Skip to main content
თავის მოვლა

რას ნიშნავს თავის მოვლა?

Lesson: 1 of 4
Topic: 1 of 3
0% Complete

თავის მოვლა ნიშნავს საკუთარ თავზე ზრუნვას. TAP-ის ეს მოდული ორიენტირებულია თავის მოვლის აქტივობებზე, რომელთაც პირი ძირითადი პირადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად
ყოველდღიურად ახორციელებს.

თავის მოვლის აქტივობების რამდენიმე გავრცელებული მაგალითია:

  • ბანაობა

გრძელთმიანი ადამიანი იღებს შხაპს. ხელები ზემოთ აქვს აწეული სკალპის დასაზელად.

  • ტუალეტით სარგებლობა

ეტლით მოსარგებლე მამაკაცი ადის პანდუსზე, რომელსაც გვერდით აქვს მოსაჭიდებელი ძელი. პანდუსის თავზე არის შშმ პირთა ტუალეტის ღია კარი.

  • ჩაცმა

ქალი იყენებს ორივე ხელს პერანგის ზედა ღილების შესაკრავად.

  • საკვებისა და სასმელის მიღება

ახალგაზრდა გოგონა იყენებს ორივე ხელს ვაშლის დასაჭერად და შესაჭმელად.

თავის მოვლასთან დაკავშირებული უმეტესი აქტივობების დამოუკიდებლად განსახორციელებლად, ადამიანები იყენებენ ფიზიკურ უნარებს, როგორიცაა გადაადგილება, წონასწორობის შენარჩუნება, ძალა და კოორდინაცია.

ადამიანს ასევე სჭირდება სააზროვნო უნარები, რათა შეძლოს თავის მოვლის ამოცანების დაგეგმვა და დამახსოვრება.

როდესაც მუშაობთ ვინმესთან თავის მოვლასთან დაკავშირებით, სასარგებლოა იმის გაგება, თუ რა უნარ-ჩვევები სჭირდებათ მათ აქტივობის სხვადასხვა ეტაპის განსახორციელებლად.

მოდით შევხედოთ ეტაპებსა და უნარებს რომელიც ჩართულია თავის მოვლის ორი აქტივობის მაგალითებში.

აქტივობა

1. სხეულის დაბანა

შორტებში გამოწყობილი მამაკაცი სკამზე ზის და თავზე ტოლჩით წყალს ისხამს. მის გვერდით წყლით სავსე  დიდი ტაშტი დგას.

რა ეტაპებს მოიცავს სხეულის დაბანა?

დაალაგეთ ეტაპები სწორი თანმიმდევრობით, მიანიჭეთ ციფრი 1-დან 6-მდე.

სხეულის დაბანის ეტაპები:

  1. საბანაო ადგილამდე გადაადგილება
  2. გახდა
  3. საშხაპეში დადგომა, დაჯდომა ან ჩაცუცქვა, აბაზანაში ჩასვლა, ან სათლისკენ გადახრა
  4. საპონის დაჭერა და სხეულის ნაწილების დაბანა
  5. გამშრალება
  6. ჩაცმა.

რა უნარები გამოიყენება ამ ეტაპების შესასრულებლად?






ყველა ზემოთ ჩამოთვლილი უნარი გამოიყენება ზოგიერთი ან ყველა ეტაპისთვის.

2. ჩაცმა

სკამზე მჯდომი მამაკაცი წინ იხრება სანდლების ჩასაცმელად.

ჩაცმის ეტაპები:

  1. განმარტოება პრივატულ ადგილას ჩასაცმელად
  2. ტანსაცმლის შერჩევა და დაწყობა
  3. ტანსაცმლის ჩაცმა, რომელიც მოიცავს შესაკრავების, როგორიცაა ელვისა და ღილების შეკვრას
  4. გახდილი ტანსაცმლის შენახვა

რა უნარები გამოიყენება ამ ეტაპების შესასრულებლად?






ყველა ზემოთ ჩამოთვლილი უნარი გამოიყენება ზოგიერთი ან ყველა ეტაპისთვის.

საკვებისა და სასმელის მიღება არის თავის მოვლის კიდევ ორი აქტივობა, რომლის დროსაც გამოიყენება ფიზიკური და სააზროვნო უნარები.

საკვებისა და სასმელის უსაფრთხოდ მიღებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ფიზიკური უნარები, როგორიცაა: გადაადგილება, წონასწორობის შენარჩუნება და კოორდინაცია.

ფიზიკური და სააზროვნო უნარები საშუალებას აძლევს ადამიანებს:

  • დაგეგმონ, თუ რის ჭამას აპირებენ და გაიხსენონ, რომ უნდა ჭამონ ჩვეულ დროს.
  • მივიდნენ იმ ადგილას, სადაც ისინი და სხვები ჭამენ
  • დასხდნენ გამართულად
  • დატეხონ ან დაჭრან საკვები ლუკმის ზომის ნაჭრებად
  • მიიტანონ საკვები პირთან (დანა-ჩანგლის გამოყენებით ან მის გარეშე)
  • დაღეჭონ და გადაყლაპონ.

ადამიანი იყენებს დანასა და ჩანგალს საჭმლის დასაჭრელად.

ახალგაზრდა ბიჭი საჭმლის პირში მოსათავსებლად იყენებს ჩხირებს. მის წინ მაგიდაზე თეფშით საჭმელი დგას.

ტუალეტში სიარული არის თავის მოვლის კიდევ ერთი აქტივობა, რომლის დროსაც გამოიყენება ფიზიკური და სააზროვნო უნარები.

ადამიანებს ესაჭიროებათ:

  • ფიზიკური უნარები ტუალეტამდე მისვლისა და გამოყენებისთვის
  • სააზროვნო უნარები, რათა მიხვდნენ ან/და დაიმახსოვრონ როდის უნდა წავიდნენ ტუალეტში და იცოდნენ რა უნდა გააკეთონ იქ მისვლისას.

ადამიანი დგას და აპირებს კარის გაღებას, რომელზეც მითითებულია ქალის, მამაკაცისა და შშმ პირთა აღმნიშვნელი სიმბოლოები.

ადამიანები ასევე იყენებენ შარდის ბუშტისა და ნაწლავების კონტროლს, რათა თავიდან აიცილონ შეუკავებლობის შემთხვევები (გაჟონვა).

განაგრძეთ კითხვა, რათა მეტი გაიგოთ შარდის ბუშტისა და ნაწლავების კონტროლის შესახებ.

0%
რას ნიშნავს თავის მოვლა?
Lesson: 1 of 4
Topic: 1 of 3