
ტერფის ჭრილობა წარმოადგენს კანის დაზიანებას ტერფის ნებისმიერ ადგილას.
ის შეიძლება გამოიწვიოს:
- ტერფის დაზიანებამ, მაგალითად, ბასრ საგანზე ფეხის დადგმამ
- ზეწოლამ ან გახეხვამ, მაგალითად, ცუდად მორგებული ფეხსაცმლით სარგებლობის შედეგად
ტერფის ჭრილობამ შეიძლება გამოიწვიოს გადადგილების უნარის დაკარგვა. ჭრილობების შედეგად დაინფიცირებამ შეიძლება გამოიწვიოს ამპუტაცია და სიკვდილიც კი.
დისკუსია
შეფასებით, ყოველ 30 წამში, მსოფლიოში ერთ ადამიანს უტარდება ქვედა კიდურის ამპუტაცია დიაბეტით გამოწვეული ტერფის დაზიანების მიზეზით.
- იცნობთ ვინმეს, ვისაც ტერფის დაზიანება განუვითარდა?
- იცით მიზეზი, რითაც დაიწყო?
- როგორ მოხდა მისი მართვა?
- პირი განიკურნა, თუ უფრო მეტი გართულება მოჰყვა?
ამპუტაციის თავიდან აცილება ხშირად შესაძლებელია:
- ტერფის ჭრილობების პრევენციით ან
- ფეხის ჭრილობების წარმოქმნისთანავე დროული აღმოჩენით და მისი მკურნალობით.
წაიკითხეთ, თუ რა იწვევს ტერფის ჭრილობებს და ვინ არის ყველაზე მეტად ტერფის სერიოზული დაზიანების მიღების რისკის ქვეშ.
ფეხის ჭრილობები შეიძლება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდეს იმ პირებისთვის, რომლებსაც შემდეგი ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ:
ტერფებში მგრძნობელობის (შეგრძნების) პრობლემები
ტერფებთან დაკავშირებული პრობლემები ნიშნავს, რომ პირმა შეიძლება ვერ იგრძნოს ტკივილი, წნევა, სიმხურვალე ან შეხება.
შეგრძნების პრობლემების მქონე პირს, ან პირს ტერფებში დაკარგული მგძნობელობით ემუქრება ფეხის დაზიანების მაღალი რისკი, რადგან იგი ვერ გრძნობს ტერფის დაზიანებას.
დიაბეტის, კეთრის, ზურგის ტვინის დაზიანების ან ინსულტის მქონე ადამიანები ხშირად განიცდიან ფეხებში შეგრძნების დაკარგვას და ამიტომ არიან რისკის ქვეშ. ტერფი ჭრილობა.
ალკოჰოლის დიდი ოდენობით მიმღებმა პირმა ასევე შეიძლება დაკარგოს შეგრძნება ტერფებში და რისკის ქვეშ დადგეს.
ტერფებში პრობლემის მქონე ნებისმიერი პირის ფეხშიშველი გადაადგილება ზრდის ტრავმის რისკს და ფეხის დაზიანების ალბათობას.

კითხვა
ჟოზეფინა 45 წლისაა და დიაბეტი აქვს. მას ტერფებში არ აქვს სრული შეგრძნება და დარღვეული აქვს სისხლის მიმოქცევა.
ჯოზეფინა მეთევზეა და დიდ დროს ატარებს სანაპიროზე და ნავში. ის ხშირად გადაადგილდება ფეხშიშველი.
საფრთხე ემუქრება თუ არა ჯოზეფინას ტერფი ჭრილობა?
დიახ, ჯოზეფინა ზომიერი რისკის ქვეშ იმყოფება, რადგან ის სრულად ვერ გრძნობს ტერფებს და არც ფეხსაცმელი იცავს. მან შეიძლება ტერფები დაიზიანოს სანაპიროზე, წყალში ან ნავში. სისხლის მიმოწცევის პრობლემა ზრდის შეხორცების დროს და ინფექციის რისკს.
სისხლის მიმოქცევის დარღვევა
როდესაც ტერფებში სისხლის მიმოქცევა დარღვეულია, ფეხის ჭრილობის შეხორცებას უფრო მეტი დრო დასჭირდება და ინფექციის რისკი უფრო მაღალია.
შაქრიანი დიაბეტის, გულის ან/და თირკმელების დაავადების მქონე ადამიანებს ხშირად აქვთ სისხლის მიმოქცევის დარღვევა.
თამბაქოს მომხმარებელ პირებს ასევე შეიძლება ჰქონდეთ სისხლის მიმოქცევის დარღვევა.

