვეთილი!

 შეკითხვების ან კომენტარის არსებობის შემთხვევაში, განათავსეთ ისინი სადისკუსიო ფორუმზე .

სადისკუსიო ფორუმი