ამ ნაწილში თქვენ შეისწავლით, თუ როგორ უნდა ჩაატაროთ ტერფის მარტივი სკრინინგი პირისთვის, რომელსაც დაუდგინდა, რომ ტერფი ჭრილობის განვითარების რისკის ქვეშ აქვს.
კითხვების დასმით და რამდენიმე მარტივი ტესტის ჩატარებით, შეგიძლიათ განსაზღვროთ მათი რისკი დაბალია, საშუალო თუ მაღალი.
თქვენ ასევე გაიგებთ, რა ქმედებები უნდა განახორციელოთ რისკის დონის მიხედვით.
სასარგებლო იქნება, თუ გაქვთ TAP გადაადგილებისათვის დამხმარე საშუალებების სკრინინგის ფორმის და TAP გადაადგილებისათვის დამხმარე საშუალებების ტერფის სკრინინგის გზამკვლევის ასლი. სკრინინგის გზამკვლევიამ თემაზე მუშაობისას დაგეხმარებათ.

ტერფის სკრინინგი ხელს შეუწყობს შემდეგის გამოვლენას:
- რისკის ნიშნები - რაც ზრდის ტერფის ჭრილობის რისკს.
- მაღალი რისკის ნიშნები - რაც მნიშვნელოვნად ზრდის ტერფის ჭრილობის რისკს.
"რისკის ნიშნებისა" და "მაღალი რისკის ნიშნების" საერთო რაოდენობა მიუთითებს ადამიანის ტერფის ჭრილობის საერთო რისკზე.
აქტივობა
გადახედეთ TAP მობილობის სკრინინგის ფორმის მე-3 ნაწილს. მარჯვენა მხარეს მოთავსებულია ექვსი მოსანიშნი ველი. ერთი მოსანიშნი ველის სახელწოდებაა „მაღალი რისკის ნიშანი“, ხოლო ხუთი ველის კი - „რისკის ნიშანი“
ჩამოთვლილთაგან რომელია „მაღალი რისკის ნიშნები“?
თუ ყველაფერი მონიშნეთ, მართალი ხარ. ყველა მათგანი მაღალი რისკის ნიშანია.
ჩამოთვლილთაგან რომელია „რისკის ნიშნები“?
თუ ყველაფერი მონიშნეთ, მართალი ხართ. ყველა მათგანი რისკის ნიშანია.
მოდით, ახლა განვიხილოთ ტერფის სკრინინგის პროცესი.
შენიშვნა: ყოველთვის დაიბანეთ ხელები საპნით და კარგად გაიმშრალეთ ტერფის სკრინინგის ჩატარების წინ და შემდეგ. ტერფის სკრინინგის ჩატარებისას გამოიყენეთ ხელთათმანები, თუ პირს ღია ჭრილობა აქვს, ან თუ ფიქრობთ, რომ პირს შეიძლება ჰქონდეს კანის დაზიანება ან ინფექცია.
ვიზუალურად შეამოწმეთ პირის ტერფები
სთხოვეთ, გაიხადოს ფეხსაცმელი და წინდები. განუმარტეთ, რომ გსურთ ყურადღებით დააკვირდეთ მის ტერფებს.
დარწმუნდით, რომ თითოეული ტერფის ზედა და ქვედა მხარეს, აგრეთვე თითოეულ თითს შორის სივრცეს ვიზუალურად ათვალიერებთ.

მიმდინარე და წარსულში ჭრილობები ან ამპუტაცია ზრდის სხვა ჭრილობის განვითარების შანსს. ისინი მაღალი რისკის ნიშნებია.
მონიშნეთ უჯრედები სკრინინგის ფორმაში, თუ პირს ჰქონდა წარსულში ტერფის ჭრილობა, ან აქვს თითის, ტერფის ან ფეხის ამპუტაცია.
აქვს თუ არა პირს (ამჟამად) რაიმე სახის ფეხის თითის, ტერფის ან ფეხის ჭრილობები ან დაზიანებები?

რომელიმე ტერფი გაწითლებულია, შეხებისას ცხელია ან შეშუპებული?