გაიცანით რავი
რავი ასაკოვანი მამაკაცია, რომელსაც დიაბეტი აქვს. მან საკუთარ სახლში გატეხილი შუშის პატარა ნაჭერს დააბიჯა. იმის გამო, რომ ტერფში შეგრძნება შემცირებული აქვს, რამდენიმე დღეა ვერ შეამჩნია ჭრილობა, მაგრამ როცა შეამჩნია, ჭრილობის მართვა თავად სცადა.
შაქრიანი დიაბეტის გამო რავის ტერფებში სისხლის მიმოქცევა დარღვეულია. შედეგად, ჭრილობა არ შეხორცდა და მალევე დაინფიცირდა. ინფექცია გავრცელდა და რავი ძალიან ცუდად გახდა.
რავის ოჯახმა იგი საავადმყოფოში მიიყვანა. აქ მან გაიგო, რომ საჭიროა ტერფისა და კიდურის ქვედა ნაწილის ამპუტაცია, რაც ინფექციის შემდგომ გავრცელებას შეაჩერებს. ამპუტაციის გარეშე რავი შეიძლება მოკვდეს.
კითხვა
ტერფის დაზიანების პროფილაქტიკა დაგეხმარებათ ტერფის ჭრილობით გამოწვეული ამპუტაციის პრევენციაში.
რა შეიძლება დახმარებოდა რავის ფეხის ჭრილობის თავიდან აცილებაში?
- ცოდნა რავისთვის იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოუაროს ტერფებს, მათ შორის დაზიანების ყოველდღიური შემოწმება
- ტერფების დაცვა შესაფერისი ფეხსაცმლის ტარებით სახლში და გარეთ.
ფეხის ჭრილობების ადრეული აღმოჩენა და მკურნალობა ამპუტაციების რაოდენობის შემცირების კიდევ ერთი გზაა.
რა შეიძლება დახმარებოდა რავის ამპუტაციის თავიდან აცილებაში?
- რავის შეეძლო ადგილობრივ კლინიკაში მისვლა, როგორც კი ტერფი დაუზიანდა
- მისი ტერფის ჭრილობის ხშირი, რეგულარული მკურნალობა და დაკვირვება სწავლებაგავლილი ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ
- დიაბეტის რეგულარული კონტროლი და მართვა.
ტერფის ან თითის უჩვეულო ფორმა, ან ტერფის ამპუტაცია
დგომისას, ჩვენი სხეულის წონა თანაბრად ნაწილდება ზედაპირზე მდგომ ფეხებზე.
სიარულის დროს, ყოველი ნაბიჯის გადადგმისას, ტერფზე გადადის პირის სრული წონის 1 ½ -ჯერ მეტი წონა. ამ წონის თანაბრად განაწილება მნიშვნელოვანია.
ტერფის ფორმის ცვლილებამ შეიძლება ზედმეტი ზეწოლა გამოიწვიოს ტერფის ნაწილებზე, ამან კი შეიძლება ტერფის ჭრილობა გამოიწვიოს.
პირებს არასტანდარტული თითების ან ტერფის ფორმით, ან პირებს თითის ან ტერფის ამპუტაციით ემუქრებათ ტერფის ჭრილობის რისკი წონის ტარების შედეგად მიღებული ზეწოლისგან.

გაიცანით რუბი
რუბი 55 წლისაა და დიაბეტი აქვს. მას ფეხის ინფიცირებული ჭრილობით გამოწვეული თითის ამპუტაცია აქვს.
როდესაც რუბი დადის, წონა, რომელიც ადრე თანაბრად ნაწილდებოდა მთელ ფეხზე, ახლა ნაწილდება მისი ფეხის იმ ნაწილში, რომელიც რჩება.
მას ემუქრება ფეხის კიდევ ერთი ჭრილობის განვითარების რისკი ფეხის დარჩენილ ნაწილზე გაზრდილი წნევის გამო.
რუბი რეგულარულად სტუმრობს დიაბეტის სამკურნალო კლინიკას, რომ აკონტროლოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და დიაბეტი. ვინაიდან მას ტერფის კიდევ ერთი ჭრილობის განვითარების რისკი ემუქრება, ის ასევე სტუმრობს დიაბეტის მქონე პირებისთვის ტერფის დაზიანებაზე მომუშავე კლინიკას. ტერფის კიდევ ერთი ჭრილობის თავიდან ასაცილებლად, რუბი უზრუნველყვეს სპეციალური ფეხსაცმლით, რომელიც ტერფის დარჩენილ ნაწილზე ზეწოლის შემცირებაში ეხმარება. მას ეწოდება განტივრთვის საშუალება. რუბი ასევე სარგებლობს იდაყვის ყავარჯნებით, რათა ტერფზე ზეწოლა შეამციროს.
თქვენ დაასრულეთ პირველი გაკვეთილი!
მომდევნო გაკვეთილზე გაეცნობით გადაადგილებისათვის სხვადასხვა სახის დამხმარე საშუალებებს.