ნაბიჯი პირველი - შერჩევა

Topic Progress:

Graphic representing step number 1 of 4.

დამხმარე პროდუქტის მიწოდების პირველი ნაბიჯი არის პროდუქტის შერჩევა, რომელიც საუკეთესოდ აკმაყოფილებს ადამიანის მოთხოვნილებებს, მისი ჯანმრთელობის, ცხოვრების სტილისა და საცხოვრებელი ადგილის გათვალისწინებით.

Service provider carrying out assessment interview with a man and his wife. Everyone is seated and facing each other.

ეს ნაბიჯი მოიცავს შეფასების ჩატარებას ინფორმაციის შესაგროვებლად ადამიანის ჯანმრთელობის, აქტივობისა და შესაძლებლობების შესახებ, აგრეთვე იმაზე, თუ სად გამოიყენებს იგი დამხმარე პროდუქტს.

A service provider is kneeling in front of a man with a below knee amputation, who is sitting in a chair. The service provider is looking at the man’s leg. Seated next to the man is a woman who is watching closely.

შეფასება ყოველთვის ტარდება იმ ადამიანთან ერთად, რომელსაც ესაჭიროება პროდუქტი და, საჭიროების შემთხვევაში, ოჯახის წევრებთან ან მომვლელებთან ერთად.

TAP პროდუქტის მოდულების უმეტესობა გთავაზობთ შეფასების ფორმის ნიმუშს, რომლის გამოყენება შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:

  • შეფასების წარმართვა კონკრეტული დამხმარე პროდუქტისთვის
  • სწორი დამხმარე პროდუქტის შერჩევა შეგროვებული ინფორმაციის, პიროვნების არჩევანისა და ხელმისაწვდომი დამხმარე პროდუქტების გათვალისწინებით
  • ინფორმაციის ჩაწერა ჩატარებული მოქმედებების ჩათვლით, როგორიცაა სხვა სერვისზე მიმართვა.

სათანადო დამხმარე პროდუქტის შესარჩევად, მნიშვნელოვანია გქონდეთ ხელმისაწვდომი პროდუქტების ასორტიმენტი. პროდუქტების ასორტიმენტის არსებობა აადვილებს ადამიანების სხვადასხვა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. ეს მოიცავს ადგილს, სადაც ისინი ცხოვრობენ და მუშაობენ, აგრეთვე მათთვის ხელმისაწვდომ სერვისებს.

A portrait of Mere, who is wearing a t-shirt and has dark, short, curly hair.

Mere having her ears checked by a service provider. The service provider is looking closely into Mere’s ears with a small device.

Meet Mere.

მერეს სმენის დაქვეითება განუვითარდა დაწყებით სკოლაში სწავლის დროს და მას მიმართვა მისცეს ადგილობრივ სერვისში სმენადაქვეითებულთათვის.

სერვისში იგი დედასთან ერთად მივიდა, სადაც შეფასება ჩაუტარდა. სერვისის პროვაიდერმა მერეს დაუსვა კითხვები ჯანმრთელობაზე, ცხოვრებაზე შინ და სკოლაში, მის საყვარელ აქტივობებზე.

მას ასევე ჰკითხეს იმ აქტივობების შესახებ, რომლებიც სმენის დაქვეითების გამო უჭირდა. შემდეგ მერეს სმენის შემოწება ჩაუტარეს. სერვისის პროვაიდერმა მიღებული ინფორმაცია შეიტანა შეფასების ფორმაში. შემდეგ მან მერეს და დედამისს აჩვენა ორი სახის დამხმარე საშუალება სმენადაქვეითებულთათვის, რომელიც მერეს დაეხმარებოდა.

The provider explained the advantages and disadvantages of each.

მერემ აირჩია „ყურის უკან“ დასამაგრებელი სმენის ციფრული აპარატი.

სადისკუსიო ფორუმი