სიწითლე, სიმხურვალე და შეშუპება წარმოადგენენ შესაძლო ინფექციის ან/და სხვა სერიოზული დაავადების ნიშნებს. ეს ყველაფერი მაღალი რისკის ნიშნებია.
ხედავთ რაიმე სახის კანის/ფრჩხილის პრობლემას, ან ტერფის/თითების უჩვეულო ფორმას?
კანის ან ფრჩხილების პრობლემები ზრდის ტერფის ჭრილობის განვითარების რისკს.
კანისა და ფრჩხილების პრობლემების ზოგიერთი გავრცელებული მაგალითია გასქელებული, დაბზარული ან გაუხეშებული კანი, წყლულები, გრძელი ან უჩვეულო ფორმის ფრჩხილები.
ეს ყველაფერი რისკის ნიშნებია.
შემდეგი აქტივობა დაგეხმარებათ კანის ან ფრჩხილების პრობლემებთან დაკავშირებული რისკის ნიშნების ამოცნობაში პრაქტიკის გავლაში.
აქტივობა
როგორ ფიქრობთ, ქვემოთ მოყვანილი ტერფებიდან რომელს შეიძლება ჰქონდეს „კანის ან ფრჩხილის პრობლემები“?

ეს ფეხი ჯანმრთელია.

ამ ფეხს კანის პრობლემა აქვს. გასქელებული კანის უბანს კოჟრი ეწოდება. ეს ტერფის ჭრილობის რისკის ნიშანია.

ამ ტერფს კანის პრობლემა აქვს. ქუსლებზე დაბზარული კანის არე შეიმჩნევა. ეს ტერფის ჭრილობის რისკის ნიშანია.
ტერფის ფორმის ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს ტერფზე წნევის მომატება. ეს ტერფის ჭრილობის განვითარების შანსს ზრდის.
ტერფების ფორმის შემცვლელი პრობლემების გავრცელებული მაგალითია ბურსიტი (ძვლოვანი შეშუპება დიდი თითის სახსარში) და კლანჭისებრი ან ჩაქუჩისებრი თითები.
ტერფის ფორმის ცვლილება შეიძლება იყოს რისკის ნიშანი.
შემდეგი აქტივობა დაგეხმარებათ ტერფის ფორმის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკის ნიშნების ამოცნობაში პრაქტიკის გავლაში.
აქტივობა
ქვემოთ მოყვანილი ტერფებიდან რომელი გამოიყურება ჯანსაღად და რომელს აქვს ისეთი პრობლემები, როგორიცაა კლანჭსებრი ფრჩხილები ან ტერფის ან/და ფეხის თითების სხვა უჩვეულო ფორმა?

ამ ფეხს აქვს ბურსიტი (ძვლოვანი შეშუპება დიდი თითის სახსარში). დიდი თითი ასევე შიგნით, სხვა თითებისკენ შეწეულია. ამით ტერფი გაგანიერდა და ფეხსაცმელზე შეხების შანსი გაიზარდა, რამაც შეიძლება ტერფის ჭრილობა გამოიწვიოს.

ამ ტერფს ერთზე მეტი პრობლემა აქვს. პრობლემები:
- კლანჭისებრი თითები
- ბურსიტი
- ფრჩხილების პრობლემები.
კლანჭისებრი თითები იწვევს ზეწოლას თითების დაბოლოებებზე. აგრეთვე, ბევრად რთულია კომფორტულად მორგებული ფეხსაცმლის მოძიება.
ამ ფოტოზე ხედავთ, რომ ფეხის თითზე კანი გაწითლებულია ფეხსაცმლისგან გახეხვის გამო.
ბურსიტმა შეიძლება გამოიწვიოს ფეხის დიდი თითის სახსრის ფეხსაცმელთან შეხება.
ფრჩხილების პრობლემებმა შეიძლება გაზარდოს წნევა ფეხის თითებზე.
ეს ყველაფერი ტერფის ჭრილობის რისკის ნიშნებია.

