გადასვლა მთავარ კონტენტზე
გადაადგილება

Გეგმა

გაკვეთილი: 3 -ის 4
თემა: 4 -ის 5
0% დასრულებული

სკრინინგის კითხვების დასრულების შემდეგ, პირთან ერთად უნდა შეადგინოთ შემდგომი ნაბიჯების გეგმა.

გეგმა შეგიძლიათ ჩაწეროთ სკრინინგის ფორმის ბოლოში.

ფორმის განყოფილების დაგეგმვა.

სკრინინგი შემდეგისთვის:

თუ პირს სხვა სფეროებში სირთულეები აქვს და ისარგებლებს სკრინინგით სხვა დამხმარე საშუალებებისთვის.

გამოიყენეთ სკრინინგის კითხვები ან/და ინსტრუმენტები TAP-ის სხვა შესავალი მოდულებიდან.

შეაფასეთ შემდეგისთვის

პირის პასუხები სკრინინგის კითხვებზე მიუთითებს, შეუძლია თუ არა მას ისარგებლოს:

  • გადასაადგილებელი დამხმარე საშუალებით
  • პორტატული პანდუსით
  • სახლში სახელურების დამონტაჟებით
  • გადასაყვანი დაფით
  • სამკურნალო ფეხსაცმელით

დათანხმდით, თუ პირს სურს თქვენს მიერ შემდგომი შეფასების ჩატარება.

თუ შეფასების შემდეგ ნათელია, რომ საშუალება შესაფერისია, მიაწოდეთ იგი.

გამოიყენეთ TAP-ის პროცესის ოთხი ნაბიჯი:

TAP გრაფიკა, რომელიც აჩვენებს ნომრებს 1, 2, 3 და 4.]

  1. არჩევა
  2. მორგება
  3. გამოყენება
  4. გადაფასება

გახსოვდეთ: TAP-ის პროდუქტების მოდულებში განხილულია, თუ როგორ უნდა ჩაატაროთ შეფასება, როგორ მოარგოთ პირს საშუალება, ასწავლოთ მას საშუალების გამოყენება და მოვლა, აგრეთვე შემდგომი დაკვირვების საკითხები.

კითხვა

რა შეგიძლიათ მოიმოქმედოთ, თუ არ გაქვთ ეს საშუალებები (გადადგილებისათვის დამხმარე საშუალებები, პორტატული პანდუსები, სახელურები, გადასატანი დაფა)?

  • შეინახეთ ჩანაწერი სხვადასხვა საჭირო საშუალების შესახებ და განიხილეთ თქვენს ხელმძღვანელთან
  • დაადგინეთ, თუ არის სხვა სამსახურები, რომლებსაც შეუძლიათ ამ საშუალებების მიწოდება
  • განიხილეთ პირთან, თუ შეუძლია ამ საშუალებების მიღება
  • შეამოწმეთ, თუ შეუძლიათ ეტლის / პროთეზის / ორთეზის საამქროებს რომელიმე ამ საშუალების დამზადება.

ასწავლეთ შემდეგის შესახებ

პირის მიერ სკრინინგის კითხვებზე გაცემული პასუხები მიუთითებს, თუ ესაჭიროება თქვენი რჩევა დაუყოვნებლივ

  • როგორ მოუაროს ტერფებს
  • როგორი შესაფერისი ფეხსაცმელი უნდა ჩაიცვას და რატომ.

მომდევნო თემაში განხილულია ინფორმაცია ფეხების მოვლისა და შესაფერისი ფეხსაცმლის გამოყენებაზე.

გადაამისამართეთ სხვა სერვისში

ზოგიერთ პირს შეიძლება დასჭირდეს უფრო სპეციალიზებული მოვლა, ვიდრე თქვენ ან თქვენს სამსახურს შეუძლია გაუწიოს.

ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როდის და სად უნდა გადაამისამრთოთ პირი.

პირის პასუხები სკრინინგის კითხვებზე მიუთითებს, იქნება თუ არა გადამისამართება სასარგებლო.

გახსოვდეთ, რომ გადამისამართების გაკეთება მუდამ უნდა განიხილებოდეს და შეთანხმდეს პირთან.

დაფიქრდით

რა სამსახურებია ხელმისაწვდომი, სადაც შეგიძლიათ პირები გადაამისამართოთ?

იფიქრეთ, რომელ სპეციალისტთან ან სამსახურთან გადაამისამართებთ პირს, თუ მას სჭირდება:

  • ჯანდაცვა
  • ჭრილობის მოვლა
  • რეაბილიტაცია - ზრდასრულებისათვის
  • რეაბილიტაცია - ბავშვებისთვის
  • დიაბეტის მოვლა
  • ტერფის ჭრილობის მოვლა
  • ეტლი
  • პროთეზის შეკეთება
  • შეფასება პროთეზისთვის.

არის თუ არა ეს სამსახურები მარტივად ხელმისაწვდომი? იცით, როგორ გადაამისამართოთ პირი ამ სერვისებზე?

ფიროზი, ახალგაზრდა ბიჭი, სკამზე ზის და ფეხები პატარა ნაბიჯებზე აქვს. დედამისი გვერდით ზის და მკლავს უჭერს.

გაიცანით ფიროზი

ფიროზი 9 წლისაა. იგი ვერ დადის და ეტლზე მიმართვა მიიღო.

მომსახურების მიმწოდებელმა ასევე იცის, რომ სიახლოვეში არის სარეაბილიტაციო სამსახური, რომელიც სთავაზობს რჩევებსა და თერაპიის პროგრამებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის და მომვლელთა დახმარების ჯგუფებს მშობლებისთვის. ფიროზისა და მისი დედის ნებართვით, მომსახურების მიმწოდებელი მათ სარეაბილიტაციო სამსახურში ამისამართებს.

გადაფასება

ყველასთვის სასარგებლოა შემდგომი დაკვირვება. თუმცა, შემდგომი დაკვირვება ყველაზე მნიშვნელოვანია:

  • ბავშვისთვის, რადგან იგი ჯერ კიდევ იზრდება
  • ტერფის ჭრილობის ან ნაწოლის განვითარების რისკის ქვეშ მყოფი პირისთვის, რადგან ეს ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს
  • პროგრესირებადი მდგომარეობის მქონე ნებისმიერი პირისთვის, რადგან მისი საჭიროებები შეიცვლება
  • ნებისმიერი პირისთვის, ვისაც უჭირს გაწეული სწავლების ან ინსტრუქციის აღქმა.

შემდგომი დაკვირვების განრიგი დამოკიდებულია პირის საჭიროებებზე და იმაზე, თუ რამდენად სწრაფად იცვლება ეს საჭიროებები.