ამ თემით შეისწავლით, თუ როგორ უნდა ჩაატაროთ გადაადგილებისათვის დამხმარე საშუალების სკრინინგის პირველი ნაწილი.

ჩამოტვირთეთ და დაბეჭდეთ ასლები, თუ ჯერ არ ჩამოგიტვირთიათ,:
- TAP-ის გადაადგილებისათვის დამხმარე საშუელებების სკრინინგის ფორმა
- TAP-ის გადაადგილებისათვის დამხმარე საშუალებების ტერფის სკრინინგის გზამკვლევი
თუ ვერ ახერხებთ ფორმის ჩამოტვირთვას, არ ინერვიულოთ. ფორმის თითოეული შეკითხვა ნათლად არის ნაჩვენები მოდულის გავლისას.
TAP-ის გადაადგილებისათვის დამხმარე საშუალებების სკრინინგის ფორმა
მობილობის სკრინინგის ფორმა მარტივი ინსტრუმენტია, რომელიც გზამკველვად შეგიძლიათ გამოიყენოთ სკრინინგის დროს.
ფორმა შეიცავს კითხვებს, რომლებიც უნდა დაუსვათ მობილობის სირთულეების მქონე პირს, რაც დაგეხმაროთ შემდეგის გარკვევაში:
- თუ შეუძლია პირს ისარგებლოს იმ დამხმარე საშუალებებით, რომლებიც მოთავსებულია სკრინინგის ფორმაზე
- თუ არის საჭრო ჯანდაცვის პროფესიონალთან, სარეაბილიტაციო სამსახურში, პროთეზისტთან და ორთეზისტთან ან სხვა დახმარების მისაღებად გადამისამართება,.
როდესაც ფორმაზე ამ სიმბოლოს დაინახავთ, ეს ნიშნავს, რომ პირს შესაძლებელია გადამისამართება ესაჭიროებოდეს.
ეს შემოწმება მიმართულია გადაადგილებისათვის დამხმარე საშუალების შერჩევაზე. თუმცა, გადაადგილებისათვის დამხმარე საშუალებით მოსარგებლე პირს შეიძლება ასევე გამოადგეს სხვა სახის დამხმარე პროდუქტი.
ფორმის ბოლოს გამოყოფილია ადგილი ჩანაწერების შესატანად და პირის გეგმის შესადგენად.
მოდით ახლა მობილობის სკრინინგის თითოეული ნაწილი განვიხილოთ.
ინფორმაცია პირის შესახებ
დაიწყეთ პიროვნების შესახებ ზოგადი ინფორმაციის შეგროვებით, მათ შორის მისი საკონტაქტო მონაცემები, სქესი და ასაკი.
მობილობისა და ჯანმრთელობის რისკის მარტივი შემოწმება
დამხმარე საშუალების მიწოდებამდე, მნიშვნელოვანია შეამოწმოთ, ხომ არ არის მობილობის ან ჯანმრთელობის რაიმე რისკი, რომელზეც შემდგომი გამოკვლევა ან/და მართვა შეიძლება გახდეს საჭირო.

გამოიყენეთ სკრინინგის ფორმის ეს ნაწილი იმის გასარკვევად, ხომ არ აქვს პირს მობილობის ან ჯანმრთელობის რისკი.
მობილობის უნარის უეცარი დაკარგვა
ჰკითხეთ პირს:
ბოლო სამი თვის განმავლობაში თქვენი მობილობა მნიშვნელოვნად შემცირდა?
მობილობის უეცარი დაკარგვა შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასებასა და მკურნალობას საჭიროებს.
დამატებითი რჩევისთვის გადაამისამართეთ ჯანდაცვის ან/და რეაბილიტაციის პროფესიონალთან.
პირმა შეიძლება მაინც ისარგებლოს დამხმარე საშუალებით, ამიტომ დაასრულეთ სკრინინგი.
დაფიქრდით
გახსენდებათ ვინმე, ვისი ჯანმრთელობა მოულოდნელად გაუარესდა ან პირმა უეცრად დაკარგა მობილობის უნარი?
ჰქონდა მას ჯანმრთელობის რაიმე გართულება (ავადმყოფობა)?
ბავშვთა მობილობა
ჰკითხეთ მცირეწლოვანი ბავშვის მშობლებს ან მზრუნველებს:
ბავშვი ორი ან მეტი წლის არის და არ შეუძლია სიარული?
ორი წლის ასაკში ბევრ ბავშვს შეუძლია დამოუკიდებლად სიარული.
თუ ბავშვი ორ წელს გადაცილებულია და ჯერ არ დადის, განიხილეთ ჯანდაცვის პროფესიონალთან ან სარეაბილიტაციო სამსახურთან გადამისამართება.
ადრეული მიმართვა ბავშვის უნარების განვითარებისთვის საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა.