ეს ტერფები ჯანმრთელია.
შეამოწმეთ სისხლის მიმოქცევა
პირი სისხლის მიმოქცევის დარღვევით ტერფის ჭრილობის განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება. აგრეთვე, სავარაუდოა, რომ ტერფის ჭრილობის შეხორცებას უფრო მეტი დრო დასჭირდება.
ტერფის სკრინინგი გთავაზობთ სისხლის მიმოქცევის ოთხ ფორმას:
- ფიზიკური ნიშნების მოძიება
- პირის გამოკითხვა, ხომ არ აქვს ტკივილი ფეხის უკანა მხარეს
- პულსის შემოწმება
- შევსების ტესტი.
დააკვირდით პირის ტერფებს:
სისხლის მიმოქცევის დარღვევის ნიშნებია:
- ტერფის ან ფეხის შეშუპება,
- ფეხებზე ან თითებზე თმა არ არის
- ცივი ან ფერმკრთალი ტერფი.
ეს ყველაფერი სისხლის მიმოქცევის დარღვევის ნიშნებია და რისკის ნიშანს წარმოადგენს.
ჰკითხეთ პირს:
ხომ არ გრძნობთ ტკივილს ფეხების უკან:
- Ღამით ან/და
- 200 მ-ზე ნაკლებ მანძილზე გადაადგილებისას
პირმა შეიძლება იგრძნოს ტკივილი ან მოჭერის შეგრძნება ფეხების უკანა ნაწილში, რაც შეიძლება სისხლის მიმოწცევის დარღვევის ნიშანი იყოს.
ეს, სავარაუდოდ, მეტად გამოვლინდება ღამით ან/და მაშინ, როდესაც პირი ფეხით მოკლე (200 მ-ზე ნაკლებ) დისტანციაზე გადაადგილდება
პულსის შემოწმება
ტერფებში სისხლის ნორმალური მიმოქცევა შეიძლება იგრძნოთ "პულსის" სახით ისევე, როგორც პულსი მაჯაზე ან კისერზე.
აქტივობა
ნახეთ, შეგიძლიათ იპოვოთ თქვენი პულსი ან კოლეგის მეგობრის პულსი.
ორი თითით (არ გამოიყენოთ ცერა თითი), იპოვეთ:


პულსის შემოწმება:
გრძნობთ პულსს ტერფის ორივე ადგილას?
ტერფზე პულსის შესამოწმებელი ორი ძირითადი ადგილია:
- ზედა პულსი (ტერფზე ზევიდან)
- ფეხის შიდა მხარეს, კოჭთან.

