Skip to main content
შესავალი

Different roles in assistive product provision

Lesson: 2 of 5
Topic: 1 of 1
0% Complete

A bus is parked nearby the marketplace. A man opens the door for two women. One of the women is using a walking stick. There is a small step in front of the door.

ბევრი ადამიანი ასრულებს როლს მხარდაჭერაში, რათა ადამიანებმა მიიღონ მათთვის საჭირო დამხმარე პროდუქტები. ესენი არიან:

  • პირი, რომელსაც სჭირდება დამხმარე პროდუქტი და მისი ოჯახი
  • ის, ვინც ახდენს დადგენას, რომ პირს შეუძლია ისარგებლოს დამხმარე პროდუქტებით და უკეთებს მიმართვას დამხმარე პროდუქტის სერვისზე
  • სწავლებაგავლილი პერსონალი, რომელიც მუშაობს უშალოდ პირებთან შესაბამისი დამხმარე პროდუქტებით მათი უზრუნველყოფის მიზნით
  • საზოგადოების წარმომადგენლები, ყველას გვაქვს როლი იმ ადამიანების მხარდაჭერაში, რომლებიც იყენებენ დამხმარე პროდუქტებს.
  • ლიდერები და გადაწყვეტილების მიმღები პირები, რომლებსაც, მაგალითად, შეუძლიათ დამხმარე პროდუქტები ხელმისაწვდომი გახადონ საჯარო სისტემის მეშვეობით, ან უზრუნველყონ, რომ საჯარო სივრცეები და ტრანსპორტი ხელმისაწვდომი გახდეს დამხმარე პროდუქტები მომხმარებლებისათვის.

A support worker leads an assessment interview with Michael and his parents. They all sit in a group.

Michael and his friend walking to school together on a sandy path. Michael is just in front, and is using a white cane with a round ball on the tip to feel the pathway ahead of him.

Meet Michael.

მაიკლი ბრმა დაიბადა. როდესაც იგი სკოლაში წავიდა, მისმა მშობლებმა შეიტყვეს სათემო ორგანიზაციის შესახებ, რომელიც ეხმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს. ისინი ორგანიზაციას დაუკავშირდნენ და დახმარება სთხოვეს.

მხარდამჭერი მუშაკი მივიდა მაიკლთან და მის ოჯახთან სახლში. ამ ვიზიტის დროს მაიკლმა და მისმა ოჯახმა განმარტეს, რომ მას სურდა დამოუკიდებლად გადაადგილება. მხარდამჭერმა მუშაკმა თქვა, რომ მაიკლს შეეძლო ესარგებლა თეთრი ხელჯოხით უსინათლოებისათვის. მაიკლს დაუნიშნეს შეხვედრა ორგანიზაციის ცენტრში შესაფასებლად.

მაიკლს გადაეცა ხელჯოხი უსინათლოებისათვის, რომელსაც ის იყენებს სკოლაში წასასვლელად და უკან დასაბრუნებლად. მისი გამოყენებით მას ასევე შეუძლია უსაფრთხო გადაადგილება საკლასო ოთახში და სათამაშო მოედანზე.

მხარდამჭერი მუშაკი მაიკლის კლასელებს ესაუბრა უსინათლოებისათვის ხელჯოხის გამოყენების შესახებ, აგრეთვე აუხსნა, როგორ უნდა დაეხმარონ მაიკლს საკლასო ოთახში და სათამაშო მოედანზე უსაფრთხოდ გადაადგილებაში. ახლა ყველა ცდილობს, არ შექმნას დაბრკოლებები სკოლის დერეფნებსა და სკოლის გარშემო ბილიკებზე.

კითხვა

  • ვინ დაეხმარა მაიკლს უსინათლოებისათვის ხელჯოხის მიღებასა და გამოყენებაში?
  • რა როლი ითამაშეს ამ ადამიანებმა?
  • Michael’s parents who contacted the organization, and supported Michael during the visit
  • მხარდამჭერი თანამშრომელი სათემო ორგანიზაციიდან, რომელიც ეწვია მაიკლს და მოაწყო მისი შეფასება
  • მაიკლი, რომელმაც განმარტა, რომ სურდა დამოუკიდებლად გადაადგილება
  • მაიკლის მასწავლებლები და თანაკლასელები, რომლებიც მხარს უჭერენ მას სკოლაში უსინათლოებისათვის ხელჯოხის გამოყენებაში, ცდილობენ დერეფნებსა და ბილიკებზე დაბრკოლებები შეამცირონ.

