ადამიანებს შეიძლება უჭირდეთ გადაადგილება მრავალი მიზეზის გამო.
ზოგიერთი საერთო მიზეზი მოცემულია ქვემოთ.
სიმყიფე ან სისუსტე
სიმყიფის ან სისუსტის მქონე ადამიანს შეიძლება გაუჭირდეს წონასწორობის შენარჩუნება და მოძრაობა.
ტკივილი ან დაჭიმულობა
ტკივილმა ან დაჭიმულობამ შეიძლება შეზღუდოს პირის გადაადგილების უნარი.
მაგალითად, ართრიტმა (სახსრების ტკივილი) შეიძლება შეზღუდოს პირის წამოდგომის ან სიარულის უნარი.

გაიცანით კალი
კალი სისუსტე აწუხებს და ართრიტი აქვს. მას ხშირად აქვს ტკივილი თეძოსა და მუხლების არეში, რაც ხელს უშლის სიარულში.
დამბლა
დამბლა არის სხეულის ნაწილის მოძრაობის უნარის არქონა.
მაგალითად, ზურგის ტვინის დაზიანება ადამიანში ხშირად ფეხების პარალიზებას იწვევს. პარალიზებული ფეხებით პირს არ შეუძლია ადგომა და სიარული.

გახსოვთ პიტერი?
პიტერს ზურგის ტვინის დაზიანება აქვს და წელის ქვემოთ პარალიზებულია. პიტერის გადაადგილების პრობლემა სამუდამო ხასიათისაა და დამატებითი მხარდაჭერის გარეშე ის ვეღარ გადაადგილდება.
ამპუტაცია
პირები ფეხის ან ტერფის ამპუტაციით, მეტი ალბათობით, გამოიყენებენ დამხმარე საშუალებებს გადაადგილებისათვის.

გახსოვთ ასიფი?
ასიფს მარჯვენა მუხლის ქვემოთ კიდურის ამპუტაცია ჩაუტარდა.
ბალანსის ან კოორდინაციის დარღვევა
ბალანსის ან კოორდინაციის დარღვევის მქონე პირებს შეიძლება უჭირდეთ გადაადგილება. ისინი ასევე დაცემის რისკის ქვეშ არიან. შესაფერისი ფეხსაცმლის ტარების შესახებ რჩევის მიცემა დაგეხმარება მათ დაცემის რისკის შემცირებაში.
პირებმა ბალანსის ან კოორდინაციის უკიდურესი დარღვევით შეიძლება ვერ შეეძლონ სწორად ჯდომა ან გადაადგილება მხარდაჭერის გარეშე.

გაიცანით ელაიშა
ალეიშას ცერებრალური დამბლა აქვს და უჭირს მოძრაობების კოორდინაცია და კონტროლი. მას გადაადგილებაში დახმარება სჭირდება.
მესამე გაკვეთილზე უფრო მეტს შეიტყობთ შესაფერისი ფეხსაცმლის შესახებ.
მგრძნობელობის (შეგრძნების) პრობლემები
ტერფში ან ფეხებში მგრძნობელობის პრობლემებმა შეიძლება შეზღუდოს პირის მობილობა და გაზარდოს დაცემის რისკი.
პირს, რომელსაც ფეხების შეგრძნების პრობლემები აქვს, ასევე ემუქრება დაცემის შედეგად ტრავმის მიღება ან/და ტერფის ჭრილობის განვითარება.
მომდევნო თემაში თქვენ მეტ ინფორმაციას მიღებთ ტერფის ჭრილობებზე.
ტერფში შეგრძნების პრობლემებით პირი მუდამ წაახალისეთ, რომ ატაროს შესაფერისი ფეხსაცმელი.

გახსოვთ მათიასი?
მათიასს სისუსტე აქვს და შაქრიანი დიაბეტის მიზეზით ფეხებში შეგრძნების პრობლემა აქვს. ის იყენებს როლატორს უსაფრთხო გადაადგილებისათვის.
გადაადგილების მაქსიმალური უნარი ძალიან მნიშვნელოვანია კარგი ჯანმრთელობის, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობისა და მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.
პირებს გადაადგილების სირთულეებით შეუძლიათ მაქსიმალურად გაზარდონ მობილობის უნარი:
- გადაადგილებისათვის სწორად შერჩეული დამხმარე საშუალებებით
- რეაბილიტაციით (საჭიროების შემთხვევაში)
- ხელმისაწვდომი გარემოთი.
უყურეთ ამ მოკლე ვიდეორგოლს რობერტოს განმარტების მოსასმენად, თუ რას ნიშნავს მისთვის გაადგილების უნარი.