ამ თემაში იხილავთ დამატებით ინფორმაციას:
- ტერფების მოვლაზე
- შესაფერის ფეხსაცმელზე
- ძირითად თემებზე იმ პირისთვის, რომელსაც შესაფერისი ფეხსაცმლის ტარება და ტერფებზე მეტი ზრუნვა სჭირდება.
ტერფის სკრინინგის გზამკვლევში შეჯამებულია ეს ინფორმაცია.
ტერფების მოვლა
ფეხის ჭრილობების რისკის ქვეშ მყოფ პირებს ასწავლეთ, თუ როგორ მოუარონ ტერფებს.
ტერფის ჭრილობის რისკის ქვეშ მყოფ პირს აუხსენით, რომ ტერფის ყოველდღიური მოვლა ტერფის ჭრილობას აარიდებს.
ძირითადი რამ, რაც უნდა ასწავლოთ:
- შეამოწმეთ ტერფები ყოველ დღე სიწითლეზე, კანის დაზიანებაზე, ჭრილობებზე ან შეშუპებაზე. ისინი უნდა:
- დაათვალიერეთ თითოეული ტერფის ზედა და ქვედა მხარეები, აგრეთვე თითებს შორის სივრცე. საჭიროების შემთხვევაში, ამისთვის შეგიძლიათ ითხოვოთ დახმარება ან გამოიყენოთ სარკე.
- დაუყოვნებლივ მიმართეთ ჯანდაცვის მუშაკს, თუ არსებობს რაიმე პრობლემა.
- ყოველდღე დაიბანეთ და გაიმშრალეთ ტერფები, ასევე თითებს შორის სივრცე
- მოერიდეთ შიშველი ფეხით სიარულს და ჩაიცვით შესაფერისი ფეხსაცმელი (ან სამკურნალო ფეხსაცმელი, ან ტერფის განტვირთვის ორთეზი, თუ დაგინიშნეს)
- თუ დიაბეტი გაქვთ, რეგულარულად ესტუმრეთ დიაბეტის სამედიცინო სპეციალისტს
- თამბაქოს მოხმარება და ალკოჰოლი ზრდის ტერფის ჭრილობის რისკს. ტერფების მოსავლელად, შეწყვიტეთ მოწევა და შეამცირეთ ალკოჰოლი.

შესაფერის ფეხსაცმელზე
შესაფერისი ფეხსაცმელი იცავს ტერფებს დაზიანებისგან და ამცირებს დავარდნის რისკს.
საუკეთესო ტიპის ფეხსაცმელი თითებზე დახურულია, რადგან ეს ყველაზე მეტ დაცვას უზრუნველყოფს. თუმცა, ცხელ კლიმატში ადამიანები ზოგჯერ სანდლის ტარებას ამჯობინებენ.
შესაფერისი ფეხსაცმლის მახასიათებლებია:
- დაბალი ქუსლი (ბრტყელი ფეხსაცმელი)
- რეგულირებადი თასმები ან ღვედები, რომლებიც დაგეხმარებათ ფეხსაცმლის კარგად მორგებაში.
- ქუსლის მყარი საყრდენი. ეს ფეხსაცმელი შეიძლება იყოს დახურული ქუსლით ან ღვედით.
- სივრცე ფეხის თითებისთვის. თითების არე არ უნდა იყოს წვეტიანი.
- მოცურების საწინააღმდეგო ძირი, როგორიცაა რეზინი
- ზედა მასალით, რომელიც სუნთქავს და გაძლეა. მაგალითად, ტყავი, გამძლე ქსოვილი ან ბადე.
- ფეხსაცმელი საერთო სიმყარით. შესაფერისი ფეხსაცმელი მხოლოდ თითებზე უნდა იხრებოდეს. შუა ნაწილში არ უნდა ტრიალდებოდეს ან იღუნებოდეს.



უყურეთ ამ მოკლე ვიდეორგოლს, რომ გაეცნოთ, როგორ უნდა შემოწმდეს ფეხსაცმლის მახასიათებლები.
აქტივობა
ქვემოთ მოყვანილი ფეხსაცმელებიდან რომელი მიგაჩნიათ შესაფერისად?