დაცემის რისკი
ჰკითხეთ პირს:
გაქვთ დაცემის შიში ან ხშირად ეცემით?
თუ პირს წონასწორობის პრობლემები აქვს, იგი შეიძლება დაცემაზე ნერვიულობდეს.
დაცემა განსაკუთრებით სახიფათოა ხანდაზმული პირებისთვის. ისინი მეტად დგანან დაზიანების რისკის წინაშე და მათ გამოჯანმრთელებას უფრო მეტი დრო სჭირდება.
დაცემის რისკი შეიძლება გაზარდოს ისეთმა პრობლემებმა, როგორიცაა მხედველობის ან სმენის დაქვეითება, განსჯსისა და დამახსოვრების უნარის დაქვეითება, სიმყიფე და წონასწორობის დარღვევა.
თუ ხანდაზმული პირი ბოლო 12 თვის განმავლობაში ერთხელ დაეცა, იგი კვლავ დგას დაცემის რისკის ქვეშ.
განიხილეთ მათთან, თუ დაიცავს დაცემისგან გადაადგილებისათვის ან სხვა რომელიმე დამხმარე საშუალება.
თქვენ ასევე შეგიძლიათ გადაამისამართოთ პირი სარეაბილიტაციო სამსახურში დაცემის სრული შეფასების ჩასატარებლად.

გაიცანით სოფია
სოფია 68 წლისაა და ცოტა ხნის წინ საკუთარ სახლში რამდენჯერმე დაეცა. ჩატარებული შეფასების შემდეგ, სოფიას გადასცეს როლატორი, რაც მას გადაადგილებაში დაეხმარება. სოფიას უყვარს ადგილობრივ მაღაზიებში გასვლა. თუმცა, სოფია კიდევ ერთხელ დაეცა, როდესაც ღამით ტუალეტისკენ მიემართებოდა.
აქტივობა
ქვემოთ მოყვანილი ქმედებებიდან რომელი გამოადგება სოფიას?
სწორი
სარეაბილიტაციო სამსახურს შეუძლია სავარჯიშოების მიცემა, რაც სოფიას ძალის, წონასწორობის ან კოორდინაციის გააუმჯობესებაში დაეხმარება. სამსახურს შეუძლია ასევე სოფიასთვის რჩევები მიცემა, თუ როგორ გახადოს მან საკუთარი გარემო მაქსიმალურად უსაფრთხო და თავიდან აიცილოს მომავალში დაცემა.
სწორი
სახელური შეიძლება დაეხმაროს სოფიას წამოდგომასა და ადგომისას წონასწორობის შენარჩუნებაში.
სწორი
იგი შეიძლება სხვა დამხმარე საშუალებას საჭიროებდეს - მაგალითად, მხედველობის ან სმენის დაქვეითება იწვევს წონასწორობის დარღევევას და ზრდის დაცემის რისკს, პირადი განგაშის აპარატი დახმარების სიგნალს გააგზავნის, თუ სოფია დაეცემა და ვერ ადგება.
ნაწოლები
ნაწოლები წარმოადგენს კანის დაზიანებას. ის ჩვეულებრივ ძვლოვან არეზე ჩნდება, როგორიცაა ზურგი, თეძოები ან დუნდულები.
ნაწოლეი გავრცელებული პრობლემაა პირებისთვის, რომლებსაც მგრძნობელობის (შეგრძნების) დაქვეითება აქვთ ან უჭირთ მოძრაობა და პოზიციის შეცვლა.
თუ პირს ადრე ნაწოლი ჰქონდა, მას ნაწოლის გაჩენის რისკი კვლავ ემუქრება.
შეხედეთ ნაწოლის ამ სურათებს, რომლებიც გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ნაწოლი პატარა ნიშნით დაიწყოს და გაიზარდოს, გაღრმავდეს და, შესაძლოა, დაინფიცირებაც გამოიწვიოს.
მუქი ფერის კანზე ჭრილობის პირველი ეტაპის შენიშვნა შეიძლება რთული იყოს. შეამოწმეთ, ხომ არ არის კანი გახურებული ან/და შეშუპებული მიმდებარე სივრცესთან შედარებით.
ღია ფერის კანზე კვალი წითლად გამოჩნდება. მუქი ფერის კანზე ნიშანი შეიძლება ლურჯი ან იასამნისფერი იყოს.
აუცილებელია გადაუდებელი ზომების მიღება ნაწოლების პროგრესირების შესაჩერებლად.