პირის ტერფში კარგი სისხლის მიმოქცევის დასადასტურებლად, თითოეულ ტერფზე ორივე პულსი მარტივად მოძებნა უნდა შეძლოთ.
პულსის შემოწმებისას მუდამ გამოიყენეთ საჩვენებელი და შუა თითი (ცერა თითი არ გამოიყენოთ).
პულსი არქონა რისკის ნიშანია.
კითხვა
რატომ უნდა შეამოწმოთ პულსი საჩვენებელი და შუა თითით და არა ცერა თითით?
არ გამოიყენოთ ცერა თითს პულსის შესამოწმებლად, რადგან ცერა თითს საკუთარი პულსი აქვს.
უყურეთ ამ ვიდეორგოლს, თუ როგორ უნდა ჩაატაროთ პულსის შემოწმება.
აქტივობა
ივარჯიშეთ ტერფის პულსის ორი ძირითადი ადგილის მოძებნაში.
დაიწყეთ საკუთარი თავზე პრაქტიკით და შემდეგ სულ მცირე ორ სხვა ადამიანზე შეამოწმეთ.
პულსის მოსაძებნად შეიძლება დაგჭირდეთ თითების ოდნავ გადაადგილება.
ჩაატარეთ შევსების ტესტი
სისხლის მიმოქცევის დარღვევის კიდევ ერთი ნიშანია, როდესაც დაჭერის შემდეგ კანის ბუნებრივი ფერის აღდგენას 3 წამზე მეტი დრო სჭირდება.
შევსების ტესტი:
- მტკიცედ დააჭირეთ თითოეული დიდი თითის ბოლოს.
- დათვალეთ, რამდენ წამში (შეივსება) დაიბრუნებს თითი ჩვეულ ფერს.
- ჩანიშნეთ, შევსებას დასჭირდა სამ წამზე მეტი თუ ნაკლები.
აქტივობა
მტკიცედ დააჭირეთ თითი თქვენს ხელს და შემდეგ გაუშვით. შენიშნავთ, რომ კანი მოკლე დროით ფერს იცვლის (უფრო ფერმკრთალი ხდება), შემდეგ კი ჩვეული ფერი უბრუნდება.
ფერის ეს ცვლილება განპირობებულია სისხლის ნაკადის დროებითი ბლოკირებით თითის დაჭერის ადგილზე.
სისხლის გამართული ნაკადის დროს, როგორც კი წნევას მოხსნით, კანი სისხლით 3 წამში „ივსება“. კანს შემდეგ ჩვეული უბრუნდება.
იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად სწრაფად „ივსება“ პირის ტერფი (უბრუნდება კანის ჩვეული ფერი) მტკიცედ დააწექით მის დიდ თითს.
შემდეგ გაუშვით და დათვალეთ რამდენი წამი სჭირდება ფეხის თითს ნორმალურ ფერს დაუბრუნდეს.
თუ რომელიმე თითს სამ წამზე მეტი სჭირდება, ეს რისკის ნიშანია.
უყურეთ ამ ვიდეოს, თუ როგორ უნდა ჩაატაროთ შევსების ტესტი.
აქტივობა
გაიარეთ პრაქტიკა შევსების ტესტზე.
დაიწყეთ საკუთარი თავზე პრაქტიკით და შემდეგ სულ მცირე ორ სხვა ადამიანზე შეამოწმეთ.
მგრძნობელობის (შეგრძნების) შემოწმება
ტერფის სკრინინგის დროს ორნაირად შეგიძლიათ პირის ტერფში მგრძნობელობის შემოწმება:
- კითხვის დასმით, რას გრძნობს ტერფებში
- შემოწმებით, თუ აქვს ტერფებში მგრძნობელობა.
გახსოვდეთ: მგრძნობელობის პრობლემის მქონე პირს ტერფის ჭრილობის განვითარება ემუქრება.
ჰკითხეთ პირს:
გაქვთ რაიმე უჩვეულო შეგრძნება ან ტკივილი ტერფებზე ან თითებში?
პირმა შეიძლება სხვადასხვა უჩვეულო გრძნობები განიცადოს ტერფებში, მათ შორის:
- ჩხვლეტა (ჩხვლეტის შეგრძნება)
- დაბუჟება (გრძნობის დაკარგვა)
- მჩხვლეტავი ან მკვეთრი ტკივილი
- წვის შეგრძნება (გრძნობა).
როდესაც პირს ეკითხებით, აქვს თუ არა უჩვეულო შეგრძნებები, მიეცით ეს მაგალითები, რათა გაიგოს, რა შეიძლება იყოს „ჩვეულებრივისგან განსხვავებული შეგრძნებები“.
ჩაატარეთ მგრძნობელობის ტესტი
მგრძნობელობის ტესტი:
პირს დაახუჭინეთ თვალები - შეეხეთ 1, 3 და 5 თითების წვერს თითოეულ ფეხზე თითით ან მონოფილამენტით. მონაცვლეობით გადაიტანეთ თითოეულ ტერფს შორის ვიდეორგოლში წარმოდგენილი თანმიმდევრობით.
- მონიშნეთ (✓) შეგრძნების მქონე ფეხის თითები
- ჯვარედინი დასვით (x) იმ თითებზე, რომლებშიც შეგრძნება არ აქვს.
აქტივობა
დახედეთ სკრინინგის ფორმას. შეამჩნევთ, რომ მარჯვენა და მარცხენა ტერფების სურათებზე თითები დანომრილია.
ეს გაჩვენებთ ფეხის თითებს და რა თანმიმდევრობით ჩაატარებთ მგრძნობელობის ტესტს.
ივარჯიშეთ საკუთარ თავზე, შეეხეთ თითებს 1,3,5 თითოეულ ტერფზე ფორმაზე ნაჩვენები თანმიმდევრობით.