ეს ფეხსაცმელი არ არის შესაფერისი.
ფეხსაცმელი არ უქმნის ქუსლს ძლიერ საყრდენს.
არ აქვს დასარეგულირებელი თასმები და ღვედები, რაც ზრდის დაცემის და ჭრილობის რისკს.
ფეხის თითების ირგვლივ მცირე სივრცეა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფეხსაცმლის მიერ კანის გახეხვა და ჭრილობების განვითარება.
ფეხსაცმლის ძირი არ იცავს ფეხებს ქვემოდან.

ეს ფეხსაცმელი არ არის შესაფერისი.
ფეხსაცმლის უკანა ნაწილი არ უქმნის ქუსლს ძლიერ საყრდენს.
არ აქვს დასარეგულირებელი თასმები და ღვედები, რაც ზრდის დაცემის და ჭრილობის რისკს.

ეს ფეხსაცმელი შესაფერისია.
მას დაბალი ქუსლი აქვს და ძირი დამზადებულია კომფორტული, რბილი მასალისგან, რომელიც იცავს ფეხებს ქვემოდან.
ქუსლის გარშემო კარგი საყრდენია.
ღვედი რეგულირებადია და თითების ირგვლივ არის სივრცე.

ეს ფეხსაცმელი შესაფერისია.
მას დაბალი ქუსლი აქვს და ძირი დამზადებულია კომფორტული, რბილი მასალისგან, რომელიც იცავს ფეხებს ქვემოდან.
ქუსლის გარშემო კარგი საყრდენია.
ღვედი რეგულირებადია და თითების ირგვლივ არის სივრცე.
დისკუსია
იმსჯელეთ მაგალითში მოცემული ფეხსაცმლის მახასიათებლებზე. როგორ ფიქრობთ, თქვენი ფეხსაცმელი "შესაფერისი ფეხსაცმელია"?
განიხილეთ თქვენი თემის სხვა წევრები და მათი ფეხსაცმელი. ისინი შესაფერის ფეხსაცმელს ატარებენ?
სწორ მახასიათებლებთან ერთად, შესაფერისი ფეხსაცმელი პირს კარგად უნდა ერგებოდეს.
კარგი იქნება, პირს ფეხსაცმლის მორგება შეუმოწმოთ. აგრეთვე შეგიძლიათ ასწავლოთ, რას მიაქციონ ყურადღება ფეხსაცმლის არჩევისას.
სთხოვეთ ადამიანს დადგეს და შეამოწმოს:
- სივრცე ფეხის თითებთან:
- ყველაზე გრძელი თითის ბოლო ფეხსაცმლის წინა მხარისგან დაშორებულია დიდი თითის ერთი სიგანით.
- ფეხის თითები თავისუფლად მოძრაობს ზედა და ქვედა მიმართულებით.
- სიგანე: ფეხსაცმელი მჭიდროდ უნდა ერგებედოს ტერფის ყველაზე განიერ წერტილს
- ქუსლი: ფეხსაცმლის ქუსლი მჭიდროდ უნდა ერგებოდეს პირის ქუსლს.
- კომფორტი:უნდა შემოწმდეს, რომ არ არის ისეთი ადგილები, რომლებიც პირს უჭერს, ეხახუნება ან იწვევს ზეწოლას.
სთხოვეთ ადამიანს, გაიაროს და შეამოწმოს:
- რომ ქუსლი არ სრიალებს ფეხსაცმელში
- ფეხსაცმელი კომფორტულად ერგება.
შემდეგ შეამოწმეთ გახეხვის ან ზეწოლის ნიშნები.


თუ პირს გრძნობის გარკვეული ხარისხით დაკარგვა აქვს, მან შეიძლება ვერ იგრძნოს, რომ ფეხსაცმელი კანს უხეხავს ან იწვევს ზეწოლას.
მას შემდეგ, რაც პირი რამდენიმე წუთის განმავლობაში ფეხსაცმლით გაივლის, სთხოვეთ გაიხადოს ფეხსაცმელი (და წინდები, თუ აცვია) და შეამოწმოს თითოეული ტერფი, ხომ არ აქვს სიწითლე ან ხახუნის და ზეწოლის სხვა ნიშნები.
უყურეთ ამ მოკლე ვიდეორგოლს და ნახეთ, როგორ მოწმდება ფეხსაცმლის მორგება.