ნაწოლები, რომელიც არ ხორცდება, ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია ადრეული მართვა ნაწოლების პროგრესირების თავიდან ასაცილებლად.
ჰკითხეთ პირს:
გაქვთ სხეულზე ნაწოლები?
თუ ადამიანს ნაწოლები აქვს, ურჩიეთ მოერიდოს ზეწოლას ნაწოლების ადგილებზე.
მიმართეთ ჯანდაცვის პროფესიონალს ჭრილობის მოსავლელად.
კითხვა
ხანდაზმული პირი სისუსტეს განიცდის და არ გრძნობს თავს კარგად. საწოლში წოლისას უჭირს პოზიციის შეცვლა. ის გეუბნებათ, რომ ბარძაყზე ნაწოლი აქვს.
რა ქმედებები შეგიძლიათ განახორციელოთ?
ყველა სწორია
ოთხივე ნაბიჯი უნდა გადაიდგას.
ტერფის ჭრილობების რისკი
გამოიყენეთ მობილობის სკრინინგის ფორმის ეს ნაწილი, რათა გადაწყვიტოთ თუ არა ტერფი სკრინინგი საჭიროა.
ჰკითხეთ პირს:
Გქონია ტერფი ჭრილობა ან ამპუტაცია წარსულში?
ნებისმიერ პირი, რომელსაც წარსულში ჰქონდა ტერფის ჭრილობა ან ჩაუტარდა ამპუტაცია, განსაკუთრებით თუ შეხორცებას დიდი დრო დასჭირდა, ტერფის ახალი ჭრილობის განვითარების რისკის ქვეშ არის.
ყოველთვის ჩაატარეთ ტერფის სკრინინგი იმ პირისთვის, რომელსაც წარსულში ტერფის ჭრილობა ჰქონდა ან ამპუტაცია აქვს ჩატარებული.
ჰკითხეთ პირს:
ხომ არ გაქვთ:
- დიაბეტი,
- კეთრი,
- გულის ან/და თირკმლის დაავადება
- ტერფის ჭრილობა, დაზიანება ან შეშუპება.
დიაბეტი, კეთრი, გულის ან/და თირკმელების დაავადება ტერფი ჭრილობის განვითარების რისკს წარმოადგენს.
ყოველთვის ჩაატარეთ ტერფის სკრინინგი ამ პირობების მქონე ნებისმიერი პირისთვის. აგრეთვე იმ პირისთვის, რომელსაც აქვს ტერფებზე ჭრილობა, დაზიანება ან შეშუპება.
ჰკითხეთ პირს:
- მოიხმართ თამბაქოს?
- იღებთ ალკოჰოლს?
- ხშირად დადიხართ ფეხშიშველი?
თამბაქოს მოხმარებამ და დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება გაზარდოს ტერფის ჭრილობის რისკი, აგრეთვე ტერფის ჭრილობის განკურნების დრო.
ფეხშიშველი გადაადგილება ზრდის ტერფის ჭრილობის რისკს, რადგან ფეხი ნაკლებად არის დაცული.
ყოველთვის ჩაატარეთ ტერფის სრული სკრინინგი თამბაქოს მომხმარებლისთვის, ალკოჰოლის მიმღებისთვის ან/და მისთვის, ვინც ხშირად გადაადგილდება ფეხშიშველი.
კითხვა

ჯენსენი 60 წლისაა. მას შეუძლია დგომა და სიარული, მაგრამ ზოგჯერ თავს მყარად არ გრძნობს. იგი ნერვიულობს დაცემაზე.
ჯენსენს აქვს დიაბეტი. ის გეუბნებათ, რომ ერთი წლის წინ კლდეზე ტერფი გაიჭრა და ჭრილობის შეხორცებას დიდი დრო დასჭირდა.
უნდა ჩაატაროთ ჯენსენის ტერფის სკრინინგი?
დიახ, ჩაატარეთ ტერფი სკრინინგი. აგრეთვე, შეამოწმეთ, რომ ჯენსენი რეგულარულად სტუმრობს სპეციალისტს დიაბეტის გამო.
თუ არა, გადაამისამთეთ.
შემდეგ თემაში გაიგებთ, თუ როგორ უნდა ჩაატაროთ ტერფის სკრინინგი .