Mathias and his wife sitting in a health clinic talking to a nurse.

გახსოვს მათიასი?
მათიასს დიაბეტი აქვს და რეგულარულად დადის ექთანთან ჯანდაცვის ადგილობრივ კლინიკაში.

ერთ-ერთი შეხვედრის დროს ექთანმა შენიშნა, რომ მათიასი სიარულის დროს არამდგრადად გადაადგილდებოდა. მათიასმა განუმარტა, რომ სიარული უჭირდა, რადგან სწრაფად იღლებოდა.

ექთანმა მათიასს მიმართვა მისცა, გასაუბრებოდა კლინიკის თანამშრომელს. თემის თანამშრომელმა მობილობის სკრინინგი ჩაატარა და დაადგინა, რომ მათიასს გამოადგებოდა გადასაადგილებელი დამხმარე საშუალება. მან ურჩია შესაფერისი ფეხსაცმლის ტარება ფეხების დასაცავად. გადასაადგილებელი დამხმარე საშუალების ჩატარებული შეფასების შემდეგ, სათემო თანამშრომელმა მათიასს როლატორი გადასცა.

მათიასი თავის ეკლესიაში მეორე ადამიანი იყო, რომელიც გადასაადგილებელი დამხმარე საშუალებით სარგებლობდა. ეკლესიის  კომისიამ გადაწყვიტა პანდუსის მოწყობა, რათა ყველასთვის წვდომა გაადვილებულიყო.

კლინიკაში დამატებითი ვიზიტის დროს, სათემო მუშაკმა მათიასს ჰკითხა, როგორ ახერხებდა თვითმოვლას (როგორიცაა უნიტაზით სარგებლობა ან/და შხაპის მიღება). მათიასმა უთხრა, რომ გარეთ აღარ გადიოდა შარდის უნებლიე გამოყოფის მიზეზით. ექთნის მიერ შეფასების შემდეგ, მათიასს გადასცეს შემწოვი ქსოვილები ქუჩაში გასვლისას გამოსაყენებლად. გარეთ გასვლისას მათიასი ახლა თავს თავდაჯერებულად გრძნობს.

კითხვა

  • ვინ ეხმარებოდა მათიასს დამხმარე პროდუქტებზე წვდომის მიღებასა და გამოყენებაში?
  • რა როლი ითამაშეს ამ ადამიანებმა?
  • ექთანი, რომელმაც შენიშნა, რომ მათიასს გამოადგებოდა დამხმარე პროდუქტები. მან ის გადაამისამართა სათემო მუშაკთან მობილობის სკრინინგისთვის და მოგვიანებით დაეხმარა შარდის უნებლიე გამოყოფის შეფასებაში.
  • სათემო მუშაკი, რომელმაც გადასაადგილებელი დამხმარე საშუალებით სარგებლობის შეფასება ჩაატარა, შემდეგ კი ჰკითხა მათიასს თვითმოვლის საჭიროებების შესახებ.
  • მათიასი, რომელმაც განმარტა, რომ უჭირდა სიარული და არ სურდა გარეთ გასვლა შარდის უნებლიე გამოყოფის მიზეზით
  • საეკლესიო თემი, რომელმაც უზრუნველყო, რომ იგი წარმატებით გამოიყენებდა გადასაადგილებელ დამხმარე საშუალებას ეკლესიაში.

როგორც ვნახეთ, ბევრი ადამიანი მონაწილეობს პირის მიერ საჭირო დამხმარე პროდუქტების მიღების მხარდაჭერაში.

თქვენ დაასრულეთ მეორე გაკვეთილი!

0%
Different roles in assistive product provision
Lesson: 2 of 5
Topic: 1 of 1