მგრძნობელობის ტესტის ჩასატარებლად, მიჰყევით ამ ნაბიჯებს:
- სთხოვეთ პირს დახუჭოს თვალები.
- აუხსენით, რომ მის ფეხის თითებს შეეხებით და უნდა შეგატყობინოთ, როცა იგრძნობს შეხებას.
- საჩვენებელი თითით შეეხეთ თითების 1, 3 და 5 წვერებს თითოეულ ფეხზე. შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ მონოფილამენტი, თუ ხელმისაწვდომია.
- მსუბუქად შეეხეთ მხოლოდ ერთხელ, 1 წამის განმავლობაში.
- დაელოდეთ რამდენიმე წამს, ვიდრე სხვა თითს შეეხებით; მიეცით პირს დრო, რომ გიპასუხოთ.
- თუ პირი არაფერს ამბობს, შეხება არ უგრძვნია. გადადით მომდევნო თითზე.
- მონიშნეთ ფორმაში V ნიშნით ფეხის ის თითები, რომლებიც პირმა იგრძნო და ჯვრით ისე თითები, რომლებიც ვერ იგრძნო.
თუ პირმა ვერ იგრძნო შეხება ორ ან მეტ თითზე, ეს რისკის ნიშანია.
უყურეთ ამ ვიდეორგოლს, თუ როგორ უნდა ჩატარდეს მგრძნობელობის ტესტი.
ახლა უყურეთ ამ ვიდეორგოლსს, სადაც ნახავთ, როგორ ტარდება ტერფის სრული სკრინინგი.
შეაჯამეთ პირის ტერფის ჭრილობის რისკი
შეაჯამეთ პირის ტერფის ჭრილობის რისკი (დაითვალეთ რისკების რაოდენობა და მონიშნული მაღალი რისკის ნიშნები ).

დაითვალეთ მონიშნული რისკების რაოდენობა და მონიშნული მაღალი რისკის ნიშნები.
შეავსეთ ცხრილი V და ჯვარედინი ნიშნების რაოდენობის მიხედვით, რომ ნახოთ, პირს აქვს ტერფის ჭრილობის დაბალი, საშუალო თუ მაღალი რისკი.
თუ პირი დაბალი რისკის ქვეშაა, დაეხმარეთ მას ტერფის ჭრილობის თავიდან აცილებაში. ასწავლეთ ტერფის მოვლა და შესაფერისი ფეხსაცმლის გამოყენება.
თუ ადამიანი ზომიერი ან მაღალი რისკის მქონეა, მნიშვნელოვანია, რომ მისცეთ მიმართვა ჯანდაცვის სამსახურში ან ტერფის ჭრილობის კლინიკაში შემდგომი შეფასებისა და მოვლისთვის.
Ასევე შეგიძლიათ:
- ასწავლოთ ტერფების მოვლა
- შეაფასოთ, თუ არის მისთვის შესაფერისი სამკურნალო ფეხსაცმელი.
აქტივობა
ამ აქტივობის შესასრულებლად დაგჭირდებათ გადაადგილებისათვის დამხმარე საშალების სკრინინგის ფორმა.
გახსოვთ ჯენსენი?

ის 60 წლისაა და დიაბეტი აქვს.
თქვენ უტარებთ ტერფის სკრინინგს და აღოაჩინეთ, რომ:
- ჯენსენს წარსულში ტერფის ჭრილობა ჰქონდა.
- მას ტერფის ქვედა მხარეს კანი გასქელებული აქვს, რომელიც კოჟრს წააგავს.
- ის ამბობს, რომ ღამით ტკივილები აქვს ბარძაყის არეში.
- ორივე ტერფის შემოწმბებისას პულსი ვერ მოძებნეთ.
- ექვსი თითიდან, რომელსაც შეეხეთ, მგრძნობელობა მხოლოდ სამში აღნიშნება.
ჯენსენის შემოწმბის შედეგად შეავსეთ გადაადგილებისათვის დამხმარე საშუალების სკრინინგის ფორმის ტერფის სკრინინგის ნაწილი.
ახლა დააწკაპუნეთ ქვემოთ, რომ ნახოთ, სწორად შეავსეთ თუ არა ფორმა.
ჯენსენის რისკის დონის გამოსათვლელად, დათვალეთ მაღალი რისკისა და რისკის მაჩვენებლების რაოდენობა.
რამდენად მაღალია ჯენსენის შემთხვევაში ტერფის კიდევ ერთი ჭრილობის რისკი?

ჯენსენს აქვს მაღალი რისკის ერთი ნიშანი (წარსულში ფეხის ჭრილობა) და რისკის ოთხი ნიშანი (კანის პრობლემა, სისხლის მიმოქცევის დარღვევის ორი ნიშანი და მგრძნობელობის დაკარგვა). ის მაღალი რისკის კატეგორიაშია.
მის გეგმა უნდა შევიდეს:
- დადასტურება, რომ ის ნახულობს ჯანდაცვის სპეციალისტს დიაბეტის მართვისთვის
- ჯენსენისთვის ტერფის მოვლის სწავლება
- ჯენსენის შეფასება სამკურნალო ფეხსაცმლის გამოყენების მიზნით.
